საქართველოს ტურისტული ინდუსტრია რეცესიის საფრთხის წინაშეა

ტურისტული ნაკადის კლების მიზეზად 2014 წელს შემოღებული სავიზო რეგულაციები სახელდება.

საქართველოს ტურისტული ინდუსტრია რეცესიის საფრთხის წინაშეა

ტურისტული ნაკადის კლების მიზეზად 2014 წელს შემოღებული სავიზო რეგულაციები სახელდება.

The Gergeti monastery typifies the medieval architecture seen across Georgia. (Photo: IWPR)
The Gergeti monastery typifies the medieval architecture seen across Georgia. (Photo: IWPR)
Mt. Kazbek sits in the centre of the Caucasus range and is Europe's second highest mountain. (Photo: IWPR)
Mt. Kazbek sits in the centre of the Caucasus range and is Europe's second highest mountain. (Photo: IWPR)
The Black Sea resort of Batumi at night. (Photo: IWPR)
The Black Sea resort of Batumi at night. (Photo: IWPR)

საქართველოში ჩამომსვლელი უცხოელი ტურისტების რიცხვმა ბოლო ათი წლის განმავლობაში პირველად იკლო, რასაც ექსპერტები სავიზო რეჟიმის გამკაცრებას უკავშირებენ.

წინა ხელისუფლება ტურისტული ინდუსტრიის განვითარებისა და ხელშეწყობისთვის დიდ ძალისხმევას ხარჯავდა. უცხოელი ტურისტების რაოდენობა 2005 წელს სულ რაღაც ნახევარი მილიონიდან 2014 წელს 5,5 მილიონამდე გაიზარდა. გაზრდილი შემოსავლების გარდა, ტურისტულ ადგილებში გაუმჯობესდა ინფრასტრუქტურა და ადგილობრივ ბიზნესებსაც განვითარების სტიმული მიეცათ.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, წელს 1.4 მილიონი ვიზიტორი დაფიქსირდა, რაც გასულ წელთან შედარებით ორი პროცენტით ნაკლებია. მიუხედავად იმისა, რომ კლების მაჩვენებელი მცირეა და ზაფხულის სეზონიც ჯერ კიდევ წინაა, ეს არის პირველი შემთხვევა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, როდესაც მაჩვენებელმა იკლო.

ტურიზმის დეპარტამენტი და ფინანსთა სამინისტრო კლების ტენდენციას ეკონომიკურ პრობლემებს უკავშირებენ, რაც რეგიონში ყველა ქვეყანას შეექმნა. მათი თქმით, სახელმწიფო ინვესტიციები ტურიზმის სფეროში გაზრდილია და უფრო მეტიც, იგეგმება ახალი ბაზრების განვითარება.

თუმცა, ტურისტული ინდუსტრიის წარმომადგენლები შექმნილი ვითარების გამო ახლანდელი მთავრობის პოლიტიკას ადანაშაულებენ, კერძოდ, სავიზო რეჟიმის გამკაცრებას და ახალი ტურისტული პროექტების ნაკლებობას.

ექსპერტი ტურიზმის საკითხებში და კომპანია „გუდაური ჰელი-სკის“ ხელმძღვანელი ვახტანგ ასათაშვილი მიიჩნევს, რომ მთავრობის პოლიტიკა უნდა შეიცვალოს.

ყველაზე დიდი ზიანი, მისი თქმით, ტურიზმის სფეროს სავიზო რეგულაციების შემოღებით მიადგა. მხოლოდ გასულ წელს, საქართველომ უვიზო მიმოსვლის შეთანხმება გააუქმა 24 ქვეყანასთან.

ყოველწიურად ყველაზე ბევრი უცხოელი სტუმარი საქართველოში მეზობელი ქვეყნებიდან – სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან, რუსეთიდან და უკრაინიდან შემოდის. ევროკავშირის ქვეყნებიდან შემომსვლელთა რიცხვი ჯერ კიდევ მზარდია. ყველა ზემოჩამოთვლილი ქვეყნების მოქალაქეებს ქვეყანაში შემოსვლა და დარჩენა მაქსიმუმ 90 დღის განმავლობაში შეუძლია.

„ვიზების გაცემის მანამდე მოქმედი ლიბერალური სისტემა შეზღუდვებს მხოლოდ იმ შემთხვევაში მიმართავდა, თუ საქმე ეროვნულ უსაფრთხოებას ეხებოდა,“ – ამბობს ასათაშვილი. „ახალი რეგულაციები, რომლებიც 2014 წლის 1 სექტემბრიდან მოქმედებს სრულიად უსარგებლო და გაუაზრებელია. დამატებითი ბიუროკრატიული პროცედურების შემოღებამ ფაქტობრივად მოგვწყვიტა აზიურ ბაზარს. ჩვენს უცხოელ პარტნიორებს ჩვენთან მუშაობის სურვილი აღარ აქვთ.“

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელის მაია სიდამონიძის განცხადებით, „ტურიზმი ძალიან მგრძნობიარე სფეროა და ამიტომ არასტაბილური პოლიტიკური და ეკონომიკური გარემო საქართველოსნაირ ქვეყნებზე ყოველთვის მოახდენს გავლენას.“

სიდამონიძის თქმით, ის რომ ტურიზმის სააგენტოს ხელმძღვანელი ყოფილიყო აუცილებლად შეეწინააღმდეგებოდა ვიზების პოლიტიკის გამკაცრებას და ყურადღებას გაამახვილებდა ახალი ბაზრების გახსნაზე, როგორიცაა ახლო აღმოსავლეთი, ჩინეთი და იაპონია.

„ტურიზმი არის ისეთი სფერო, რომელსაც დიდი რაოდენობით ესაჭიროება რეკლამა და საზოგადოებასთან ურთიერთობები. ნებისმიერი, ვინც ამას ვერ აცნობიერებს, უბრალოდ ვერ ხვდება რა არის ტურიზმი,“ – თქვა მან.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფროსი გიორგი ჩოგოვაძე ადასტურებს, რომ ვიზიტორების რაოდენობის კლება სავიზო რეჟიმის გამკაცრებას მოჰყვა.

„მიუხედავად იმისა, რომ პატარა რიცხვია, მთავრობამ დაიწყო სავიზო რეჟიმის შერბილებაზე მუშაობა. დაინერგა ელექტრონული ვიზების გაცემის სისტემა და ამ ინოვაციით, ფაქტობრივად, დაბალანსდება ის ნეგატიური ეფექტი რაც ვიზების შემოღებას მოჰყვა,“- განაცხადა მან.

ჩოგოვაძის სიტყვებით, ტურიზმში ინვესტიციები ახლა უფრო მეტია ვიდრე წინა ხელისუფლების დროს. 2015 წლის ბიუჯეტი უპრეცედენტო 18 მილიონ ლარს შეადგენს და აქედან რვა მილიონი ლარი დაიხარჯება საზაფხულო მარკეტინგულ კამპანიებზე, ხოლო დანარჩენი ახალი ბაზრების მოძიებასა და „საკონფერენციო ტურიზმის“ განვითარებაზე.

თუმცა, ბევრი ექსპერტის აზრით, ტურისტთა ნაკადის კლების ტენდენცია გაგრძელდება. ასათაშვილი აღნიშნავს, რომ გასულ წლებში ტურიზმის ინდუსტრია უკეთ მუშაობდა, მიუხედავად იმისა, რომ ბიუჯეტი უფრო მცირე იყო.

რაც შეეხება სასტუმროების მფლობელებს, მათი აზრით, მთავრობამ ქვეყნის პოპულარიზაციას უფრო აქტიურად უნდა შეუწყოს ხელი.

რამდენიმე წლის წინ ნათელა ყუფარაძემ და მისმა ქმარმა თავიანთი სახლი თბილისის ძველ უბანში სასტუმროდ გადააკეთეს.

„ხალხი მთავრობას აკრიტიკებდა, რომ ბევრ ფულს ხარჯავენ პიარზე და რეკლამაზეო,“ – თქვა მან. „შეიძლება ზოგ შემთხვევაში ფული უფრო ეფექტურადაც დახარჯულიყო, მაგრამ მთავარია, რომ ტურისტებმა დაიწყეს ჩამოსვლა და ხალხმა ბიზნესების გასაფართოევებლად ბანკებიდან სესხები გამოიტანა.“

„ტურიზმი ისეთი სექტორია, სადაც რეკლამის შესუსტება არ შეიძლება, განსაკუთრებით, როდესაც ბევრი კონკურენტი არსებობს, მათ შორის ჩვენს რეგიონში.“

თამთა თვალავაძე საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სტუდენტია.

 

Georgia
Economy
Frontline Updates
Support local journalists