გასაიდუმლოებული რეზოლუცია

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის ანგარიში მზად არის, თუმცა ის 30 სექტემბრამდე გასაიდუმლოებული იქნება. პარიზში მყოფმა რუსული დელეგაციის წევრებმა განაცხადეს, რომ აღნიშნული დასკვნა ნაწილია საშინელებათა ფილმისა, რომელშიც მოსკოვის მიმარ

გასაიდუმლოებული რეზოლუცია

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის ანგარიში მზად არის, თუმცა ის 30 სექტემბრამდე გასაიდუმლოებული იქნება. პარიზში მყოფმა რუსული დელეგაციის წევრებმა განაცხადეს, რომ აღნიშნული დასკვნა ნაწილია საშინელებათა ფილმისა, რომელშიც მოსკოვის მიმარ

Saturday, 24 October, 2009
IWPR

IWPR

Institute for War & Peace Reporting

. აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით შექმნილი უკონტროლო ვითარების შესახებ ანგარიში წარმოადგინა საპარლამენტო ასამბლეის მიგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ კარენ უონკერმა. “არავინ იცის რა ხდება იქ, როგორ ირღვევა ქართველებისა და ოსების უფლებები. ჩვენს ორგანიზაციას აუცილებლად უნდა მიეცეს მუშაობისა და ადამიანის უფლებების დარღვევების აღრიცხვის უფლება. დამკვირვებლებმა უნდა აღნუსხონ გალის რაიონში არსებული მდგომარეობა,” – განაცხადა უონკერმა.

გარდა ამისა, ბიუროზე იმყოფებოდა მონიტორინგის კომიტეტის წარმომადგენელი. საკუთრივ კომიტეტის სხდომა კი ხვალ გაიმართება. სხდომაზე მომხსენებელთა შორის იქნებიან ევროპის საბჭოს მონიტორინგის კომიტეტის თავმჯდომარე მათიას ეორში და ევროსაბჭოს სადამკვირვებლო მისიის მომხსენებელი რუსეთის საკითხზე ლუკ ვან დერ ბრანდე. ისინი რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ მოხსენებაზე ერთად მუშაობენ. ანგარიშის მიხედვით მომხსენებლებმა რეზოლუციის ვარიანტი მოამზადეს, თუმცა საკუთრივ ანგარიშის ტექსტი ჯერჯერობით კონფიდენციალურია. რუსეთის ფედერაციის მიმართ ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების დელეგაციათა დამოკიდებულებას დიდ წილად განაპირობებს ამ დოკუმენტის შინაარსი. ევროსაბჭოში საქართველოს ელჩმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა აღნიშნულ ანგარიშზე მხოლოდ ზოგადი განმარტება გააკეთა. “ანგარიში რუსეთის მიმართ საკმაოდ მკაცრია, მასში ერთმნიშვნელოვნად არის აღნიშნული, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება. რუსეთმა საბოლოოდ უნდა თქვას, აპირებს თუ არა წინა ორი რეზოლუციით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულებას,” – განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, საქართველოს საკითხის გამო რუსეთის წინაშე დაგროვილი მოთხოვნების შესახებ “24 საათს” ესაუბრა საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით დარჩიაშვილი. მისი თქმით: “უკვე სამჯერ იყო ასეთი განხილვები და რუსეთის მიმართ მოთხოვნები ძალაშია - მათ შორის დამოუკიდებლობის აღიარების უკან წაღება, დეოკუპაცია და სამშვიდობო ფორმატის ინტერნაციონალიზაცია. 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულება.” დარჩიაშვილის აზრით, რუსეთზე საერთაშორისო დიპლომატიური ზეწოლა ხდება, მით უმეტეს საქართველოს ხელისუფლება ამ საკითხს სხვადასხვა დონის ფორმატებში მუდმივად აყენებს. დარჩიაშვილი დარწმუნებულია, რომ ეს ზეწოლა მანამ გაგრძელდება, ვიდრე რუსეთი მოთხოვნების შესრულებას არ დაიწყებს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრს მიაჩნია, რომ ძალიან მძიმეა რუსეთისთვის, “როდესაც საერთაშორისო თანამეგობრობა, ავტორიტეტული ორგანიზაციები მუდმივად ახსენებენ, რომ მას აქვს ვალდებულება, რომელიც უნდა შეასრულოს.” ყოველივე ამასთან ერთად, 29 სექტემბერს დაგეგმილია ქართულ-რუსული დებატები. შეუსრულებელი ვალდებულებების გამო მოსკოვს, სავარაუდოდ, კრიტიკა ელის. ასევე კვლავ დაისმება რუსი დეპუტატებისთვის ხმის უფლების შეჩერების საკითხი.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დელეგაციის წევრ კონსტანტინე კოსაჩოვს რეალურად მიაჩნია, რომ მათთვის არასასურველი შედეგი დადგეს. “თუ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა რუსეთის უფლებამოსილების შეჩერების გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს მისი და, საბოლოოდ, საქართველოს პრობლემა იქნება. თუ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა დაუშვებს ასეთ შეცდომას და მიიღებს რადიკალურ გადაწყვეტილებას, ჩვენ არავის მოვთხოვთ ამ გადაწყვეტილების შეცვლას და არავის დავუწყებთ კუდში დევნას და ხვეწნას. ჩვენ, უბრალოდ, მივადევნებთ თვალს, როგორ გადაწყვეტს ამ პრობლემას ასამბლეა და როგორ განვითარდება მოვლენები,” - განაცხადა კოსაჩოვმა პარიზში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს სხდომის დასრულების შემდეგ.

ხვალ მონიტორინგის კომიტეტის სხდომა ჩატარდება, ხოლო ხუთშაბათს პოლიტიკური ჯგუფის სხდომაა დაგეგმილი.
Frontline Updates
Support local journalists