სომხეთის სასამართლოებს სისტემურ კორუფციაში სდებენ ბრალს

სააპელაციო სასამართლო არ ეთანხმება ომბუდსმენის დასკვნას და ამტკიცებს, რომ ქრთამის აღება დასჯადი ქმედებაა და მისი წახალისება არ ხდება.

სომხეთის სასამართლოებს სისტემურ კორუფციაში სდებენ ბრალს

სააპელაციო სასამართლო არ ეთანხმება ომბუდსმენის დასკვნას და ამტკიცებს, რომ ქრთამის აღება დასჯადი ქმედებაა და მისი წახალისება არ ხდება.

სომხეთის სასამართლოების შესახებ მომზადებულ კრიტიკულ ანგარიშში ქვეყნის ომბუდსმენი ამტკიცებს, რომ სისტემა თავიდან ბოლომდე კურუფციაშია ჩაფლული.

უზენაესი სასამართლოს პრეს სპიკერმა დეკემბერში გამოქვეყნებულ 80 გვერდიან ანგარიშში წარმოდგენილი ყველა ბრალდება უარყო, პროკურატურამ კი ხსენებულ საქმეებთან დაკავშირებით უფრო მეტი დეტალის წარდგენა მოითხოვა.

სახალხო დამცველმა კარენ ანდრეასიანმა თავის ანგარიშში 200-ზე მეტი საქმე დაასახელა, სადაც სასამართლო გადაწყვეტილება ამა თუ იმ მხარის მიერ გადახდილი თანხის ოდენობის მიხედვით იყო მიღებული. ქრთამის ოდენობა კონკრეტულ საქმეებზე არაოფიციალური სქემით განისაზღვრებოდა და მისი მოცულობა 50 000 დოლარსაც აღწევდა.

ომბუდსმენი თავის ანგარიშში ასევე საუბრობს „კრიმინალური სისტემაზე,“ რომელიც სასამართლოს აკონტროლებს და რომლის სათავეშიც სომხეთის უმაღლესი სასამართლო ინსტანცია- საკასაციო სასამართლო დგას. ამ სისტემაში ცალკეულ მოსამართლეებს თავინთი „ზონები“ ან გავლენის სფეროები აქვთ გადანაწილებული.

ანგარიშში მოყვანილია ერთ-ერთი მოსამართლის ანონიმური ჩვენება, რომელშიც ის აცხადებს: „საკასაციო სასამართლოს ერთმა მოსამართლემ მომიტანა ოქმი, რომელშიც ერთ-ერთ კონკრეტულ საქმეზე გადაწყვეტილების ტექსტი იყო დატანილი. მან მომცა მითითება, რომ ეს განაჩენი ისე უნდა წარმომედგინა, როგორც ჩემს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება“.

საკასაციო სასამართლოში ომბუდსემენის მიერ წაყენებულ ბრალდებებს უარყოფენ. სასამართლოს პრეს სპიკერი არსენ ბაბაიანი ანგარიშს „რეალობას მოკლებულს“ უწოდებს.

„რასაკვირველია იმას ვერ ვიტყვით, რომ სისტემა მთლიანად არაკორუმპირებულია. თუმცა მეორეს მხრივ, დარწმუნებით შემიძლია განვაცხადო, რომ სასამართლოს ხელმძღვანელობა ძალიან მკაცრად რეაგირებს ქრთამის აღების ნებისმიერ შემთხვევაზე,“- განაცხადა ბაბაინამა.

თუმცა შეკითხვაზე თუ რამდენი მოსამართლე ცნეს ბრალდებულად ქრთამის აღების გამო ბოლო ათი წლის განმავლობაში, ბაბაიანმა გვიპასუხა, რომ არც ერთი.

მანამ სანამ მოსამართლეები ომბუდსმენის ანგარიშის ხარვეზებზე კამათობენ, მოქმედი იურისტების მტკიცებით დასკვნაში ასახული სურათი სავსებით შეესატყვისება მათ პირად გამოცდილებას.

ადვოკატი ტიგრან ჰაირაპეტიანი, რომელიც სხვადასხვა გახმაურებულ პროცესებზე „მწვანეების“ და სამოქალაქო აქტივისტების ინტერესების დაცვით გახდა ცნობილი, აცხადებს რომ სასამართლოში გამეფებულ კორუფციას ის ყოველ დღე პირისპირ აწყდება.

„როგორ ახსნას მოუძებნით იმ ფაქტს, რომ სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები ორ მსგავს საქმეზე რადიკალურად განსხვავებული იყო ერთმანეთისგან?“ – აცხადებს ის. „მე და ჩემი კოლეგები ‘ადვოკატთა პალატიდან,’ რომლებიც ბოლო თვეების განმავლობაში აქტიურად აპროტესტებდნენ სასამართლო სისტემაში არსებულ ვითარებას და ხელისუფლებას მკაცრი რეაგირებისკენ მოუწოდებდნენ, მთლიანად ვეთანხმებით ომბუდსმენის ანგარიშს“.

კიდევ ერთ ადვოკატი ჰაიკ ალუმიანი აცხადებს, რომ ანგარიშს ისევე როგორც მის ავტორს საკმაო წონა გააჩნია იმისთვის, რომ ხელისუფლება აიძულოს მიიღოს შესაბამისი ზომები.

„ომბუდსმენი არ არის შემთხვევით ადამიანი და თუ ის ამბობს, რომ სასამართლო სისტემა კორუმპირებულია და მოსამართლეები არ არიან დამოუკიდებლები, მაშინ ხელისუფლება ვალდებულია ყველაზე ცოტა გამოძიება მაინც დაიწყოს და ნათელი მოჰფინოს ამ სიტუაციას“, – აცხადებს ალუმიანი. „ომბუდსმენი ანგარიშში დანაშაულებზე საუბრობს, მაგრამ მას არ აქვს გამოძიების დაწყების უფლება. ამის უფლებამოსილება სამართალდამცავ ორგანოებს გააჩნიათ და ამიტომაც მათ უნდა დაიწყონ გამოძიება“.

გენერალურმა პროკურორმა გევორგ კოსტანიანმა წერილობით მიმართა ანდრეასიანს და კონკრეტულ საქმეებზე უფრო დეტალური ინფორმაციის მიწოდება სთხოვა.

„ფაქტების გარეშე, გენერალური პროკურატურა ვერ მოახდენს რეაგირებას თქვენს მიერ ანგარიშში წამოჭრილ პრობლემატურ საკითხებზე, რომლებიც სავარაუდოდ  დანაშაულის შემცველია,“ – ნათქვამია პროკურორის წერილში.

28 წლის ვარდან ამბრაცუმიანი საუბრობს საქმეზე, რომელსაც უკვე იძიებს პოლიცია და რომელიც ეხება მისი მამისა და მამიდის სასამართლო დავას მემკვიდრეობით მიღებული სახლის თაობაზე.

„მამიდაჩემმა სასამართლოში გვიჩივლა იმისთვის, რომ გამხდარიყო სახლის ერთპიროვნული მფლობელი. სასამართლო პროცესში, რომ ჩავერთეთ გვითხრეს, რომ თუ გადაწყვეტილების ჩვენს სასარგებლოდ გამოტანა გვინდოდა ფული უნდა გადაგვეხადა,“- იხსენებს ამბარცუმიანი. „ჩვენთვის ნათელი გახდა, რომ მოსამართლე იმის სასარგებლოდ გამოიტანდა გამამართლებელ განაჩენს, ვინც მეტს გადაიხდიდა“.

სომხეთში ჰელსინკის ასოციაციის თავმჯდომარეს მიკაელ დანელიანს მიაჩნია, რომ აღნიშნული პრობლემის დასაბამი არის არა უბრალო მექრთამეობა, არამედ ის, რომ პოსტ-საბჭოთა სომხეთში ვერ მოხერხდა ჭეშმარიტად დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის ჩამოყალიბება“.

„სინამდვილეში სომხეთში სასამართლოები არ არის დამოუკიდებელი. იგივე სიტუაცია გვაქვს, რაც საბჭოთა დროს იყო. სასამართლოები ხელისუფლებაზე არიან დამოკიდებული“, – „ეს არის სასამართლო სისტემაში არსებული კორუფციის მთავარი მიზეზი, რადგან მოსამართლეები არ ხელმძღვანელობენ კანონით. ისინი იმას აკეთებენ, რასაც ხელისუფლება ეტყვის“.

„რაც შეეხება კორუფციას, რომლითაც მთელი სისტემაა გაჟღენთილი და ზეწოლას რომელსაც მოსამართლეები განიცდიან, ომბუდსმენმა ანგარიშში ის გვითხრა, რაც ისედაც ყველამ იცოდა“.

ვაჰე ჰარუტუნიანი თავისუფალი ჟურნალისტია სომხეთში.

 

Armenia, Azerbaijan
Rule of law
Frontline Updates
Support local journalists