აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვარზე სროლები გახშირდა

თვითმხილველები აბობენ, რომ ინციდენტების რაოდენობა წინა წლებთან შედარებით გაზრდილია.

აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვარზე სროლები გახშირდა

თვითმხილველები აბობენ, რომ ინციდენტების რაოდენობა წინა წლებთან შედარებით გაზრდილია.

Armenian advance positions on the border with Nakhichevan. (Photo: Razm.info)
Armenian advance positions on the border with Nakhichevan. (Photo: Razm.info)
Garagiz Nagiyeva, an Azerbaijani villager injured by cross-border gunfire. (Photo: Elvin Bayramli)
Garagiz Nagiyeva, an Azerbaijani villager injured by cross-border gunfire. (Photo: Elvin Bayramli)
The daughter of Aram Yesayan, an Armenian soldier killed on the frontier in April 2012, with a photograph of him. (Photo: Nazik Armenakyan)
The daughter of Aram Yesayan, an Armenian soldier killed on the frontier in April 2012, with a photograph of him. (Photo: Nazik Armenakyan)
Armenian defence minister Seyran Ohanyan on a recent visit to troops deployed near Nakhichevan. (Photo: Armenian defence ministry website).
Armenian defence minister Seyran Ohanyan on a recent visit to troops deployed near Nakhichevan. (Photo: Armenian defence ministry website).

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დროს დადებული ზავი უკვე ორი ათწლეულია მოქმედებს, თუმცა ის საკმაოდ მყიფეა და პერიოდულად საზღვირსპირა სროლების გამო ირღვევა. წელს ზავის ძალაში შესვლიდან 20 წელი შესრულდა და ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობა ამბობს, რომ სროლები წინა წლებთან შედარებით უფრო გახშირებულია, რასაც გარდაცვლილთა და დაჭრილთა გაზრდილი რაოდენობაც ადასტურებს.

ზუსტი ინფორმაცია ამ ინციდენტების შესახებ არ არსებობს, განსაკუთრებით ძნელია იმის გაგება, თუ ვინ გაისროლა პირველად, მით უმეტეს მაშინ, როცა არც ერთი მხარე არ იღებს პასუხისმგებლობას. სროლები ხდება, როგორც სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ, ასევე ე.წ. „გამყოფი ხაზის“ მიმდებარედ, რომელიც ფაქტობირივად ფრონტის ხაზად გადაიქცა მას შემდეგ რაც მთიან ყარაბაღში აქტიური საომარი მოქმედებები შეწყდა.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, 20 ივნისს ჩრდილო-დასავლეთით მდებარე თოვუზის რაიონის სოფელ ალიბეილიში სამი მშვიდობიანი მოქალაქე დაიჭრა სომხეთის მხრიდან სამხედროების მიერ გახსნილი ცეცხლის შედეგად.

როგორც თოვუზის საავადმყოფოს ექიმმა კამალადინ აბასოვმა გვითხრა, ხუთი წლის ნურჯან ნაგიევამ „შედარებით მსუბუქი“ დაზიანებები მიიღო, ხოლო მისი ბებია გარაგიზი ტყვიამ ფეხში დაჭრა, 45 წლის ანალით ალიევამ კი მრავლობითი დაზიანებები მიიღო.

72 წლის გარაგიზ აგიევა ამბობს, რომ სომეხი ჯარისკაცები სოფელს რამდენიმე დღის განმავლობაში უშენდნენ ცეცხლს.

„ბავშვები ძალიან შეშინდნენ, სულ ტიროდნენ. დილით გადავწყვიტეთ რომ ბიძასთან წაგვეყვანა ქალაქში. სახლიდან რომ გავედით, სიჩუმე იყო, სომხები არ ისროდნენ, მაგრამ როგორც კი დაგვინახეს, მაშინვე სროლა დაიწყეს. დავინახე, რომ ნურჯანს მთელი ფეხი სისხლში ჰქონდა, მერე მოვიხედე და დავინახე, რომ მეც ფეხიდან სისხლი მდიოდა“, – გვიყვება ის. „ადრე ასე არ იყო, ეს ბოლო თვეებია ყველას ესვრიან, ბავშვებსაც და მოზრდილებსაც განურჩევლად“.

სომხეთის თავდაცვის სამინისტრო აზერბაიჯანის მხრიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად მხოლოდ ინვისში ხუთი ჯარისჯაცის გარდაცვალებას ადასტურებს. მათგან ორი 5 ივნისს ნახიჩევანიდან (სომხეთის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე აზერბაიჯანის ექსკლავი) გახსნილი ცეცხლის შედეგად დაიღუპა. მესამე იმავე მიდამოებში 19 ივნისს დაიღუპა. იმავე დღეს, აზერბაიჯანის მხრიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად დაიღუპა ერთი ყარაბაღელი სამხედრო, კიდევ ერთი ჯარისკაცი მომდევნო დღეს დაიღუპა.

ბაქოში თავდაცვის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაცია „დოქტრინას“ მონაცემებით წელს საზღვრისპირა ინციდენტების შედეგად დაიღუპა ათი აზერბაიჯანელი ჯარისკაცი და კიდევ ათი დაიჭრა, აგრეთვე დაიჭრა შვიდი მშვიდობიანი მოქალაქე. მისივე ინფორმაციით, შარშანდელთან შედარებით ინციდენტების რაოდენობა ორჯერ და სამჯერ გაიზარდა.

„არსებულ ვითარებაში, არ არსებობს კონკრეტული მექანიზმი, რომელიც დაითვლის თუ რამდენჯერ დაირღვა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, მხარეების მიერ გაკეთებული განცხადებები კი აბსოლუტირად სუბიექტურია“, – განაცხადა „დოქტრინას“ დირექტორმა ჯასურ სუმერინლიმ. „თუმცა, ზოგადად, არსებული სტატისტიკური მონაცემები მიუთითებს იმაზე, რომ ფრონტის ხაზზე არსებული სიტუაცია განსხვავდება წინა წლების სურათისგან და ის უკიდურესად დაძაბულია“.

სომხურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სომხურმა შეიარაღებულმა ძალებმა ახალი პოზიციები დაიკავეს, ნახიჩევანის საზღვართან ახლოს. თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერი არცრუნ ჰოვანესიანის განცხადებით, პრობლემებს აზერბაიჯანელები ქმნიან.

„მტერი საზღვარზე ესკალაციას ახდენს არა იმიტომ, რომ ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციის განხორციელებას აპირებს, არამედ იმიტომ, რომ სომხეთზე ზეწოლის მოხდენა უნდა ან ალბათ იმიტომ, რომ აზერბაიჯანის არმიას დამარცხებულის კომპლექსი აქვს“, – განაცხადა მან. „გარწმუნებთ, რომ სომხური შეიაღარებული ძალები იცავენ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას და თავს იკავებენ საპასუხო აგრესიისგან“.

აზერბაიჯანში კი ამ საკითზე განსხვავებული შეხედულება აქვთ. კერძოდ, სუმერინლი აცხადებს, რომ ცეცხლს სომხური მხარე ხსნის და ამას პოლიტიკური მიზეზით აკეთებს, რადგამ უნდა სამშვიდობო მოლაპარაკებების დროს აზერბაიჯანზე ზეწოლა მოახდინოს ან თავისი საშინაო უკმაყოფილება გადაფაროს.

ყარაბაღის თაობაზე სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესი ეუთოს მინსკის ჯგუფის სახელით საფრანგეთის, რუსეთის და აშშ თანათავმჯდომარეობით მიმდინარეობს. მაისში, ზავის დადების 20 წლისთავთან დაკავშირებით, თანათავმჯდომარეებმა სომხეთსა და აზერბაიჯანს შეთანხმების მისაღწევად უფრო მეტი მოქმედებისკენ მოუწოდეს.

„მხარეებმა არ გამოიჩინეს დიდი სურვილი გამოიყენებინათ თანათავმჯდომარე ქვეყნების მიერ შეთავაზებული შესაძლებლობები და ვერ მივიდნენ პოლიტიკურ გადაწყვეტილებამდე, რაც ასე აუცილებელია სამშვიდობო პროცესში პროგრესის მისაღწევად“, – წერია მინსკის ჯგუფის მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში. „საბოლოო გადაწყვეტილების არარსებობის შედეგად მივიღეთ იძულებით გადადგილებული ასობით ათასი ადამიანი, ძალადობის ესკალაციის მუდმივი საფრთხე, როგორც საერთაშორისო საზღვარის ისე გამყოფი ხაზის გასწვრივ და მცდარი წარმოდგენა, რომ სტატუს კვოს შენარჩუნება უსასრულოდ შეიძლება“.

საზღვრისპირა სროლების გახშირებული შემთხვევები აშინებს ანალიტიკოსებს ორივე მხარეს. მათი აზრით, სავსებით შესაძლებელია, რომ სიტუაცია შემთხვევით ან მიზანმიმართულად ფართო მასშტაბის კონფლიქტში გადაიზარდოს.

სომხეთის თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ვაჰან შირხანიანი კი დარწმუნებულია, რომ ეს არ მოხდება.

„დიდი სახელმწიფოები – რუსეთი, ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი – ყველანი არიან კავკასიში წარმოდგენილი; არიან სამხედრო მოკავშირეები და ასევე მეზობლად გვყავს თურქეთი და ირანი. არსებულ ვითარებაში ბაქოს, ერევანს და ყარაბაღს დამოუკიდებლად ომის დასაწყებად არც სამხედრო, არც ეკონომიკური და არც პოლიტიკური რესურსი არა გააჩნია“, – განაცხადა მან. „ვერც იმას ვხედავ, რომ ჩვენს რეგიონში, უკრაინის მსგვასად რომელიმე დიდ სახელმწიფოს უფრო მეტი უპირატესობა გააჩნდეს.“

„ეროვნული და საერთაშორისო კვლევების სომხური ცენტრის“ დირექტორი მანველ სარგსინიანი კი აცხადებს, რომ რუსეთი წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს ძალას, რადგან ის ყველანაირად ცდილობს, რომ სომხეთიც და აზერბაიჯანიც ჯერ საბაჟო კავშირში და მოგვიანებით ევრაზიულ ეკონომიკური კავშირში გააერთიანოს.

სოფელ ალიბეილიში კი ნურჯანის დედა სევინჯ ნაგიევა იმაზე საუბრობს, თუ რის ფასად უჯდებათ ადგილობრივებს ეს მუდმივი დაძაბულობა.

„ის [ნურჯანი] ისე იყო შეშინებული, რომ ორი-სამი საათის განმავლობაში არც წყალი დაულევია და ვერც ლაპარაკობდა. მერე ნელ-ნელ დაიწყო აზრზე მოსვლა“, – გვითხრა ნაგიევამ. „ბავშვი ვიყავი 95-ში მუხლში რომ დამჭრეს, ტკივილს ახლაც ვგრძნობ და სიარულის დროს ვკოჭლობ. კიდევ რამდენ ხანს უნდა ვიცხოვროთ ასეთი შიშის ქვეშ? დაამთავრონ ეს ომი ერთხელ და სამუდამოდ, ნორმალურად ცხოვრება რომ შევძლოთ“.

ვაჰე ჰარუტუნიანი თავისუფალი ჟურნალისტია ერევანში. ლემან მუსტაფაქიზი Lent.az რეპორტიორია აზერბაიჯანში.

 

Frontline Updates
Support local journalists