Institute for War and Peace Reporting | Giving Voice, Driving Change

აზერბაიჯანელ ჟურნალისტს სომხეთის სასარგებლოდ ჯაშუშობას აბრალებენ

თურქეთიდან დაჩქარებული წესით ექსტრადირებულ რაუფ მირკადიროვს „სახელმწიფო საიდუმლოების“ გამჟღვნება დააბრალეს.
By Idrak Abbasov
  • რაუფ მირკადიროვი (ფოტო მოწოდებულია: RFE/RL)
    რაუფ მირკადიროვი (ფოტო მოწოდებულია: RFE/RL)

ცნობილი აზერბაიჯანელი პოლიტიკური მიმომხილველი რაუფ მირკადიროვი თურქეთიდან ბაქოში იქნა დეპორტირებული, სადაც ის დააკვეს და სომხეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის წაუყენეს ბრალი.

მირაკდიროვი, რომელიც გაზეთ „Ayna Zerkalo“ – სთვის ამზადებდა რეპორტაჟებს, თურქეთში ოჯახთან ერთად 2010 წლიდან ცხოვრობდა.

19 აპრილს მირკადიროვი ავტობუსით გამოემგზავრა საქართველოში, მაგრამ გზაში ის თურქეთის პოლიციამ ავტობუსიდან ჩამოსვა და ბაქოში თვითმფრინავით გამოუშვა.

ბაქოს აეროპორტში მას ეროვნული უშიშროების სამსახურის თანამშრომლები დახვდნენ და ის დააკავეს. სასამართლოს გადაწყვეტილებით მირკადიროვს სამთვიანი წინასწარი პატიმრობა მიესაჯა.

გენერლური პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, მირკადიროვი სომხეთის სპეცსამსახურებთან 2008 წლიდან თანამშრომლობდა.

„სომხებისგან მიღებული მითითებების მიხედვით, ის სისტემატიურად ხვდებოდა მათ სომხეთში, საქართველოში და თურქეთში და გადასცემდა ინფორმაციას ქვეყნის სოციალური, პოლიტიკური და სამხედრო ვითარების შესახებ, ასევე სახელმწიფო საიდუმლო ინფორმაციას, ფოტოსურათებთან და დიაგრამებთან ერთად, აზერბაიჯანის წინააღმდეგ მტრულ საქმიანობაში გამოყენების მიზნით“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

პროკურორების მტკიცებით, მირკადიროვი  ეკონტაქტებოდა სომხური კვლევითი ცენტრის „რეგიონის“ ხელმძღვანლს ლაურა ბაგდასარიანს და მას გადასცემდა საიდუმლო ინფორმაციას, რომელიც გამიზნული იყო აზერბაიჯანის სუვერენიტეტის, ეროვნული უსაფრთხოების, ტერიტორიული მთლიანობის და თავდაცვითი უნარისთვის ზიანის მისაყენებლად.

მირკადიროვი ადვოკატმა, ფუად აგაევმა, 21 აპრილს უშიშროების სამინისტროს წინასწარი დაკავების იზოლატორში მოინახულა. შეხვედრის შემდეგ მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისი კლიენტი წაყენებულ ბრალდებებს აბსურდულს უწოდებდა და გამომძიებლებისთვის ჩვენების მიცემაზე უარს ამბობდა.

აგაევის თქმით, პროკურატურის მიერ ბაგდასარიანის ხსენება, რომლის ორგანიზაციაც აქტიურად უჭერს მხარს საგამოძიებო ჟურნალისტიკის განვითარებას, უკვე თავისთავად ამტკიცებს იმას, რომ ბრალდებები მოგონილია.

მისივე თქმით, სავარაუდოდ, ბრალდების მხარე საფუძვლად იყენებს იმ ფაქტს, რომ აზერბაიჯანელი და სომეხი ჟურნალისტები ხშირად თანამშრომლობდნენ ერთმანეთთან. ეს ურთიერთობა მათ შორის ურთიერთგაგების ჩამოყალიბებას და ამ გზით ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას ემსახურებოდა.

„მას ყველა იცნობს“, – აცხადებს ბაგდასარიანის ადვოკატი. „ადამიანის უფლებადამცველი აქტივისტები და ჟურნალისტები საქართველოდან, აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით სხვადასხვა ერთობლივ პროექტებს ახორციელებენ. ამ პროექტებში ჩართულია ლაურა ბაგდასარიანიც. ბრალდების მიხედვით, რაუფი მას ინფორმაციას გადასცემდა, რაც სრული აბსურდია“.

გაზეთ Ayna-Zerkalo-ს მთავარი რედაქტორი ელჩინ შიხლი ამბობს, რომ მისთვის გაუგებარია ის, თუ რატომ დააპატიმრეს მისი კოლეგა.

„ვერცერთი ჟურნალისტი ვერ აანალიზებს სომხეთის სიტუაციას ან კიდევ მთიანი ყარაბაღის ირგვლივ მიმდინარე მოლაპარაკებებს ისე, როგორც ამას რაუფი აკეთებს“, – ამბობს შიხლი. „მის სტატიაში ის განიხილავს იმ მიზეზებს, რომელთა გამოც ვერ ხერხდება მოლაპარაკებებზე შედეგების მიღწევა და ის ყოველთვის იცავს აზერბაიჯანის პოზიციას.“

რაც შეეხება შპიონაჟის ბრალდებას, შიხლის თქმით, „სახელმწიფო საიდუმლოების  გამჟღავნება მხოლოდ იმას შეუძლია, ვისაც მათზე ხელი მიუწვდება. რაუფი არ იყო სახელმწიფო მოხელე და არც ის, ვისაც საიდუმლოებაზე მიუწვდებოდა ხელი, ასე რომ ეს ყველაფერი სრულიად გაუგებარია ჩემთვის“.

საქმეს უკვე მოჰყვა საერთაშორისო გამოხმაურება.

ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ (RSF) მირკადიროვის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს და ხაზგასმით მიუთითებს თურქეთის ხელისუფლების როლზე ჟურნალისტის ექსტადირების ხელშეწყობის საქმეში.

„მირკადიროვის უკანონო ექსტრადირებით თურქეთის ხელისუფლება აზერბაიჯანის მიერ ამ ჟურნალისტის დევნაში აღმოჩნდა ჩართული“,  – აცხადებს RSF-ის ხელმძღვანელი აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში იოჰან ბირი.  „მირკადიროვის მიმართ წაყენებული მძიმე ბრალდებები სრულიად აბსურდულია და ამით ვერავის მოატყუებენ“.

„ის არის უბრალოდ მსვერპლი იმ კამპანიის, რომელსაც აზერბაიჯნის ხელისუფლება მის მიმართ კრიტიკულად განწყობილი მედიის გასანადგურებლად აწარმოებს. როგორ შეძლებდა ჟურნალისტი სახელმწიფო საიდუმლოს გამჟღავნებას, რომელზეც მას ხელი არ მიუწვდებოდა?“

RSF-ის წუხილს იზიარებენ და გამოეხმაურნენ ევროსაბჭოში, ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტში და აშშ საელჩოში ბაქოში.

აზერბაიჯანის პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ალი ჰუსეინოვი უსაფუძვლოდ მიიჩნევს ბრალდებებს იმის თაობაზე, რომ ხელისუფლება გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავს. ის ასევე აღნიშნვს, რომ „სახალხო დიპლომატია“, რომელშიც ჩართულები არიან არასამთავრობოები, ჟურნალისტები და სხვა პირები არაკანონიერ საქმიანობად ითვლება.

„ზოგიერთი იურისტი და ადამიანის უფლებათა დამცველი აქტივისტი ცდილობს წარმოაჩინოს, რომ თითქოს რაუფ მირკადიროვი, ადამიანი, რომელიც ღალატის ბრალდებით არის დაკავებული, ჩართული იყო „სახალხო დიპლომატიაში“, რაც არასწორია“, – განაცხადა მან საინფორმაციო სააგენტო APA-სთან საუბრისას. „საზოგადოებამ ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაიგოს, რომ ამჟამად არსებული საომარი სიტუაციის პირობებში, სომხეთ-აზერბაიჯანს შორის მიმდინარე ნებისმიერი სახის მოლაპარაკებები მხოლოდ და მხოლოდ ოფიციალურ დონეზე მიმდინარეობს“.

თურქეთის მიერ მირკადიროვის ნაჩქარევი ექსტრადიცია ამ ქვეყანაში მოქმედ სამართლებრივ პროცესებზე ბევრ ეჭვს აჩენს.

ადვოკატის თქმით, მისი კლიენტი 9 აპრილს თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს და აკრედიტაციის შეწყვეტის შესახებ ამცნეს, რის გამოც მას და მის ოჯახს ქვეყანა უნდა დაეტოვებინათ.

ეს მოხდა ბაქოში თურქეთის პრემიერის რეჯეპ ტაიპ ერდოღანის ვიზიტიდან რამდენიმე დღეში. აგაევის თქმით, მისი კლიენტი ფიქრობს, რომ ერდოღანმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა თავიანთ ქვეყნებში არასასურველი პირების სიები გაცვალეს, რომელთა შორის მირკადიროვის გვარიც აღმოჩნდა.

მირკადიროვი თურქეთიდან დეპორტირებული უკვე მეორე ჟურნალისტია. თებერვალში თურქეთის ხელისუფლებამ გაზეთ Today’s Zaman-ის ჟურნალისტი მაჰირ ზეინალოვი გამოაძევა ქვეყნიდან. მას ბრალი ერდოღანისა და მისი მთავრობის შესახებ კრიტიკული სტატიების წერის გამო წაუყენეს.

ზეინალოვი აზერბაიჯანში ვეღარ დაბრუნდა და ამჟამად სხვა ქვეყანაში ცხოვრობს.

მირკადიროვის დაკავების შემდეგ, მისი ცოლი ადელია და უმცროსი ქალიშვილი საქართველოში ჩამოვიდნენ, სადაც აქამდე რჩებიან. მათი 12 წლის უფროსი ქალიშვილი კი ჯერ კიდევ ანკარაშია.

ადელია მირკადიროვას თქმით, მან არ იცის რა მოხდება მომავალში, თუმცა იმედი აქვს, რომ მის მეუღლეს მალე გაათავისუფლებენ, რადგან მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები აშკარად მოგონილია.

იდრაკ აბასოვი თავისუფალი ჟურნალისტია აზერბაიჯანში.

 

As coronavirus sweeps the globe, IWPR’s network of local reporters, activists and analysts are examining the economic, social and political impact of this era-defining pandemic.

The effects are proving particularly acute in countries already under stress - whether ethnic division, economic uncertainty, active conflict or a lethal combination of all three.

Our unparalleled local networks, often operating in extremely challenging conditions, look at how the crisis is affecting governance, civil liberties and freedoms as well as assessing policy responses to tackle the virus.

VIEW FOCUS PAGE >

More IWPR's Global Voices