აზერბაიჯანი ყარაბაღში ჩამსველელებს მკაცრი ზომებით პასუხობს
ყარაბაღში სომხეთიდან ჩასული უცხოელები ამბობენ, რომ მათ აზერბაიჯანში შესვლა აეკრძალათ.
აზერბაიჯანი ყარაბაღში ჩამსველელებს მკაცრი ზომებით პასუხობს
ყარაბაღში სომხეთიდან ჩასული უცხოელები ამბობენ, რომ მათ აზერბაიჯანში შესვლა აეკრძალათ.
აზერბაიჯანში ასობით უცხოელის გვარი შავ სიაში მოახვდა იმის გამო, რომ ისინი მთიან ყარაბაღს სტუმრობდნენ.
სიაში მოხვერდილ 335 ადამიანს, რომელთა შორის არიან ჟურნალისტები, პოლიტიკოსები და ასევე ესპანელი ოპერის მომღერალი მონსერატ კაბალიე, ეკრძალებათ აზერბაიჯანში შესვლა. სოპრანოს ყარაბაღში სტუმრობა ბაქოსა და მადრიდს შორის მცირე დიპლომატიური სკანდალის მიზეზიც კი გახდა.
ყარაბაღს 90-იანი წლების სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის შემდეგ სომხური ადმინისტარაცია მართავს, ამიტომ სომხეთიდან იქ მოხვედრა იოლია. აზერბაიჯანის ხელისუფლება ყარაბაღს თავის სუვერენულ, თუმცა ოკუპირებულ ნაწილად მიიჩნევს და ამიტომ თვლის, რომ იქ მოსახვედრად ქვეყნის სტუმრებმა იგივე სავიზო პროცედურები უნდა გაიარონ, რაც საჭიროა დანარჩენი ქვეყნის ტერიტორიაზე მოსახვედრად.
პერსონა ნონ გრატად გამოცხადებულნი არიან პარლამენტარები ბრიტანეთიდან, კანადიდან, საფრანგეთიდან, რუსეთიდან, არგენტინიდან და ურუგვაიდან, მათ შორის არიან რვა ევროპის პარლამენტის წევრი, ასევე ჟურნალისტები და ფოტოგრაფები.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის ელმან აბდულაევის განცხადებით სიაში მოხვედრილ ადამიანებს ეკრძალებათ აზერბაიჯანში შესვლა, თუმცა მან აქვე დასძინა, რომ აკრძალვა არის არის სამუდამო.
„ნებისმიერ პიროვნებას, რომელიც იმყოფებოდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩვენი ნებართვის გარეშე, შეუძლია მიმართოს შესაბამის სააგენტოებს აზერბაიჯანში სიიდან ამოღების თხოვნით“, – განაცხადა აბდულაევმა. „სიაში მყოფი ადამიანების უმეტესობა ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლისას შეცდომაში შეიყვანეს, სომხებმა მათ ცრუ შთაბეჭდილება შეუქმნეს, თითქოს ისინი იმყოფებოდნენ სომხეთის ტერიტორიაზე“.
აბდულაევის განცხადებით სიაში არ მოხვდნენ ის ადამიანები, რომელთაც ყარაბაღში შესვლისთვის ნებართვის მისაღებად ოფიციალური ბაქოს მიმართეს.
„უმეტეს შემთხვევაში ჩვენი პასუხი იყო დადებითი და შესაბამისად ეს ადამიანები არ მოხვდნენ სიაში“, – ამბობს ის. „მაგალითად, აზერბაიჯანის ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლამდე ჩვენ მოგვმართეს ამერიკელმა ჟურნალისტებმა, რომლებიც საერთაშორისო კრიზის ჯგუფის თანამშრომლები იყვნენ და ასევე სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა“.
ჟურნალისტი და Go Media ჯგუფის ხელმძღვანელი საქართველოში მარგარიტა ახვლედიანი, გაოცებული დარჩა როდესაც აღმოაჩინა, რომ მას აზერბაიჯანში შესვლა აკრძალული ჰქონდა.
„უკვე 20 წელზე მეტია რაც ჟურნალისტად და რედაქტორად ვმუშაობ მთელი კავკასიის მასშტაბით. ყოველთვის ვმოგზაურობ სხვადასხვა რეგიონში, რადგან ჟურნალისტური საქმიანობა მოითხოვს პირადად იყო იქ სადაც საჭიროა, სხვაგვარად გამოგრჩება მნიშვნელოვანი მოვლენა თუ მოსაზრება, განსაკუთრებით კი ეს ეხება მიუწვდომელ ადგილებს“, – თქვა მან.
ახვლედიანი ადასტურებს, რომ ის იმყოფებოდა ყარაბაღში 2011 წლის ივნისში, თუმცა მისი სიაში მოხვედრის კანონიერება საკამათოდ მიაჩნია.
„აზერბაიჯანში ჯერ კიდევ მოქმედებს წესი, რომელიც ითვალისწინებს, რომ ყარაბაღში შესვლისთვის ნებართვა სჭირდება იმათ, ვინც აზერბაიჯანში ვერ მოხვდება უვიზოდ, მაგრამ ქართველებს ვიზა არ სჭირდებათ“, – გვიხსნის ის. „აზერბაიჯანი აპირებს კანონში ცვლილებების შეტანას…და შესაძლოა მას ახალი მოთხოვნები დაემატოს, თუმცა როგორც ჩანს სადამსჯელო ღონისძიებები უფრო ადრე გატარდება, ვიდრე მოხდება საკანონმდებლო ცვლილების განხორციელება“.
ზარინა სანაკოევა ჟურნალისტია სამხრეთ ოსეთიდან. ეს რეგიონიც, ყარაბაღის მსგავსად, თვითაღიარებული რესპუბლიკაა. ყარაბაღში ვიზიტის გამო ზარინა აზერბაიჯანში პერსონა ნონ გრატადაა გამოცხადებული.
„გარდა იმისა, რომ ეს არის ცუდად მოფიქრებული ნაბიჯი და უსამართლო ადამიანური თვალსაზრისით, ასევე ეჭვი მეპარება, რომ ამით მოხერხდეს რაიმე პოლიტიკური სარგებლის მოპოვება“, – ამბობს ის.
აზერბაიჯანის ადამიანის უფლებათა ცენტრის დირექტორი ელდარ ზეინალოვისთვის გასაგებია ის, რომ სახელმწიფოს აქვს უფლება აკძალვა გამოიყენოს იმ პირების მიმართ, რომლებიც ერევიან ყარაბაღის ირგვლივ არსებულ დავაში, მაგრამ მისთვის გაუგებარია ის, თუ რის მიღწევას ცდილობს ხელისუფლება, როცა იქ შესვლას უკრძალავს ჟურნალისტებს, საქველმოქმედო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და ხელოვან ადამიანებს.
ზეინალოვის თქმით, თავად სიას „დაუსრულებელი“ სახე აქვს. ფოტოსურათი ყველა სახელს და გვარს არ ახლავს, ასევე ხშირ შემთხვევაში ცარიელია გრაფა, რომელშიც უნდა ეწეროს, თუ რა მიზეზით ეკრძალება პიროვნებას ქვეყანაში შემოსვლა.
„ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ დოკუმენტი მომზადებული იყო ნაჩქარევად და ძირითადად გამიზნული იყო ქვეყნის შიგნით გამოყენებისათვის“.
ზეინალოვი ასევე აღნიშნავს, რომ სია მხოლოდ აზერბაიჯანულ ენაზეა დაბეჭდილი და მიუხედავად იმისა, რომ ენა ლათინურ ანბანს იყენებს უცხოური სახელები არასწორადაა დაწერილი. მაგალითად, Montserrat Caballé (მონსერატ კაბალიე) სიაში წერია “Monserrat Kaballye”, საფრანგეთის პარლამენტის წევრის სახელი Francois Rochebloine (ფრანსუა როშბლუანი) წერია „Fransua Rosbluan“ და ბრიტანეთის პარლამენტის წევრი ლორდთა პალატიდან Caroline Cox (კეროლაინ კოკსი ) სიაში წერია, როგორც „Baranessa Karolayn Koks“.
როგორც ზეინალოვმა აღნიშნა „ეს ნიშნავს იმას რომ, ადამიანები საძიებო სისტემებში სახელის და გვარის ჩაწერის შემდეგ ვერ იპოვიან თავიანთ თავს პერსონა ნონ გრატად გამოცხადებული ადამიანების სიაში“.
მაჰერამ ზეინალოვი თავისუფალი ჟურნალისტია აზერბაიჯანში.