სახლიდან შორს სახლში

ომის შედეგად დევნილად ქცეული ახალგაზრდები ახალ ცხოვრებას აწყობენ და თან არ კარგავენ იმედს, რომ ერთ დღეს თავიათ სახლებში დაბრუნებას შეძლებენ.

სახლიდან შორს სახლში

ომის შედეგად დევნილად ქცეული ახალგაზრდები ახალ ცხოვრებას აწყობენ და თან არ კარგავენ იმედს, რომ ერთ დღეს თავიათ სახლებში დაბრუნებას შეძლებენ.

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების შედეგად უამრავ მოქალაქეს იძულებულით დაატოვებინეს თავიანთი საცხოვრებელი. მას შემდეგ 20 წელი გავიდა, ამ ხალხის სახლებში დაბრუნების პერსპექტივა კი კვლავაც ბუნდოვანია.

იძულებით გადაადგილებულ პირთა უმრავლესობა თბილისში ცხოვრობს. ზოგიერთმა მათგანმა ახალ გარემოსთან ადაპტაცია ადვილად შეძლო, ზოგიერთმა ნაკლებად. დევნილობაში გაიზარდა შვილების თაობაც.

საქართველოს ხელისუფლება დევნილი მოსახლებისთვის სხვადასხვა პროგრამებს ახორციელებს. ეს პროგრამები მოიცავს განათლებისა და ჯანდაცვის დაფინანსებას და ასევე საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფას. თუმცა ამ დახმარებებზე ხელი ყველას არ მიუწვდება. ბევრი დევნილისთვის კვლავაც მოუგვარებელია საცხოვრებელი პირობები. არიან ოჯახები, რომელთა საცხოვრებელი უფრო დროებით თავშესაფარს ჰგავს, ვიდრე სახლს.

ფილმში წარმოდგენილია იმ ადამიანების შეხედულებები, იმედები და წუხილი, რომლებიც დევნილების ახალგაზრდა თაობას წარმოადგენენ.

სტუდენტი თაკო თოლორდავა ამბობს, რომ მას გაუმართლა, რადგან მისი მშობლებისთვის მთავარი შვილებისთვის კარგი განათლების მიცემა იყო.

„ჩემს მეგობრებში მე ვგრძნობ იმას, რომ მე დევნილი ვარ,“ – ამბობს ის ფილმში. „მირჩევნია ყველაფერს ჩემით მივაღწიო. მე, როგორც უბრალოდ თაკომ და არა თაკომ, რომელიც სოხუმიდან არის.“

ნინო ზოიძე, რომელიც თავის მოხუც დედასთან და ორი წლის შვილთან ერთად ერთ პატარა ოთახში ცხოვრობს თბილისის გარეუბანში, გაჭირვების მიუხედავად ოპტიმისტურად არის განწყობილი.

„მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ დავბრუნდებით და დავბრუნდებით მშვიდობიანად. მე მჯერა, რომ ჩვენ, ახალგაზრდები შევძლებთ პროგრესის მიღწევას დიალოგის გზით“, – ამბობს ის.

დოკუმენტური ფილმი მომზადებულია პროექტის ფარგლებშიურთიერთობების აგება და უნარების განვითარება სამხრეთ კავკასიაში“, რომელსაც ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიუტი ახორციელებს ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.

 

Frontline Updates
Support local journalists