ცხოვრება „ოცნების ქალაქში“

მეწყრის შედეგად დაზარალებულები აჭარის მაღალმთიანეთიდან მიტოვებული სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე ჩამოსახლდნენ.

ცხოვრება „ოცნების ქალაქში“

მეწყრის შედეგად დაზარალებულები აჭარის მაღალმთიანეთიდან მიტოვებული სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე ჩამოსახლდნენ.

Thursday, 19 September, 2013

სიუჟეტში ნაჩვენებია აჭარის მაღალმთიანი სოფლების მკვიდრთა ცხოვრება, რომელთა სახლებიც მეწყერმა დაანგრია ან ისე დააზიანა, რომ იქ ცხოვრება უსაფრთხო აღარ არის. ამის გამო ისინი ბარში ჩამოვიდნენ და დროებითი დასახლება შექმნეს.

ხელვაჩაურის ყოფილი რუსული სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე აღმოცენებულ თვითნებურ დასახლებას, რომელიც მოკლებულია ყოველგვარ ყოფით პირობებს, მისი მაცხოვრებლები ხუმრობით „ოცნების ქალაქს“ უწოდებენ.

ადამიანები გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ; ხელისუფლება მათ ტერიტორიის დაცლას სთხოვს, თუმცა განსახლების პროცესის შესწავლა ჯერ არ არის დასრულებული.

საქართველოს ხელისუფლებას აქვს მაღალმთიანი სოფლებიდან, სეისმურად არამდგრადი ან სხვა პირობების გამო, მოსახლეობის ბარში ჩამოსახლების გამოცდილება. თუმცა პროცესი დროში საკმაოდ  გაწელილია და ვერ ხერხდება ყველა დაზარალებულის ერთდროულად დაკმაყოფილება (უფრო მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ: ნიადაგგამოცლილ მიწაზე მდგარი სოფელი).

ვიდეო სიუჟეტი მომზადებულია პროექტისურთიერთობების აგება და უნარებისგანვითარება ფარგლებში, რომელიც ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.

Frontline Updates
Support local journalists