Institute for War and Peace Reporting | Giving Voice, Driving Change

ქალები სამშვიდობო ინიციატივებში უპირატესობის მოპოვებას ცდილობენ

მთავარი მოვლენების მიღმა - 2
By Heather Yundt, IWPR Georgia

 

 

 

    

 

 

 

 

    

 

2008 წლის შემდეგ ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატით მიმდინარე შეხვედრებზე, საქართველოსა და რუსეთის ოფიციალურ პირებს შორის არც ისე ბევრი ქალი დელეგატია წარმოდგენილი.

2011 წელს საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა „ეროვნული სამოქმედო გეგმა“, რომლის ერთ-ერთი მიზანი მშვიდობის მშენებლობის საქმეში ქალთა ჩართულობის გაზრდა იყო. მას შემდეგ ჟენევის მოლაპარაკებებს ქალებიც ესწრებიან, თუმცა ჯერ კიდევ მცირე რაოდენობით. 

განსხვავებული სიტუაციაა არაოფიციალურ დონეზე. ქალთა ორგანიზაციები საქართველოდან, სამხრეთ ოსეთიდან და აფხაზეთიდან თითქმის ოცი წელია აქტიურად თანმშრომლობენ ერთმანეთთან. 

ქეთევან ციხელაშვილი, როგორც სახელმწიფო მინისტრის მოადგილე შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში ოფიციალურ მოლაპარაკებებში მონაწილეობას ღებულობს. მისი თქმით, ხელისუფლება მიესალმება და აღიარებს „სახალხო დიპლომატიასაც“. 

არსებობენ გარკვეული ჯგუფები, რომლებიც განსაკუთრებით გახსნილები არიან ორმხრივი ურთიერთობებისათვის, ესენი არიან სხვადასხვა პროფესიების წარმომადგენლები, შერეული ოჯახების წევრები და შვილმკვდარი დედები. „იმიტომ, რომ მათ ყველაზე მძიმე გზა გამოირეს და ყველაზე კარგად იციან შერიგებისა და მშვიდობის ფასი“, - ამბობს ის იმ ქალების შესახებ, რომლებმაც ომში შვილები დაკარგეს.  

ციხელაშვილის აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანია საერთო ინტერესების პოვნა და მეორე მხარის საჭიროებების განსაზღვრა კონფლიქტის მოგვარების პოლიტიკური საკითხების გვერდის ავლით. 

„ჩვენ მავთულხლართებისა და სატანკო თხრილების გავლით უნდა გავაგრძელოთ მუშაობა სახალხო დიპლომატიის მიმართულებით“, - ამბობს ის.

რადიო გადაცემა მომზადებულია IWPR საქართველოს ოფისის მიერ. გადაცემის პროდიუსერია ჰეთერ იანდთი. 

რადიო გადაცემა მომზადებულია „ურთიერთობების აგება და უნარების განვითარება სამხრეთ კავკასიაში“ პროგრამის ფარგლებში, რომელსაც ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. IWPR პასუხისმგებელია პროგრამის შინაარსზე და ის არ გამოხატავს დონორი ორგანიზაციის შეხედულებებს. 

As coronavirus sweeps the globe, IWPR’s network of local reporters, activists and analysts are examining the economic, social and political impact of this era-defining pandemic.

VIEW FOCUS PAGE >