2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომი: ქრონოლოგია

2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომი: ქრონოლოგია

(Photo: Leli Blagonravova)
(Photo: Leli Blagonravova)
(Photo: Giorgi Kupatadze)
(Photo: Giorgi Kupatadze)
(Photo: Idrak Abassov)
(Photo: Idrak Abassov)
(Photo: Idrak Abassov)
(Photo: Idrak Abassov)
(Photo: Lasha Zarginava)
(Photo: Lasha Zarginava)
(Photo: Leli Blagonravova)
(Photo: Leli Blagonravova)
(Photo: Nestan Cecxladze)
(Photo: Nestan Cecxladze)

სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი საბჭოთა საქართველოს შემადგენელი ნაწილი იყო. სსრკ- ს დაშლის შემდეგ თავი იჩინა სეპარატისტულმა მოძრაობამ, რომელიც 1990-92 წლებში სისხლისმღვრელ ომში გადაიზარდა. კონფლიქტი დროებითი ზავით დასრულდა და რეგიონში სიმშვიდის შესანარჩუნებლად დარჩნენ მშვიდობიმყოფელთა შერეული ძალები.

1991 წელს სამხრეთ ოსეთში ჩატარებულ რეფერენდუმზე უმრავლესობამ ხმა დამოუკიდებლობას მისცა. საქართველოს ხელისუფლება არ აღიარებს არც რეფერენდუმის შედეგებს და არც სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლებას.

2004 წელს საქართველოს ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ნათლად განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი დაბრუნდებოდა საქართველოს შემადგენლობაში.

ქვემოთ წარმოდგენილია 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი მოვლენების ქრონოლოგია.

2008 წლის აპრილი

რუსეთი მჭიდრო თანამშრომლობას იწყებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მთავრობებთან, რაც საქართველოს ხელისუფლების განრისხებას იწვევს. რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თემურ იაკობაშვილი აცხადებს: „ვხედავთ რუსეთის მხრიდან უხეშ მცდელობას რაღაც ფორმით მოახდინოს ანექსია – ამ შემთხვევაში უფრო აფხაზეთის, ვიდრე ცხინვალის რეგიონის“.

აპრილის ბოლოს რუსეთი ზრდის თავისი სამშვიდობო ძალების კონტინგენტს აფხაზეთში. ქართველები რუსებს თავიანთი უპილოტო თვითმფრინავის ჩამოგდებაში ადანაშაულებენ. რუსული მხარე ბრალდებას უარყოფს.

2008 წლის ივლისი

ადგილი აქვს შეტაკებებს ქართველ და ოს შეიარაღებულ ძალებს შორის. ქართველი ჯარი მონაწილეობას ღებულობს ამერიკელი სამხედროების ხელმძღვანელობით მიმდინარე სამხედრო წვრთნებში თბილისთან ახლოს, ხოლო რუსული ჯარი სამხედრო სწავლებას ატარებს საქართველოს საზღვართან ახლოს. ტერიტორია ხდება ზედმეტად მილიტარიზირებული.

8 ივლისი, სამხრეთ ოსეთთან ახლოს ოთხმი რუსული სამხედრო თვითმფრინავი არღვევს საქართველოს საჰაერო სივრცეს, ამავე დღეს საქართველოში ვიზიტით იმყოფება ეუთოს დელეგაცია და მომდევნო დღეს დაგეგმილია ამერიკის სახელმწიფო მდივნის კონდოლიზა რაისის ვიზიტი. მოსკოვი აცხადებს, რომ გადმოფრენის მიზეზი ქართული მხრიდან მოსალოდნელი შესაძლო თავდასხმის შეჩერება იყო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კი ამ აქტს „ღია აგრესიად“ აფასებს.

ძალადობის შემთხვევები მატულობს აფხაზეთშიც. 9 ივლისს, ქვემო კოდორში, ქართველი და აფხაზი შეიარაღებული ძალების შეტაკების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა ორივე მხარეს. დაძაბულობა იმატებს მას შემდეგ, რაც ქართული მხარე აფხაზურ მხარეს ნაღმების სროლაში ადანაშაულებს ქართველების კონტროლირებად ზემო კოდორის ხეობაში.

1 ივლისიდან აფხაზეთის ხელისუფლება კეტავს ენგურის ხიდს, რაც ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს მცხოვრები ადგილობრივი ქართველებისთვის მთავარ დამაკავშირებელს წარმოადგენს.

2008 წლის აგვისტო

გრძელდება მცირე შეტაკებები, 1 აგვისტოს სამხრეთ ოსეთის საზღვართან ახლოს შემოვლით გზაზე აფეთქების შედეგად დაშავდა 5 პოლიციელი. ერთეული, თუმცა ინტენსიური სროლების შემთხვევები 4 აგვისტომდე გრძელდება.

7 აგვისტო, ქართულ და რუსულ მხარეებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებები რომელთა თავდაპირველი მიზანი მაღალი დონის სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის ნიადაგის მომზადებაა უშედეგო აღმოჩნდება, სამაგიეროდ ხერხდება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევა, რომელიც მხოლოდ საღამოს ათ საათამდე გასტანს, სამხრეთ ოსეთში სროლები ისევ მიმდინარეობს. რამდენიმე საათში პრეზიდენტი სააკაშვილი ქართულ ჯარს აძლევს ბრძანებას სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ.

ქართული არტილერია ცეცხლს ხსნის რეგიონში არსებული სამიზნეების მიმართულებით და 8 აგვისტოს დილით ჯარი შედის სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე. ცხინვალზე შეტევა ხდება სააკაშვილის განცხადებიდან სულ რამდენიმე საათში, ის სამხრეთ ოსეთს „ფართო ავტონომიას“ პირდება და რეგიონში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აკეთებს განცხადებას.

რუსები ქართულ შეიარაღებულ ძალებს საჰაერო თავდასხმებით პასუხობენ. მათი სამიზნეების არეალი მოგვიანებით სცდება სამხრეთ ოსეთს. ქართული მხარის განცხადებით რუსული ჯარი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე 7 აგვისტომდე შევიდა, რასაც კატეგორიულად უარყოფს რუსული მხარე.

10 აგვისტო, ქართული მხარე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აკეთებს განცხადებას და იწყებს ჯარის გამოყვანას სამხრეთ ოსეთიდან. რუსული ჯარები აგრძელებენ შეტაკებებს სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე და უფრო მეტიც, სცდებიან მის საზღვრებს და გორისკენ მიიწევენ. რუსები პოზიციებს იმაგრებენ საქართველო-აფხაზეთის საზღვართანაც და ასევე საზღვაო კორდონს აყენებენ ფოთის პორტში.

12 აგვისტო, რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი თავის ჯარებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. ქართულმა შენაერთებმა დატოვეს როგორც სამხრეთ ოსეთი ისე კოდორის ხეობა, აფხაზეთის ერთადერთი ნაწილი, რომელსაც ისინი აკონტროლებდნენ. მოსკოვის ქმედებებს აკრიტიკებენ ამერიკისა და ბრიტანეთის ხელისუფლების წარმომადგენლები.

14 აგვისტო, საქართველოს პარლამენტი კენჭს უყრის გადაწყვეტილებას საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობიდან გამოსვლის შესახებ.

16 აგვისტო, რუსული და ქართული მხარე ხელს აწერს სამშვიდობო შეთანხმებას, რომელიც შეიმუშავა საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ ევროკავშირის პრეზედენტის რანგში. შეთანხმება ავალდებულებს რუსულ და ქართულ მხარეებს გაიყვანონ თავიანთი საჯარისო შენაერთები ომამდე არსებულ პოზიციებზე. რუსეთს ჯარი მთლიანად არ გაჰყავს არც სამხრეთ ოსეთიდან და არც საქართველოს სხვა ტერიტორიებიდან. სექტემბრის დასაწყისში მისი ჯარი კვლავ რჩება ფოთის პორტში.

ომის შემდგომ ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით კონფლიქტის დროს დაიღუპა 850 ადამიანი, მათ შორის 365 ოსი, 170 ქართველი სამხედრო და 65 რუსი ჯარისკაცი; 100 000 მეტი ადამიანი იძულებული გახდა დაეტოვებინა საკუთარი სახლ-კარი.

კონფლიქტის მსვლელობის დროს მოკლულია სამი და დაჭრილია 12 ჟურნალისტი. 8 აგვისტოს დაიღუპა ორი ქართველი ჟურნალისტი გია ჩიხლაძე და ალექსანდრე კლიმჩუკი. 12 აგვისტოს რუსეთის მიერ გორის დაბომბვის დროს გარდაიცვალა დანიელი ჟურნალისტი და ოპერატორი სტან სტორიმანსი.

2009 წლის სექტემბერში ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებული ომის ანგარიშში ვკითხულობთ „კონფლიქტის ყველა მხარემ -ქართულმა, რუსულმა და სამხრეთ ოსეთის შეიარაღებულმა ძალებმა – მოახდნა საერთაშორისო ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა კანონების დაარღვევა“. ანგარიში ამბობს, რომ შეუძლებელი იყო ქართული მხარის განცხადებების დადასტურება იმის თაობაზე, რომ რუსეთმა  სამხრეთ ოსეთში ჯარები შეიყვანა მანამ, სანამ იქ ქართული ჯარი გაიგზავნებოდა 7 აგვისტოს.

26 აგვისტო, რუსეთი სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ოფიციალურად აღიარებს.

2008 წლის სექტემბერი

4 სექტემბერს საქართველოში ვიზიტით ჩამოდის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი დიკ ჩეინი. დიკ ჩეინიმ საქართველოს ერთი მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის დახმარების შესახებ აცნო, რომლითც ქვეყანა შეძლებს„იმ სამუშაოების ჩატარებას რაც დაეხმარება მათ სუვერენულ ტერიტორიაზე შემოჭრის შედეგად მიყენებული ზიანის აღმოფხვრაში“. ის ასევე აცხადებს, რომ მოსკოვის საქციელი სერიოზულ ჩრდილს აყენებს არა მარტო რუსეთის მისწრაფებებს, არამედ ეჭვქვეშ აყენებს მის, როგორც საერთაშორისო პარტნიორის სანდოობას“.

სექტემბრის ბოლოს რუსეთი აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ხელს აწერს ხელშეკრულებას სამხედრო ბაზების შენარჩუნების თაობაზე. რუსეთი ორივე რეგიონში 3 800 სამხედროს დატოვებას აპირებს.

2008 წლის ოქტომბერი

სარკოზი-მედვედევის ექვსპუნქტიანი შეთანხმების თანახმად ჟენევის მოლაპარაკებების პროცესი იკრებს ძალას. 2013 წლის ივნისისთვის  ჩატარებულია მოლაპარაკებების 24 რაუნდი, თუმცა საგრძნობი პროგრესი არ შეინიშნება. ადგილზე (მხოლოდ სამხრეთ ოსეთში) ევროპის მონიტორინგის მისია ახორციელებს ინიციატივას, რომელიც ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის სახელითაა ცნობილი.

2008 წლის ნოემბერი

მიხეილ სააკაშვილი და პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი რუსეთს ადანაშაულებენ მათი კორტეჟის მისამართით ცეცხლის გახსნაში. რუსი სამშვიდობოები ბრალდებას უარყოფენ. სააკაშვილის განცხადებით ეს ინციდენტი ადასტურებს იმას, რომ რუსეთი ევროკავშირის შუამავლობით დადებულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას არღვევს.

 

Frontline Updates
Support local journalists