საგანგაშო მდგომარეობა სომხეთში სამშენებლო ბუმის გამო

ექსპერტებს უსაფრთხოების საკითხები და ადგილობრივი ისტორიის განადგურება აწუხებთ.

საგანგაშო მდგომარეობა სომხეთში სამშენებლო ბუმის გამო

ექსპერტებს უსაფრთხოების საკითხები და ადგილობრივი ისტორიის განადგურება აწუხებთ.

View of Abovyan street from Republic square, Yerevan. (Photo: Hayk Bianjyan)
View of Abovyan street from Republic square, Yerevan. (Photo: Hayk Bianjyan)
The Northern avenue was the first large construction project that started in 2000 in central Yerevan. (Photo: Hayk Bianjyan)
The Northern avenue was the first large construction project that started in 2000 in central Yerevan. (Photo: Hayk Bianjyan)
The new face of an old city with 2,800 years of history. (Photo: Hayk Bianjyan)
The new face of an old city with 2,800 years of history. (Photo: Hayk Bianjyan)
A view of central Yerevan from the rooftop of a building in Zakyan street. Yerevan, October 2012. (Photo: Hayk Bianjyan)
A view of central Yerevan from the rooftop of a building in Zakyan street. Yerevan, October 2012. (Photo: Hayk Bianjyan)
The same view three years later from the same rooftop in Yerevan, March 2016. (Photo: Hayk Bianjyan)
The same view three years later from the same rooftop in Yerevan, March 2016. (Photo: Hayk Bianjyan)
Two new floors added to an existing building in central Yerevan. (Photo: Hayk Bianjyan)
Two new floors added to an existing building in central Yerevan. (Photo: Hayk Bianjyan)
Most of the buildings in this picture of central Yerevan were built during the last decade. (Photo: Hayk Bianjyan)
Most of the buildings in this picture of central Yerevan were built during the last decade. (Photo: Hayk Bianjyan)
New buildings are getting higher and higher. (Photo: Hayk Bianjyan)
New buildings are getting higher and higher. (Photo: Hayk Bianjyan)
Residents of the upper floors of old buildings added new extensions over their apartments. Amiryan Street, Yerevan. (Photo: Hayk Bianjyan)
Residents of the upper floors of old buildings added new extensions over their apartments. Amiryan Street, Yerevan. (Photo: Hayk Bianjyan)
Residents added a new flat with balcony on top of the roof of an old building in Zakyan Street, Yerevan. (Photo: Hayk Bianjyan)
Residents added a new flat with balcony on top of the roof of an old building in Zakyan Street, Yerevan. (Photo: Hayk Bianjyan)

ერევნის მკვიდრი აშოტ კილიკიანი მიგვითითებს რკინაბეტონის ახალაშენებულ შენობაზე, რომელსაც მის ორსართულიან სახლთან ვიწრო გასასველი აშორებს.

„ეჭვიც არ მეპარება, რომ რამდენიმე წელიწადში მთელი ტერიტორია ასეთი ოთხკუთხედი, ცივი ყუთებით აივსება,“ – გვითხრა 83 წლის მოხუცმა.

კილიკიანის სახლი მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში აშენდა და ერთ-ერთი უძველესი შენობაა ერევნის ცენტრში.

საბჭოთა პერიოდის წარწერა – „დაცულია სახელმწიფოს მიერ,“ ჯერ კიდევ შემორჩენილია სახლის კედელზე, სადაც კილიკიანი მრავალი წელია ცხოვრობს თავის ოჯახთან ერთად.

თუმცა დღევანდელ სახელმწიფოს ამ სახლის დაცვა აღარ აინტერესებს. მთავრობამ მისი დემონტაჟის ნებართვა გასცა და ტერიტორია სამშენებლო კომპანიას მიჰყიდა.

„ბოლშევიკები თვლიდნენ, რომ ამ სახლს ისტორიული ღირებულება ჰქონდა და 70 წლის განმავლობაში მისთვის ხელი არ უხლიათ,“ – ამბობს კილიკიანი. „თუმცა, დამოუკიდებელი სომხეთის ამჟამინდელი ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ეს სახლი და მსგავსი სახლები სამეზობლოში აღარ წარმოადგენენ ისტორიულ ღირებულებას.“

ბოლო წლებში, ერევნის ცენტრში ფართომასშტაბიანი სამშენებლო პროექტები ხორციელდება.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიხედვით, 2005-2006 წლებში დედაქალაქში 2.6 მილიონი კვადრატული მეტრის საცხოვრებელი ფართი აშენდა, თითქმის ექვსჯერ უფრო მეტი, ვიდრე დამოუკიდებლობის შემდეგ, 1991-2004 წლებში.

ურბანული განვითარება  მიმზიდველი ალტერნატიული შემოსავლის წყარო გახდა ქვეყნისთვის, რომლის ეკონომიკაც ძირითადად  სამთო მრეწველობას, სოფლის მეურნეობას და ვაჭრობას ეფუძნება.

ერევნის ცენტრში ახალაშენებულ ბინებს განსაკუთრებით აქტიურად ყიდულობს საზოგადოების შეძლებული ფენა და სომხური დიასპორის წარმომადგენლები.

მოსახლეობა უკმაყოფილებას გამოხატავს, როგორც ადგილობრივი კულტურის უპატივცემულობის, ასევე სეისმომდგრადობის თვალსაზრისით არსებული საფრთხეების გამო.

სომხეთი სეისმურად აქტიური ქვეყანაა და ექსპერტების აზრით, ახალაშენებული შენობების აშენება-ჩაბარება არ ხორციელდება უსაფრთხოების მოთხოვნების შესაბამისად.

სომხეთის სეისმური დაცვის ეროვნული სამსახურის მიხედვით, 5.5 მაგნიტუდის ან უფრო მეტი სიმძლავრის მიწისძვრები ყოველ 30-40 წელიწადში მეორდება. ბოლოს, ასეთი მიწისძვრა მოხდა 28 წლის წინ, 1988 წლის დეკემბერში, ქალაქ სპიტაკში, ერევნიდან 100 კილომეტრის დაშორებით. 

6,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრამ 25 000 ადამიანი იმსხვერპლა და 500 000 ადამიანი უსახლკაროდ დატოვა.

ექსპერტების მტკიცებით, მსხვერპლი გაცილებით ნაკლები იქნებოდა საბჭოთა პერიოდის შენობებს სეისმური სტანდარტები რომ დაეკმაყოფილებინა და მცხოვრებლებს თავიანთ ბინებში თვითნებური რეკონსტრუქციები რომ არ ჩაეტარებინათ.

სპიტაკისგან ფაქტობრივად არაფრით განსხვავდება ერევნის საცხოვრებელი კორპუსებიც, რომელთა უმეტესობა სწორედ საბჭოთა პერიოდშია აშენებული.

საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს მიხედვით, დედაქალაქში 3 500 მრავალსართულიანი შენობის 80% არ აკმაყოფილებს უსაფრთხოების მოთხოვნებს.

„სეისმოუსაფრთხოების მოთხოვნები 1988 წლის სპიტაკის მიწისძვრის შემდეგ გამკაცრდა,“ – განმარტა არქიტექტურული კომპანიის, არმპროექტის ინსტიტუტის  დირექტორმა გრიგორ აზიზიანმა.

თუ ადრე, შენობები გათვლილი იყო 7,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრისთვის,  MSK-64 სკალის შესაბამისად. ახალი სტანდარტით, ახალაშენებული შენობები 9,0 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგებს უნდა უძლებდეს.

ახალი მრავალსართულიანი შენობები, ე.წ. „ელიტური სახლები,“ ძველ უბნებში ერთი ან ორსართულიანი სახლების ადგილას შენდება. ზოგჯერ, ახალ კორპუსებს საბჭოთადროინდელ კორპუსებს შორის არსებულ თავისუფალ სივრცეშიც აშენებენ.

აზიზიანის თქმით, ახალი და ძველი შენობების ასე მჭიდროდ განლაგება მიწისძვრის შემთხვევაში იქ მცხოვრებ მოსახლოებას სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის.

პრობლემას წარმოადგენს მოსახლეობის მიერ საცხოვრებელი ბინების თვითნებური გადაკეთებაც. დედაქალაქის მკვიდრები სახლებში მაქსიმალური კომფორტის მისაღწევად, თავს უფლებას აძლევენ თავიანთი შეხედულებისამებრ გადააკეთონ საცხოვრებელი სახლები – სვამენ და იღებენ კარ-ფანჯრებს საყრდენი კედლების ფაქტორის გათვალისწინების გარეშე, კორპუსებს ადგამენ დამატებით სართულებს.    

სომხეთის არქიტექტორთა კავშირის თავმჯდომარე, მკრტიჩ მინასიანი თვლის, რომ მშენებლობები არა მარტო ამახინჯებენ ქალაქს, არამედ ასუსტებენ შენობების სეისმომდგრადობას.

მინასიანი დასძენს, რომ ხელისუფლება არ უზრუნველყოფს „ახალი შენობების შემოწმებას სეისმურ მდგრადობაზე, როდესაც სამოცდაათი და ოთხმოცი წლის შენობაზე ორი ან ზოგჯერ სამი სართულის დაშენების ნებართვას გასცემს.“

მის წუხილს იზიარებს ერევნის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრი ანაჰიტ ბახშიანიც.

„მე რამდენჯერმე მოვითხოვე განმარტება ქალაქის ხელისუფლების შესაბამისი მოხელეებისგან იმის თაობაზე, თუ რატომ გასცდემდნენ ერთი, ორი ან ზოგჯერ სამი სართულის დაშენების ნებართვას იმ შენობებზე, რომლებიც საბჭოთა პერიოდში იყო აშენებული,“ – განაცხადა მან ჩვენთან საუბრისას.

„მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების მტკიცებით, ეს შენობები სეისმურად მდგრადია და ახალი სართულების დაშენება არ უქმნის საფრთხეს კორპუსების სიმყარეს, მე მაინც სკეპტიკურად ვარ განწყობილი,“ – დასძინა მან. „ჩემი აზრით, არსებობს ჩამონგრევასთან ასოციირებული რისკები .“

ურბანული განვითარების მინისტრი ნარეკ სარგსიანი აცხადებს, რომ მისთვის გასაგებია ეს შიში.

„ზოგადად, სეისმურ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემა არსებობს, რადგან შენობებმა წლების განმავლობაში ცვეთა განიცადა და რეკომენდებულია მჭიდრო მშენებლობების შეზღუდვა,“ – განაცხადა მან ჩვენთან საუბრისას.

თუმცა, მისივე სიტყვებით, საბჭოთა პერიოდის შენობებზე დამატებითი სართულების დაშენებებთან დაკავშირებით რისკები უმნიშვნელოა.

„თუ ამ მშენებლობებს აწარმოებენ პროფესიონალები, კვალიფიციური ინჟინრების მიერ მომზადებული გეგმების მიხედვით, მაშინ პრობლემები არ უნდა შეიქმნას,“ – განაცხადა მან.

ხელისუფლების წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ მოხდება სეისმურად არამდგრადი შენობების დემონტაჟი მას შემდეგ, რაც მცხოვრებლებს სპეციალურად მათთვის აშენებულ ახალ სახლებში გადაიყვანენ.

თუმცა, პროგრესი ძალიან ნელა შეინიშნება იმის გამო, რომ ამ ინიციატივას ახორცილებს და აფინანსებს სახელმწიფო.

მინასიანის თქმით, ბოლო თხუთმეტი წლის განმავლობაში, ერევნის ცენტრში კლასიკური არქიტექტურის დაახლოებით ორმოცამდე ძეგლი დაანგრიეს. მანვე დასძინა, რომ მათი უმეტესობა ბიზნესინტერესებით იყო მოტივირებული.

„ჩვენ გვაწუხებს, რომ ერევანი ქრება თავისი ისტორიული ძეგლებით. ამ ძეგლებს ანგრევენ და ეს  ჩვენს ქალაქს აღარიბებს,“ – მინასიანი დასძენს.

„ზოგჯერ ისტორიული შენობის მხოლოდ ფასადს ტოვებენ, მაგრამ ეს არ არის გამოსავალი და ვერ ჩაითვლება ძეგლის გადარჩენის გზად. საჭირო იყო ზოგადი კონცეფციის შემუშავება დასაწყისიდანვე, რაც არ გაკეთდა.“

სარგსიანი აცხადებს, რომ ხელისუფლება თანაგრძნობით ეკიდება ასეთ საჩივრებს და აღიარებს, რომ მშენებლობის ტემპით ბევრი ადგილობრივი მცხოვრებია უკმაყოფილო.

შედეგად, 14 მარტს, სომხეთის ეროვნულმა კრებამ განიხილა კანონპროექტი ერევნის ცენტრის ურბანული განვითარების შესახებ.

„ის ადგენს მკაცრ ფორმულას, განსაკუთრებით სიმჭიდროვეზე. ქალაქის ცენტრში, ასეთი კონცენტრირებული მშენებლობები მკაცრად შეიზღუდება.“ – თქვა მან.

 „კანონის მიღების შემდეგ, აიკრძალება დაშენებებიც.“

არმენ კარაპეტიანი

 

Armenia
Life
Frontline Updates
Support local journalists