მოსკოვი სირაქლემას პოზაში

მედვედევის ცხინვალში ჩასვლამ მსოფლიოს აღშფოთება გამოიწვია. რუსეთის ეს ქმედება შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა დაგმეს. მოსკოვში ცდილობენ, მწვავე საერთაშორისო რეაქცია არ შეიმჩნიონ. თუმცა, ექსპერტების აზრით, რუსეთის პრეზიდენტის ეს საქციელი მოსკოვის იზოლ

მოსკოვი სირაქლემას პოზაში

მედვედევის ცხინვალში ჩასვლამ მსოფლიოს აღშფოთება გამოიწვია. რუსეთის ეს ქმედება შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა დაგმეს. მოსკოვში ცდილობენ, მწვავე საერთაშორისო რეაქცია არ შეიმჩნიონ. თუმცა, ექსპერტების აზრით, რუსეთის პრეზიდენტის ეს საქციელი მოსკოვის იზოლ

Monday, 7 September, 2009
IWPR

IWPR

Institute for War & Peace Reporting

-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა რუსეთის პრეზიდენტ დმიტრი მედვედევის ცხინვალში ვიზიტი დაგმო. "არა მგონია, ეს ვიზიტი რაიმე წინგადადგმული ნაბიჯი იყოს რეგიონში სტაბილურობის განსამტკიცებლად," - განაცხადა ბრიფინგზე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა იან კელიმ.

მისი თქმით, საქართველოს საკითხზე რუსეთსა და აშშ-ს შორის უთანხმოება არსებობს და "თავად ამ ვიზიტის ფაქტი მკაფიოდ აღნიშნავს რეგიონის მიმართ ჩვენს პოზიციებში არსებულ სხვაობებს."

როგორც იან კელიმ აღნიშნა, პრეზიდენტმა ობამამ ამას წინათ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას უჭერს მხარს. გარდა ამისა, "დიდი შვიდეულის" ქვეყნები, ევროკავშირი და ნატო არ ცნობენ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას. იან კელიმ იმაზეც გაამახვილა ყურადღება, რომ საქართველოს სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობა, რუსეთის გარდა, მხოლოდ ნიკარაგუამ ცნო.

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის განცხადებით, შეერთებული შტატები კვლავაც მოუწოდებს რუსეთს, პატივი სცეს საქართველოს დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას, ხელი შეუწყოს სტაბილურობას რეგიონში, მონაწილეობა მიიღოს ჟენევის დისკუსიებში და შეასრულოს 12 აგვისტოს შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები.

"ჩვენ ყველა ქვეყანას მოვუწოდებთ, მხარი დაუჭირონ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას," - განაცხადა იან კელიმ.

მედვედევის საქციელზე მწვავე რეაქცია ევროკავშირმაც გამოხატა. მედვედევის ცხინვალში ვიზიტი ხელს არ უწყობს კავკასიაში კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებას. ამის შესახებ გუშინ ევროკომისიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა კრისტიანე ჰომანმა განაცხადა.

"ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას და მის ტერიტორიულ მთლიანობას, რომელიც საერთაშორისო ნორმებით არის აღიარებული," - განაცხადა ჰომანმა.

მისი თქმით, "ცხინვალის სეპარატისტულ მთავრობასთან პრეზიდენტ მედვედევის სტუმრობა კიდევ უფრო აღრმავებს თბილისსა და მოსკოვს შორის უთანხმოებას და ხელს არ უწყობს საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებას."

მედვედევის ცხინვალში მოგზაურობამ კიდევ უფრო განამტკიცა აშშ-ს პოზიცია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, - ასეთი აზრი პრეზიდენტ პუტინის ყოფილმა მრჩეველმა, აშშ-ში მოქმედი კატონის ინსტიტუტის ექსპერტმა ანდრეი ილარიონოვმა გამოთქვა.

"ბოლო მოვლენებმა აშშ-ს პოზიცია უფრო მკვეთრი და პრინციპული გახადა. ვფიქრობ, ობამას ადმინისტრაციამ ჯერ კიდევ ვერ გააცნობიერა, თუ ვისთან აქვს საქმე ოფიციალური მოსკოვის სახით," - განაცხადა ილარიონოვმა.

მან ასევე ისაუბრა რუსეთის მხრიდან აგრესიის საშიშროებაზე და ისიც აღნიშნა, რომ საქართველოს ორმაგი საფრთხე ემუქრება.

"პირველი საფრთხე შესაძლო პირდაპირი აგრესიაა, მეორე ტაქტიკა კი საქართველოს გარშემო დაძაბულობის შენარჩუნებას გულისხმობს. ეს შესაძლებელია სხვადასხვა განცხადებების, ქმედებების ან სამხედრო მანევრების საშუალებით. უნდა გავითვალისწინოთ, რომ რუსეთს სურს, საქართველოში ინვესტიციების შემოსვლა შეაჩეროს და მუდამ სტრესის ქვეშ ამყოფოს ის ხალხი, ვინც ქვეყანას გვერდში უდგას," - აღნიშნა ექსპერტმა.

მოსკოვი ყურადღებას არ აქცევს მსოფლიოს აღშფოთებას. რუსულ მედიას მოჰყავს კრემლის ინკოგნიტო წარმომადგენლის კომენტარი, რომელმაც აღნიშნა, რომ "აშშ-რუსეთის ურთიერთობების "გადატვირთვაზე" გავლენას ახდენს არა განცხადებები, არამედ პრაქტიკული ქმედებები."

თავის მხრივ, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ კონსტანტინ კოსაჩევმა აღნიშნა, რომ საქართველოს საკითხზე უთანხმოება აშშ-სა და რუსეთის ურთიერთობას ვერ გააუარესებს.

"აშშ და რუსეთი მართლაც ვერ თანხმდებიან საქართველოს საკითხზე. მაგრამ ახლა ვაშინგტონისა და მოსკოვის ურთიერთობები სხვა ასპექტში გადავიდა, ამიტომ სააკაშვილმა რაც არ უნდა ილაპარაკოს, იგი მოსკოვსა და ვაშინგტონს ერთმანეთს ვერ გადაჰკიდებს," - განაცხადა კოსაჩევმა.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი თბილისს 23 ივლისს ეწვევა. აშშ-დან საგანგებოდ ჩამოსული დელეგაცია თბილისში ვიზიტის გრაფიკზე მუშაობს. მომავალი შეხვედრების თემების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება, თუმცა თავად ვიზიტი საქართველოს მიმართ აშშ-ს მხარდაჭერის კიდევ ერთი დასტური გახდება.
Frontline Updates
Support local journalists