მშვიდობის ჟურნალისტიკაში 2015 წლის სპეციალური პრიზის მფლობელი გამოვლინდა

2016 წლის 20 იანვარს ევროკავშირის პრიზის ჟურნალისტიკაში გამარჯვებულები დააჯილდოვეს.

მშვიდობის ჟურნალისტიკაში 2015 წლის სპეციალური პრიზის მფლობელი გამოვლინდა

2016 წლის 20 იანვარს ევროკავშირის პრიზის ჟურნალისტიკაში გამარჯვებულები დააჯილდოვეს.

Friday, 12 February, 2016

ევროკავშირის პრიზი ჟურინალისტიკაში, რომელსაც საფუძველი 2012 წელს ევროკავშირის წარმომადგენლობამ ჩაუყარა,  პირველი ასეთი ინიციატივაა საქართველოში, რომლის მიზანია ქართულ მედიაში ისეთი ჟურნალისტური ნაშრომების აღიარება, რომელიც ხელს უწყობს ევროკავშირის ღირებულებების უკეთ გაგებას, შესრულებულია პროფესიონალურ დონეზე და ჟურნალისტური ეთიკის მაღალი სტანდარტების დაცვით.

უკვე მესამე წელია, რაც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამმშვიდობის ჟურნალისტიკაში სპეციალური პრიზი დააწესა კონფლიქტების ეთიკური, სამართლიანი და მიუკერძოებელი გაშუქებისთვის.

” მშვიდობის ჟურნალისტიკამ, შესაძლებლობის ფარგლებში, ყველა მხარეს, ყველა დონეზე უნდა მისცეს აზრის გამოთქმის შესაძლებლობა – გადაწყვეტილების მიმღები პირებიდან დაწყებული დაზარალებული მოსახლეობით დასრულებული. ჩვენ მშვიდობის ჟურნალისტიკას გაყოფილი მხარეების დამაკავშირებელ აუცილებელ ინსტრუმენტად აღვიქვამთ, რომელიც ხელს უწყობს ურთიერთგაგებას და საბოლოოდ კონფლიქტის მოგვარებისკენაა მიმართული”, განუცხადა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ ერიკ ჰოგმა ცერემონიაზე დამსწრე საზოგადოებას.

2015 წლის სპეციალური პრიზის მშვიდობის ჟურნალისტიკაში გამარჯვებული ნინო ჩიფჩიურია სტატიით “ექიმები კონფლიქტის რეგიონში ჯანმრთელობის ხიდებს აშენებენ”, რომელიც ონლაინ გამოცემაში „ქალები ერთიანდებიან მშვიდობისათვის – ცვლილებათა ერთი ხმა“  გამოქვეყნდა.

” ეს ჯილდო ჩემთვის ბევრს ნიშნავს და მიბიძგებს კიდევ უფრო დიდი მონდომებით გავაგრძელო საქმიანობა“ – განაცხადა ნინო ჩიფჩიურმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოადგილის მილოცვაზე პასუხად. მან ასევე დასძინა, რომ ეს ჯილდო სასიამოვნო სიურპრიზია, რომელიც მეტად მოულოდნელი იყო.

ქ-ნ ჩიფჩიური ერთი თვით გაემგზავრება ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის (IWPR) სათავო ოფისში, ლონდონში, სადაც მას შესაძლებლობა ექნება გაეცნოს სიახლეებს ჟურნალისტიკაში, კონფლიქტების კვლევების სფეროში და ასვე გააფართოოს პროფესიოული კავშირების ქსელი.

Georgia
Frontline Updates
Support local journalists