სომხეთის ოპოზიცია ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობაზე უარს აცხადებს
მმართველ პარტიას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში წარმატების მოიპოვება გაუადვილება, ვინაიდან ოპოზიციამ განაცხადა, რომ ისინი არჩევნებში მონაწილეობისაგან თავს შეიკავებენ, რათა უფრო მნიშვნელოვან პროცესებისთვის მოემზადონ.
სომხეთის ოპოზიცია ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობაზე უარს აცხადებს
მმართველ პარტიას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში წარმატების მოიპოვება გაუადვილება, ვინაიდან ოპოზიციამ განაცხადა, რომ ისინი არჩევნებში მონაწილეობისაგან თავს შეიკავებენ, რათა უფრო მნიშვნელოვან პროცესებისთვის მოემზადონ.
სომხეთის მმართველი პარტია ამ თვეში დაგაგმილი ადგილობრივი არჩევნების ადვილად მოგებას გეგმავს, ვინაიდან ოპოზიციურმა პარტიებმა მასში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს, რათა მომდევნო არჩევნებისათვის თანხები დაზოგონ.
დაახლობით 4,800 კანდიდატიდან, რომელიც 9 და 23 სექტემბერს, ორ რაუნდად გამართულ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში იღებს მონაწილეობას, 1,440-ზე მეტი პირი პრეზიდენტ – სერჟ სარგსიანის რესპუბლიკური პარტიის წევრია. ეს უფრო მეტია, ვიდრე ყველა სხვა პარტია ერთად აღებული.
ოპოზიციური პარტიას „აყვავებული სომხეთი“, რომელიც ადრე რესპუბლულ პარტიასთან ერთად მმართველ კოალიციაში შედიოდა – 304 კანდიდატი ყავს წარდგენილი, „დაშნაკცუტიუნის“ – 101, ხოლო „კანონის უზენაესობას“ – 64. უფრო რადიკალურ ოპოზიციურ პარტიების: „მემკვიდრეობისა“ და „სომხური ეროვნული კონგრესის“ წარმომადგენელთა რაოდენობა ათზე ნაკლებია.
დანარჩენი კანდიდატები დამოუკიდებლად იყრიან კენჭს.
პარტიის „მემკვიდრეობის“ წარმომადგენელი სტეფან საფარიანი ამბობს, რომ მონაწილეობას აზრი არ აქვს.
„ადგილობრივი არჩევნები კორუმპირებულია. ოპოზიცია მონაწილეობას ვერ მიიღებს ისეთ პროცესში, სადაც ბრძოლა პოლიტიკური შესაძლებლობის მიხედვით კი არა, ქრთამებით ხდება“, — აცხადებს ის.
როგორც ჩანს, ბრძოლის გაგრძელებაზე უარის თქმის მთავარი მიზეზი – საერთო არჩევნებისთვის რესურსების დაზოგვაა.
„ადმინისტრაციული რესურსები მთავრობის ხელშია და ისინი არაკანონიერ გზებს იყენებენ ამ რესურსების სამართავად შესაბამისად, ოპოზიცია ამ ბრძოლაში მონაწილეობას არ მიიღებს”, – ამბობს ლუდმილა სარგსიანი, „სომხური ეროვნული კონგრესის“ წარმომადგენელი პარლამენტში.
ძლიერი ოპოზიციის წარმომადგენლობის არარსებობა რესპუბლიკურ პარტიას უკეთეს პირობებს უქმნის.
„ოპოზიციისათვის რეგიონებში არსებული პრობლემები, ნაკლებ მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა აიკ ბაბუხადიანმა, პარლამენტის წევრი და რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელი.
ერევნის პოლიტიკური კვლევების კავკასიური ცენტრის ხელმძღვანელი – სერგეი მინასიანი, თვლის, რომ ადგილობრივი თვითმმართველობების პოლიტიკა ოპოზიციის ძირითადი სამიზნე არ არის.
„ოპოზიციის პასიურობა ძირითადად რეგიონულ ოფისებში რესურსების ნაკლებობით შეიძლება აიხსნას. გარდა ამისა, ადგილობრივი არჩევნები ოპოზიციის მოსაზრებების წარდგენისათვის საუკეთესო პლატფორმას არ წარმოადგენს, ვინაიდან ძირითადი პრობლემები ისეთ საკითხებს შეეხება, როგორიცაა: მილსადენების შეკეთება და სასუქების მიწოდება”,- აღნიშნა მან.
დაშნაკცუტიუნის“ პარტიის წარმომადგენელი, ლილიტ გალსტიანი თვლის, რომ არჩევნები ძირითადად ფორმალობას წარმოადგენს და რეალური ზეგავლენა საკმაოდ მცირეა.
„თამაშის წესები ისეა მოწყობილი, რომ არჩევნები არაფერს ნიშნავს. ის აღარაა ინსტრუმენტი, რომელიც მთავრობის ფორმირებაზე ახდენს ზეგავლენას… შესაბამისად, ტყუილად ხდება ინტელექტუალური, ფიზიკური, მორალური თუ მატერიალური რესურსების ხარჯვა“, – თქვა მან.
დსთ-ს ქვეყნების ინსტიტუტის ერევნის ოფისის დირექტორის, ალექსანდრე მაკაროვის, თქმით, ოპოზიცია კანდიდატების წამოყენებისაგან თავის შეკავებით დიდ შეცდომას უშვებს.
„იმ შემთხვევაშიც კი, თუ ოპოზიციურ პარტიებს ადგილობრივ არჩევნებში წარმატების არ სჯერა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მათ აღცევნებში მონაწილეობა არ უნდა მიიღონ“, – განაცხადა მან.
ოპოზიცია, ნამდვილად, მოიგებს ერთ დიდ თანამდებობას – გიუმრის, სომხეთის სიდიდით მეორე ქალაქის, მერის პოსტს. აქ რესპუბლიკურ პარტიას საკუთარი კანდიდატი არ დაუსახელებია და მხარს სამველ ბალასანიანს, „გაბრწყინებული სომხეთის“ კანდიდატს უჭერს.
არმენ მინასიანი, ვებ-გვერდ – www.panorama.am-ის პოლიტიკური ანალიტიკოსი ამბობს, რომ რესპუბლიკელებმა ეს გადაწყვეტილება გიუმრის მერობის მათეულ კანდიდატსა და „გაბრწყინებული სომხეთის“ კანდიდატს შორის ომის დასრულების მიზნით მიიღეს.
„ამ ბრძოლისათვის ბოლოს მოღების მიზნით ხელისუფლებამ ნეიტრალური კანდიდატის მხარდაჭერა გადაწყვიტა, თუმცა, ეს ჟესტი არ ნიშნავს იმას, რომ ეს ორი პარტია მომავალ არჩევნებშიც, მაგალითად, 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს მოკავშირეებად იქცევა,” -აღნიშნა მან.
პოლიტიკური ექსპერტი, არმენ ბადალიანი აღნიშნავს, რომ რესპუბლიკურმა პარტიამ გიუმრი მაისის საპარლამენტო არჩევნები წააგო და ამჯერად, ალბათ, შემდგომი დამცირების თავიდან აცილებას ცდილობს.
„ადვილად შესაძლებელია, რომ რესპუბლიკურმა პარტიამ – „გაბრწყინებული სომხეთის“ კანდიდატს მხარი იმიტომ დაუჭირა, რომ მეორედაც არ წაეგო არჩევნები“, – თქვა მან.
არპი არუთინიანი სატელევიზიო არხის, Armnews-ის თანამშრომელია.