მდგომარეობა მწვავდება – აზერბაიჯანში საარჩევნო მარათონი დაიწყო

კანონით ყველა კანდიდატს თანაბარ პირობებში ბრძოლა აქვს განსაზღვრული, თუმცა გამარჯვებულის ვინაობის შესახებ ცოტა ვინმე თუ ეჭვობს.

მდგომარეობა მწვავდება – აზერბაიჯანში საარჩევნო მარათონი დაიწყო

კანონით ყველა კანდიდატს თანაბარ პირობებში ბრძოლა აქვს განსაზღვრული, თუმცა გამარჯვებულის ვინაობის შესახებ ცოტა ვინმე თუ ეჭვობს.

Pamplet handed out to schoolchildren in Sabirabad, Azerbaijan. It shows President Ilham Aliyev by a monument to his late father Heydar Aliyev, who preceded him as head of state. (Photo: Azer Ismayil)
Pamplet handed out to schoolchildren in Sabirabad, Azerbaijan. It shows President Ilham Aliyev by a monument to his late father Heydar Aliyev, who preceded him as head of state. (Photo: Azer Ismayil)
Thursday, 26 September, 2013

აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის წინასაარჩევნი კამპანია სულ ახლახან დაიწყო, ხელისუფლება და ოპოზიცია კი უკვე ერთმანეთს დარღვევებში ადანაშაულებენ.

წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად 16 სექტემბერს დაიწყო. ეს დღე დაემთხვა სკოლებში ახალი სასწავლო წლის დაწყებას. სკოლებში მისვლისთანავე ბავშვებს „პატრიოტიზმის“ გაკვეთილი ჩაუტარდათ. მისი მსვლელობისას დიდი ყურადღება დაეთმო ილჰამ ალიევზე საუბარს, რომელიც 9 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე ხელახალი გამარჯვებისთვის იბრძოლებს. სკოლის მოსაწავლეებს მოქმედი პრეზიდენტის შესახებ წიგნები, ბუკლეტები და DVD დისკები საჩუქრად გადაეცათ.

„ვერ ვხვდები სასწავლო წლის პირველ დღეს ჩემს შვილს რატომ დაურიგეს ეს წიგნები,“ – ამბობს მესამეკლასელი ბავშვის დედა ფარიდა ქაზიმოვა. „სკოლების გამოყენება წინასაარჩევნო კამპანიისთვის არ შეიძლება, განსაკუთრებით კი იმ გაკვეთილზე რომელსაც „პატრიოტიზმი“ ჰქვია. როდის მერეა პატრიოტიზმი და პრეზიდენტობა ერთი და იგივე?“

რუსული ენის მასწავლებელი ქალაქ საბირაბადიდან აზერ ისმაილი ადასტურებს, რომ წიგნები საჩუქრად არა მხოლოდ დედაქალქის მოსწავლეებს გადაეცათ.

„ჩვენს სკოლაში ყველა ბავშვს დაურიგდა ბუკლეტები პრეზიდენტის სურათებით, რომლებიც საბირაბადში მისი სტუმრობისას არის გადაღებული. საბირაბადის ყველა სკოლას გადაეცა ეს წიგნები“, – ამბობს ის.

განათლების სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით იმის გამო, რომ პრეზიდენტის პოსტი სახელმწიფოს შემადგენელი ნაწილია, სავსებით ბუნებრივია, რომ ბავშვებს “პატრიოტიზმის” გაკვეთილზე ალიევის სურათები დაურიგდათ.

„სახალხო ფრონტის“ ლიდერი ჰასან ქარიმლი ერთ-ერთია იმ ოპოზიციურ პარტიათაგან, რომლებიც ერთიანი საპრეზიდენტო კანდიდატის ჯამილ ჰასანლის ირგვლივ არიან გაერთიანებული. მისი განცხადებით სკოლებში ბუკლეტების დარიგების ფაქტი არის აღმაშფოთებელი.

„სკოლებში კამპანიის წარმართვა არ შეიძლება. ამას გარდა, სკოლაში დარიგებული ბუკლეტები ეკონომიკის სამინისტროს მიერ იყო დაბეჭდილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ალიევის წინასაარჩევნო კამპანია სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. ეს კი კანონის უხეში დარღვევაა. ჩვენ ვაპირებთ ამასთან დაკავშირებით საარჩევნო კომისიაში საჩივრის შეტანას ვაპირებთ,“ – აცხადებს ის.

იურისტი ელმან ფატაჰი ეთანხმება იმ აზრს, რომ სკოლებში ბუკლეტების დარიგება კანონის დარღვევაა.

„პირველ რიგში, კანნონდარღვევაა სააგიტაციო კამპანიის წარმართვა სკოლაში. მეორეც ის, რომ საარჩევნო უბნები სკოლების შენობებშია განლაგებული და სკოლის დირექტორები არიან საარჩევნო უბნების თავმჯდომარეები. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საარჩევნო პერიოდის განმავლობაში ისინი უნდა ინარჩუნებდნენ ნეიტრალურ პოზიციას და არ ეწეოდნენ აგიტაციას რომელიმე კანდიდატის სასარგებლოდ,“ – აცხადებს ის. და მესამე, ახლა 2013-2014 სასწავლო წელია და ჯერ-ჯერობით გაურკვეველია ვინ იქნება ქვეყნის პრეზიდენტი [ოქტომბრის შემდეგ]. თუმცა ბავშვებისთვის დარიგებულ წიგნებში ილჰამ ალიევი პრეზიდენტად არის წარმოდგენილი .“

ოპოზიციის მიმართ ბრალდებები გააჩნიათ ალიევის პარტია „ახალ აზერბაიჯანსაც.“ პარტიის აღმასრულებელი მდივანმა სიავუშ ნოვრუზოვმა ახალი ამბების სააგენტო APA-სთან საუბრისას განაცხადა, რომ პარტია აპირებს საჩივრით მიმართოს საარჩევნო კომისიას იმის გამო, რომ ჰასანლი საარჩევნო კამპანიას მის ოფიციალურ დაწყებამდე ახორციელებდა.

ნოვრუზოვი ასევე ბრალს სდებს გაზეთ „აზადლიგს“ იმის გამო, რომ ის ჰასანლის მხარდამჭერ კამპანის უკანონოდ ახორციელებს.

„აზადლიგი  საარჩევნო კომისიაში არ დარეგისტრირებულა როგორც მედია საშუალება, რომელსაც შეუძლია ფასიანი სააგიტაციო მასალების გამოყენება. ამის გამო, მას არ აქვს უფლება მხარი დაუჭიროს რომელიმე კონკრეტულ კანდიდატს,“ – აცხადებს ის.

გაზეთის მოქმედი რედაქტორი რაჰიმ ჰაჯიევი კი პასუხობს, რომ სტატიები რომლებზეც ნოვრუზოვი საუბრობდა იყო ჩვეულებრივი საგაზეთი და არა სააგიტაციო მასალა.

„ჩვენ არ ვეწევით კანდიდატების სააგიტაციო კამპანიას; ჩვენ უბრალოდ ინფორმაციას ვაწვდით მკითხველს. ეს კი განსხვავებული რამაა,“ – ამბობს ის. „ახალი აზერბაიჯანი ვერავის დასდებს ბრალს კანონის დარღვევაში, ის თავად არღვევს მას ყოველ ნაბიჯზე“.

მთლიანობაში ალიევისა და ჰასანლის პირისპირ კიდევ რვა კანდიდატი აპირებს ბრძოლას. მათგან ხუთი პარლამენტის წევრია პრო-სამთავრობო პარტიებიდან: ზაჰიდ ურუჯი – „სამშობლოს პარტია“, იქბალ აგაზადე – „იმედის პარტია“, ილიას ისმაილოვი -„სამართლიანობის პარტია“, ფარაჯ ქულიევი „ნაციონალური აღორძინების მოძრაობა“ და ქუდრათ ჰასანქულიევი „აზერბაიჯანის გაერთიანებული ეროვნული ფრონტი“.

დანარჩენი სამი კანდიდატია „იენი მუსავათის“ თავმჯდომარე ჰაფიზ ჰაჯიევი; „აზერბაიჯანის დემოკრატიული პარტიის“ ლიდერი სარდარ ჯალალოგლუ და „აზერბაიჯანის სოციალ-დემოკრატიული პარტიის“  თავმჯდომარე არაზ ალიზადე.

კანონით ყველა კანდიდატს აქვს უფლება უფასო პოლიტიკური რეკლამა განათავსოს სახელმწიფო ტელევიზიასა და პრესაში. მათ ასევე შეუძლიათ ფასიანი რეკლამა მიაწოდონ კერძო ტელეკომპანიებსა და ჟურნალ-გაზეთებს.

სახელმწიფო მართვის აკადემიის პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტის დირექტორი ელმარ ნასიროვი ფიქრობს, რომ ალიევი არის ერთადერთი კანდიდატი, რომელსაც გამარჯვების რეალური შანსი გააჩნია.

„აზერბაიჯანის მოსახლეობა მხარს უჭერს მის საშინაო და საგარეო პოლიტიკას. ეჭვიც არ მეპარება, რომ ამჯერად ამომრჩეველი ნდობას გამოუცხადებს იმ ეკონიმიკური განვითარების პოლიტიკას, რომელსაც ილჰამ ალიევი ახორციელებს.“

რადიო თავისუფლების ანალიტიკოსი ჰუსეინბალა სალიმოვი ეთანხმება იმ აზრს, რომ ალიევი გაიმარჯვებს, თუმცა როგორც ის ამბობს ეს მოხდება მხოლოდ არჩევნების მასიური გაყალბების გზით.

„არ მჯერა, რომ ეს არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდება. არჩევნები სამართლიანად რომ ჩატარდეს ოპოზიციონერი კანდიდატი ჯამილ ჰასანლი დიდი უპირატესობით შეძლებს ილჰამ ალიევის დამარცხებას, რადგან ორი ოპოზიციური პარტია „მუსავათი“ და „სახალხო ფრონტი“ უჭერს მას მხარს,“ – აცხადებს ის.“ ვერც  ერთი სხვა კანდიდატი ხმების ერთ პროცენტსაც ვერ მოაგროვებს.“

სამირა აჰმედბეილი IWPR-ის რეპორტიორია აზერბაიჯანში.

 

Azerbaijan
Elections
Frontline Updates
Support local journalists