Institute for War and Peace Reporting | Giving Voice, Driving Change

ჩრდილოეთ კავკასიური მმართველობა

რუსეთმა სამხრეთ საზღვარზე კონტროლის შენარჩუნების სანაცვლოდ ადგილობრივი ავტორიტარი მმართველების მხარდაჭერა არჩია.
By IWPR Caucasus
  • რუსეთის არმიის საგუშაგო დაღესტნის მთებში, 2008 წლის მარტი (ფოტო: სერგეი პიატკოვი/რია ნოვოსტი/ვიკიპედია)
    რუსეთის არმიის საგუშაგო დაღესტნის მთებში, 2008 წლის მარტი (ფოტო: სერგეი პიატკოვი/რია ნოვოსტი/ვიკიპედია)

ჩრდილოეთ კავკასია მედია საშუალებების ყურადღების ცენტში 15 აპრილს ბოსტონში მომხდარი ტერაქტის შემდეგ მოექცა. განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც გაცრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ეჭვმიტანილი თამერლან ცარნაევი გასულ წელს კავკასიაში იმყოფებოდა.

ცარნაევი მკვდარია, მისი უმცროსი ძმა კი 19 აპრილს ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მომხდარი სროლის შედეგად სერიოზულადაა დაჭრილი და პატიმრობაში იმყოფება.

უცნობია რა მოტივები ამოძრავებდათ ძმებ ცარნაევებს, ან იყვნენ თუ არა ისინი რადიკალური ისლამის მიმდევრები ან კიდევ ჩეჩნეთის დამოუკიდებლობის მომხრეები. თუმცა, მათი დაღესტანთან და ჩეჩნეთთან კავშირის გამო, რუსეთის ფედერაციის ეს არასტაბილური რეგიონი ანალიტიკოსებისა და ძალოვანი სტრუქტურების მაღალჩინოსნების განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოექცა.

IWPR -თან ინტერვიუში ვაშინგტონის ჯეიმსთაუნის ფონდის ანალიტიკოსი ჩრდილოეთ კავკასიის საკითხებში ვალერი ძუცევი აცხადებს, რომ რუსეთის შემადგენლობაში მყოფი ეს სამი რესპუბლიკა ჩეჩნეთი, ინგუშეთი და დაღესტანი არაერთხელ გამხდარა არეულობისა და შეიარაღებული დაპირისპირების მსხვერპლი და კვლავაც რჩება ასეთად. მოსკოვი ძალაზე ძალით პასუხობს და სეპარატიზმის გაღვივების შიშით ადგილობრივ ავტორიტარულ ხელისუფლებას უჭრეს მხარს.

უახლესი ისტორიის მანძილზე ჩეჩნეთის მსგავსად დაღესტანშიც ბევრჯერ ჰქონია ადგილი შეიარაღებულ დაპირისპირებას. შეგიძლიათ მოგვიყვეთ იქ ამჟამად არსებული სიტუაციის შესახებ, რადგან უცხოური მედია არც ისე ხშირად აშუქებს იქ მიმდინარე მოვლენებს.

ბოლო წლების მანძილზე დაღესტანი ჩრდილოეთ კავკასიის ყველაზე არასტაბილურ რესპუბლიკად გადაიქცა. ასობით ადამიანი დაზარალდა ან გარდაიცვალა რესპუბლიკაში მიმდინარე კონფლიქტების შედეგად.

მაგალითად, 2012 წლის განმავლობაში 400-ზე მეტი ადამიანია მოკლული და 300-მდე კი დაჭრილი. საყურადღებოა, რომ დაღუპულთა რაოდენობა აღემატება დაჭრილთა რაოდენობას. ეს იმის ნიშანია, რომ კონფლიქტი სასტიკია და ხშირად „გადაბუგული მიწის“ (выжженная земля) ტაქტიკის ხასიათს ღებულობს.

ბოლო წლების მანძილზე სიტუაცია დაღესტანში კიდევ უფრო გაუარესდა და როგორც ჩანს რუსეთმა აღარ იცის რა მოუხერხოს ამ რესპუბლიკას გარდა იმისა, რომ რეგიონში სულ უფრო მეტ სამხედროსა და პოლიციელს აგზავნის.

ჩრდილოეთ კავკასიის სხვა რესპუბლიკებზე რას იტყვით?

ჩეჩნეთსა და ინგუშეთში ბოლო წლების განმავლობაში მდგომარეობა შედარებით მშვიდია, მაგრამ მიუხედავად ამისა 2012 წელს დაღუპულთა რაოდენობით ისინი დიდად არ ჩამორჩებიან დაღესტანს. თოთოეულ რესპუბლიკაში 80-ზე მეტი ადამიანია დაღუპული. თუ გავითვალისწინებთ სხვაობას მოსახლების რაოდენობას, განსაკუთრებით კი დაღესტანსა და [მასზე მცირე] ინგუშეთს შორის, შეგვიძლია ვთქვათ რომ არასტაბილურობის თვალსაზრისით ამ უკანასკნელ რესპუბლიკაში მდგომარეობა გაცილებით უფრო არასახარბიელოა ვიდრე მის მეზობელ დაღესტანში.

2013 წლის გაზაფხულზე, ჩრდილოეთ კავკასიამ კონტრ-ტერორისტული ოპერაციების სრულიად მოულოდნელი ტალღა გადაიტანა. დაღუპულთა ან დაშავებულთა რაოდენობის შესახებ ოფიციალური მონაცემები არ გავრცელებულა, თუმცა სიტუაცია საკმაოდ დაძაბულია. უცნობია რა არის ამ დაძაბულობის მამოძრავებელი ძალა, ხელისუფლება თუ ადგილზე განვითარებული მოვლენები.

რამდენად დიდ გავლენას ახდენს ისლამი ჩრდილო კავკასიურ შეიარაღებულ დაჯგუფებებზე?

რთულია ზუსტად იმის თქმა თუ რა როლს თამაშობს ისლამი შეიარაღებული დაგჯუფებებს შორის. ფაქტია, რომ ისინი თავიანთ განცხადებებში ისლამური ღირებულებებით აპელირებენ, თუმცა სეკულარიზმი ჩრდილო კავკასიის რესპუბლიკებში საკმაოდ მყარადაა ფეხმოკიდებული. კვლევები გვიჩვენებს, რომ ექსტრემიზმს და მათ შორის შარიათის კანონს ძალიან ცოტა თუ ემხრობა. ზოგადად, რეგიონის თავისებურებიდან და კონფლიქტის სიმწვავიდან გამომდინარე ჩრდილოეთ კავკასიაში რეალურად არსებული სიტუაციისა და განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში მიმდინარე პროცესების შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი.

მოსკოვი ჩეჩნეთს პრეზიდენტ კადიროვის რკინის ხელით მართავსმუშაობს თუ არა ეს ტაქტიკა?

ვიტყოდი, რომ გარკვეულ წილად მუშაობს. უსაფრთხოების თვალსაზრისით კადიროვმა მოახერხა ძალადობის დონის საკმაოდ დიდი მაჩვენებლით შემცირება. ბევრი რამის აშენებაც შეძლო.

თუმცა, კადიროვის დროს ნაკლებად მოსალოდნელია კერძო ინვესტიციებისა და ეკონომიკური მაჩვნებლების ზრდა და შესაბამისად, სამუშაო ადგილების მატებაც. კადიროვის წარმატება ზედაპირულია და მეტწილად მოსკოვის მხარდაჭერაზეა დამოკიდებული, რაც დიდძალ ფულად დახმარებაში გამოიხატება.

ახერხებს თუა არა მოსკოვი ეთნიკურად ყველაზე მრავალფეროვანი დაღესტნის ეფექტურად მართვას?

მოსკოვისა და დაღესტნის პოლიტიკური შეხედულებები მკვეთრად განსხავდება ერთმანეთისგან. ეს მეტწილად განაპირობებს კიდეც მათ შორის კონფლიქტისა და უთანხმოების არსებობას. მოსკოვი ცდილობს დეღესტანში რუსული მმართველობის შემცირებული მოდელი ჩანერგოს, მაგრამ ეს არ გამოდის, რადგანაც დაღესტანი ძალიან მრავალფეროვანია ეთნიკურობის თვალსაზრისით. დაღესტნისთვის ბუნებრივად მიუღებელია მკაცრი მმართველობის სტილი, რუსეთში კი პირიქით, სახელმწიფო მართვის ცენტრალიზებული მოდელია მიღებული.

თქვენი აზრით შესაძლებელია თუა რა კავკასიაში სტაბილურობის მიღწევა?

ჩემი აზრით, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შეცდომა რასაც მკვლევარები უშვებენ ჩრდილო კავკასიაში სიტუაციის შეფასებისას არის ის, რომ ისინი რუსეთში არსებული სიტუაციიას არ ითვალისწინებენ. მოვლენების განვითარება ჩრდილოეთ კავკასიაში პირდაპირ კავშირშია რუსეთის მზარდ სწრაფვასთან შექმნას უფრო ავტორიტარული და ნაციონალისტური სახელმწიფო.

ჩრდილო კავკასიაში დილემას წარმოადგენს ის, რომ მოსკოვი სეპარატიზმის შიშით ადგილობრივ ხელისუფლებას ბევრ უფლებებს არ ანიჭებს. თვითმმართველობის არ არსებობის გამო, პოლიტიკური და ეკონომიკური სიტუაცია უფრო და უფრო მძიმდება.

ორი ბოროტების, სეპარატიზმისა და არასტაბილურობის არსებობის პირობებში მოსკოვი შეგნებულად აკეთებს არჩევანს უკანასკნელის სასარგებლოდ იმ იმედით, რომ არასტაბილურობა დროთა განმავლობაში იკლებს.

ამასობაში, იქმნება შთაბეჭდილება რომ ჩრდილო კავკასიაში მოვლენები ახლო აღმოსავლეთის მსგავსად ვითარდება. მოსკოვი მხარს უჭერს ადგილობრივ ხელისუფლებას, რომელიც ავტორიტარულია, მაგრამ მეტნაკლებად სეკულარული, ოპოზიციაში კი სულ უფრო მატულობს ისლამისტური განწყობა.

როგორც ჩანს, ჩრდილოეთ კავკასიაში დაპირისპირება ერთის მხრივ სეკულარულ, მაგრამ რეპრესიულ და მეორეს მხრივ დემოკრატიულ, მაგრამ ორთოდოქს რელიგიურ ძალებს შორის თანდათანობით მატულობს.