სომხეთის მთავრობის გეგმა სოციალურად დაუცველთა დასახმარებლად

მთავრობის ახალი გეგმის მიხედვით, ბავშვთა სახლების სრულწლოვან ბენეფიციარებს ინდივიდუალური საცხოვრებელი ფართი გადაეცემათ.

სომხეთის მთავრობის გეგმა სოციალურად დაუცველთა დასახმარებლად

მთავრობის ახალი გეგმის მიხედვით, ბავშვთა სახლების სრულწლოვან ბენეფიციარებს ინდივიდუალური საცხოვრებელი ფართი გადაეცემათ.

Lilit Avetisyan is among those waiting for the authorities to deliver on promised housing. (Photo: Gayane Mkrtchyan)
Lilit Avetisyan is among those waiting for the authorities to deliver on promised housing. (Photo: Gayane Mkrtchyan)
Monday, 5 November, 2012

სომხეთის მთავრობა პირობას დებს, რომ ბავშვთა სახლებში მცხოვრებ 18 წელს მიღწეულ ბენეფიციართა ინდივიდუალური საცხოვრებლით დაკმაყოფილების ვალდებულებას უახლოეს მომავალში შეასრულებს.

სომხეთის კანონმდებლობის მიხედვით, სახელმწიფო ვალდებულია 18 წელს მიღწეული ბავშვთა სახლების ბენეფიციარები ალტერნატიული საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოს. შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მონაცემებით, აქამდე არსებული სქემა წარუმატებელი აღმოჩნდა, ვინაიდან საცხოვრებლით დაკმაყოფილების პროცესი დაახლოებით 30 წელი გრძელდებოდა.

ლილიტ ავეტისიანმა სომხეთის აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ გავარში არსებული ბავშვთა სახლი 2006 წელს დატოვა, თუმცა დღემდე საცხოვრებლით დაკმაყოფილების მოლოდინშია.

“2007 წლიდან მპირდებიან, რომ ბინით დამაკმაყოფილებენ, მაგრამ უკვე იმედი გადამეწურა”, – განაცხადა ავეტისიანმა.

ლილიტი ამჟამად საქველმოქმედო ორგანიზაცია „ჩვენი სახლის“ დროებით თავშესაფარში ცხოვრობს, თუმცა იქ მისი გაჩერება მხოლოდ სწავლის დასრულებამდე იყო დაგეგმილი.

“აქ ყოფნის ვადა 2010 წელს ამომეწურა თუმცა, დღემდე აქ ვარ, ვინაიდან წასასვლელი არასად მაქვს“, – განაცხადა ლილიტმა და დასძნა, – „სტამბაში ვმუშაობ, საიდანაც ყოველთვიური შემოსავალი 40,000 დრამი [დაახლოებით 100 აშშ დოლარი] მაქვს. ამ რაოდენობის ფულით ბინის ქირავნობაზე ფიქრიც კი არ ღირს”.

ლილიტისაგან განსხავებით, რომელიც საქველომოქმოდებო ორგანიზაციის თავშესაფარში ცხოვრობს, 18 წელს მიღწეულ ბენეფიციართა ნაწილს ისევ ბავშვთა სახლებში უწევთ დარჩენა.

საქველმოქმედო ორგანიზაცია „გავარის“ ხელმძღვანელი, ნიკოლაი ნალბანდიანი ამბობს, რომ ამჟამად თავშესაფარში ოთხი სრულწლოვანი იმყოფება.

“სრულწლოვანი ბენეფიციარები სახელმწიფომ ბინით უნდა უზრუნველყოს, მაგრამ ვინაიდან ალტერნატიული საცხოვრებელი ჯერაც არ მიუღიათ და ამავე დროს, არც სხვაგან წასასვლელი აქვთ, გადავწვყიტეთ აქ დაგვეტოვებინა. ქუჩაში ვერ გავყრიდით“,- განაცხადა მან.

ბავშვთა სახლების სრულწლოვანი ბენეფიციარების ალტერნატიული საცხოვრებლით დაკმაყოფილების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, რომელიც 2003 დაიწყო, პირველი 5 წლის განმავლობაში 149 ბენეფიციარიდან მხოლოდ 503 დაკმაყოფილდა. აღნიშნული პროგრამა 2008 წელს, მას შემდეგ შეჩერდა, რაც ეროვნულმა აუდიტიტის პალატამ დაახლოებით სამი მილიონი დოლარის უკანონო მითვისების საკითხი წამოჭრა.

“პროგრამის ხელმძღვანელებმა ფულის უკანონო მითვისების მიზნით, შედარებით დაბალ ფასად შეიძინეს უსარგებლო სახლები“, – განაცხადა ანაიტ ბახშიანმა, პარტია „მემკვიდრეობის“ წარმომადგენელმა, – „უსინდისო ჩინოვნიკები, ფულის უკანონო მითვისებით გამდიდრდნენ, მაგრამ ამისთვის ჯერაც არ დასჯილან”.

სომხეთის მთავრობის მიერ დამტკიცებული ახალი პროგრამის მიხედვით, ახალი ბინის ყიდვის ნაცვლად უკვე არსებული კორპუსები გარემონტდება, სადაც ბავშვთა სახლების სრულწლოვან ბენეფიციარებთან ერთად პენსიონერები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და ომის ვეტერანები იცხოვრებენ.

მათ ეს სახლები გირავნობის უფლებით, ათი წლით, გადაეცემათ, რის შემდეგაც, სახლის საბაზრო ღირებულების შესაბამისად საცხოვრებლის შესყიდვის შესაძლებლობა მიეცემათ.

სახელმწიფო პროგრამის ხელმძღვანელი, ანა მნაცაკანიანი ახალ ინიციატივას “სოციალური საბინაო ფონდად” მიიჩნევს.

შიკარის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ქალაქ მარალიკში სახელმწიფომ უკვე გაარემონტა რამოდენიმე ალტერნატიული თავშესაფარი.

შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და პენსიონერთა განყოფილების ხელმძღავანელმა, ანაიტ გევორკიანი IWPR-თან საუბარში განაცხადა, რომ მარალიკში ამ ეტაბზე 59 ბინა გარემონტა, რითაც 103 ადამიანი, მათ შორის, 27 ბავშვთა სახლის ბენეფიციარი დაკმაყოფილდება.

“ამ ეტაპზე, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ვთანამშრომლობთ, რათა ბავშვთა სახლების ბენებიციარები საცხოვრებელთან ერთად სამუშაო ადგილებითაც ვუზრუნველყოთ“,-განაცხადა ანაიტ გევორკიანმა

ყოფილი ბავშვთა სახლის აღსაძრდელი,21 წლის არტურ კარჩიკიანი ერთია იმ სამ ბენეფიციარიდან,რომელიც ამჟამად მარალიკში ცხოვრობს.

“მთავარია, რომ ბინა მივიღი, მნიშვნეობა არ აქვს სად”, – განაცხადა მან, – “შემდეგი საკითხი, სამსახურიშ შოვა იქნება”.

წლის ბოლომდე, სომხეთის სხვადასხვა რაიონში კიდევ რამდენიმე ბინების დასრულება იგეგმება.

„ჩვენი სახლის“ ხელმძღვანელის, ტიგრანუი კარაპენიანის განცხადებით, ბავშვთა სახლების 18 წელს მიღზეულ აღსაზრელთა ცალკე საცხორებლით უზრუნველყობა საკმარისი არაა.

„სახლები გადასცეს და უთხრეს: „აი, შენ სახლი და იცხოვრე“, მაგრამ თუ გინდა, რომ მეთევზეს თევზი ჰქონდეს, ანკესი უნდა მისცე და არა თევზი“, – თქვა მან.

კარაპეტიანი ბავშვთა სახლების ბენეფიციართა ჩვეულებრივ სოციალურ გარემოში ადაპტაციის აუცილებლობაზე საუბრობს და დასძენს, რომ: „სახელმწიფომ ეს მოზარდები სამუშოა ადგილებითაც უნდა უზრუნველყოს რათა, დამოუკიდებლად თავის რჩენა შეძლონ“.

გაიანა მიკირტიჩიანი ArmeniaNow.com-ის რეპორტიორია

 

Armenia
Frontline Updates
Support local journalists