აზერბაიჯანი: არჩევნების წინ ოპოზიციას მიზანში იღებენ

პარტიის აქტივისტები და მათი ნათესავები აცხადებენ, რომ მათ ყოველდღიურად ემუქრებიან და ავიწროებენ.

აზერბაიჯანი: არჩევნების წინ ოპოზიციას მიზანში იღებენ

პარტიის აქტივისტები და მათი ნათესავები აცხადებენ, რომ მათ ყოველდღიურად ემუქრებიან და ავიწროებენ.

Turkel Karimli (centre, with raised arm), arrested with two others following an Azerbaijani opposition rally. (Photo: Aytan Farhadova)
Turkel Karimli (centre, with raised arm), arrested with two others following an Azerbaijani opposition rally. (Photo: Aytan Farhadova)

იმ დროს, როცა ქვეყანა 9 ოქტომბერს დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება, ოპოზიციონერ აქტივისტებს, მათი განცხადებით, სისტემატიურად თავს ესხმიან, აკავებენ და ავიწროვებენ. (ასევევ იხილეთ:მდგომარეობა მწვავდება – აზერბაიჯანში საარჩევნო მარათონი დაიწყო).

ერთ-ერთ ბოლო ინციდენტს ადგილი ჰქონდა ოპოზიციური პარტიების „მუსავათის“ და „სახალხო ფრონტის“ მიერ ორგანიზებულ დემონსტრაციაზე, რომელიც 22 სექტემბერს ერთიანი საპრეზიდენტი კანდიდატის, ჯამილ ჰასანლის მხარდასაჭერად გაიმართა.

მიტინგის შემდეგ, რომელსაც დაახლოებით 10 000 ადამიანი ესწრებოდა, დააკავეს „სახალხო ფრონტის“ ლიდერის ალი ქარიმლის შვილი, თურქელ ქარიმლი და კიდევ ორი დემონსტანტი. მათ ბრალი დასდეს პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევაში და სხვა კანდიდატების საარჩევნო პლაკატების დაზიანებაში, რისთვისაც 30 დღიანი პატიმრობა მიესაჯათ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით პოლიციისთვის დაპატიმრებულთა ვინაობა დაკავებამდე უცნობი იყო, თურქენ ქარიმლისთან ერთად დაკავებულნი არიან მისი ნათესავი ჯაშგუნ საჰალზადე და მისი მეგობარი ულვი ნურიევი.

ამისდა მიუხედავად ალი ქარიმლი აცხადებს, რომ ეს არის დაშინების გზით ოპოზიციის გაჩუმების მორიგი მცდელობა.

„მთელი წლის განმავლობაში ჩემს ოჯახს გამუდმებით ემუქრებოდნენ“,- აცხადებს ალი ქარიმლი. „უცნობები რეკავდნენ სახლში და ჩემი ოჯახის წევრებს ემუქრებოდნენ. ჩემებს ვაფრთხილებდი მარტო არ ევლოთ და სულ ყოფილიყვნენ მეგობრების გარემოცვაში, პროვოკაციის შემთხვევაში მოწმეები რომ ჰყოლოდათ“.

მიტინგის მეორე დღეს, მამაკაცთა ჯგუფი თავს დაესხა და დანით დაჭრა ჯამილ ჰასანლის წარმომადგენლის ოქტაი გულალიევის 16 წლის შვილი ალი გულალიევი. დასისხლიანებული ახალგაზრდა ქუჩაში გამვლელებმა შენიშნეს და სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს სადაც მას ოპერაცია ჩაუტარდა.

ოქტაი გულალიევი ასოციაცია „კურას“ დამფუძნებელია, რომელიც დახმარებას უწევს სტიქიით დაზარალებულ ადამიანებს. ის ამჟამად შინაპატიმრობაში იმყოფება, რადგანაც მას ბრალი ედება საპროტესტო აქციის ორგანიზებაში, რომელშიც წყალდიდობის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა მონაწილეობდა. ისინი კომპენსაციისთვის გამოყოფილი თანხების არასწორ ხარჯვას აპროტესტებდნენ.

მისი განცხადებით, ის იმედოვნებს, რომ პოლიცია შეძლებს მისი შვილის თავდამსხმებლების პოვნას.

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ორჰან მანსურზადე აცხადებს, რომ ალი გულალიევზე თავდასხმა არ უკავშირდება მამამისის საქმიანობას. მისი თქმით, ახალგაზდრას კამათი მოუვიდა თავის თანაკლასელთან, რომლის მეგობრებიც შემდეგ მას დაესხნენ თავს.

პრეზიდენტ ილჰამ ალიევის პარტიის „იენი აზერბაიჯანის“ თავმჯდომარის მოადგილე მუბარიზ გურბანლის გაცხადებით არც ერთ ინციდენტი არანაირად არ უკავშირდება პოლიტიკურ საქმიანობას და შეცდომაა მათ შორის კავშირის ძიება.

„შინაგან საქმეთა სამინისტომ გაავრცელა ოფიციალური განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ თურქელ ქარიმლიმ და მისმა ორმა მეგობარმა, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, ჩამოგლიჯეს კანდიდატების პლაკატები და არ დაემორჩილენ პოლიციის ბრძანებას, რის გამოც ისინი დააპატიმრეს“, – განაცხადა მან სააგენტო Trend news -თან საუბრისას. „ალი გულალიევმა კი თანაკლასელებთან იჩხუბა და დაიჭრა. გამოძიება გრძელდება და დამნაშავე დაისჯება. რა საჭიროა ამ ინციდენტების მათი მამების საქმიანობასთან დაკავშირება?“

„არჩევნების მონიტორინგისა და დემოკრატიის კვლევის ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორი ბაშირ სულეიმანლი კი თვლის, რომ ოფიციალური პირების უარის მიუხედავად ეს ორი შემთხვევა უფრო დიდი მასშტაბის მოვლენების ნაწილია.

„რა თქმა უნდა, ალი ქერიმლის შვილის დაკავება და ოქტაი გულალიევის შვილის დაჭრა არ არის უბრალოდ დამთხვევა“, – ამბობს სულეიმანლი. „ეს არის პოლიტიკური რეპრესია, რომლიც არჩევნებმდე ხალხის დააშინებას ისახავს მიზნად“.

ორივე ინციდენტი წინასაარჩევნო დებატების სატელევიზიო ეთერში გასვლიდან რამდენიმე დღეში მოხდა. გადაცემის მსვლელობისას სამთავრობო კანდიდატმა ჰაფიზ ჰაჯიევმა ოპოზიციონერ კანდიდატს ჰასანლის წყლის ბოთლი ესროლა.

19 სექტემბერს გამართულ სატელევიზიო დებატებზე ჰაჯიევმა განაცხადა, რომ ჰასანლის შვილები ლონდონის ბარებში ატარებდნენ დროს. ჰასანლიმ კი, თავის მხრივ პრეზიდენტ ალიევის წინააღმდეგ, რომელიც ამ დროს დებატებში არ იღებდა მონაწილეობას, კორუფციული ბრალდებების მთელი ჩამონათვალი წარმოადგინა.

ჰაჯიევმა ოპონენტს რამდენჯერმა შეაწყვეტია საუბარი, მერე კი ბოთლი ესროლა, რის გამოც ის დაცვამ სტუდიიდან გაიყვანა.

ჰასანლიმ საუბრის დასასრულებლად დამატებითი დრო ითხოვა, თუმცა დებატების მოდერატორისაგან მან უარი მიიღო და ისიც იძულებული გახდა დაეტოვებინა სტუდია.

მომდევნო დღის რეპორტაჟებში აზერბაიჯანის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, რომელიც ამავე დროს ამ დებატების ორგანიზატორიც იყო, ჰასანლი სხვა კანდიდატების შეურაცხყოფასა და საარჩევნო კანონის დარღვევაში დაადანაშაულა, თუმცა არ გამოუთქვამს საყვედური ჰაჯიევის მისამართით.

აითან ფარადოვია გაზეთ Bizim Yol („ჩვენი გზა“) რეპორტიორია აზერბაიჯანში.

 

Azerbaijan
Elections
Frontline Updates
Support local journalists