სომხეთი-აზერბაიჯანი: რიტორიკის მიღმა
ვირტუალური დისკუსიის მეშვეობით შეკრებილმა ექსპერტებმა განიხილეს ჩიხში შესული მოლაპარაკებები და გამოსავლის ძიების გზები.
სომხეთი-აზერბაიჯანი: რიტორიკის მიღმა
ვირტუალური დისკუსიის მეშვეობით შეკრებილმა ექსპერტებმა განიხილეს ჩიხში შესული მოლაპარაკებები და გამოსავლის ძიების გზები.
IWPR ერევნისა და ბაქოს ოფისების ხელშეწყობით გაიმართა ღია სომხურ-აზერბაიჯანული დებატები. ერთობლივი დისკუსიის თემას წარმოადგენდა იმ საკითხების განხილვა, რომელიც ორ სახელმწიფოს შორის არსებული მტრული რიტორიკის მიღმა არსებობს.
ბაქოს მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობდა გაზეთ „ზერკალოს” და „რეალის“ („რესპუბლიკური ალტერნატივა“) წამომადგენელი ნიჯათ მელიკოვი, ხოლო სომხეთის მხიდან – ანალიტიკოსი და „გლობალიზაციისა და რეგიონალური თანამშრომლობის ცენტრის“ ხელმძღვანელი სტეფან გრიგორიანი.
შეხვედრის მოდერატორი იყო ჟურნალისტი არშალუის მგდესიანი.
გრიგორიანმა და მელიკოვმა დასაწყისში მიმოიხილეს მთიანი ყარაბაღის ირგვლივ მიმდინარე მოლაპარაკებების ჩიხში შესული პროცესი. კონფლიქტი 1994 წელს ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებით დასრულდა, თუმცა მხარეებს შორის საბოლოო შეთანხმების მიღწევა დღემდე ვერ მოხერხდა. ხანგრძლივი მოლაპარაკებების პროცესი ეუთოს მინსკის ჯგუფის შუამდგომლობით და ასევე რუსეთის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და საფრანგეთის თანათავმჯდომარეობით მიმდინარეობს.
დიპლომატიური საკითხების გარდა, მონაწილეებმა სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე გახშირებული სროლების შესახებაც ისაუბრეს. წლების მანძილზე ყარაბაღის საზღვრისპირა ზოლზე სროლებს პერიოდულად ჰქონდა ადგილი, თუმცა ბოლო დროს ინცინდენტებმა იმატა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის სხვა მონაკვეთებზეც.
საუბარი ასევე შეეხო რამილ საფაროვს-აზერბაიჯანელი ჯარისკაცი, რომელმაც უნგრეთში სწავლის დროს ნაჯახით მოკლა თავისი სომეხი თანაკურსელი. აზერბაიჯანში ექსტრადირების შემდეგ მას გმირული დახვედრა მოუწყვეს და უმალვე შეიწყალეს. ამ ინციდენტის გამო აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის არსებული დაძაბული ურთიერთობა კიდევ უფრო გაუარესდა.