სომხეთში მტკნარი წყლის უმსხვილესი წყარო – სევანის ტბა საბადოების ექსპლუატაციის გამო საფრთხეშია

ოქროს საბადოს ოპერატორი უარყოფს განცხადებას იმის შესახებ, რომ ახალი კომპლექსი საფრთხეს უქმნის გარემოს.

სომხეთში მტკნარი წყლის უმსხვილესი წყარო – სევანის ტბა საბადოების ექსპლუატაციის გამო საფრთხეშია

ოქროს საბადოს ოპერატორი უარყოფს განცხადებას იმის შესახებ, რომ ახალი კომპლექსი საფრთხეს უქმნის გარემოს.

Friday, 2 December, 2011

ოქროს საბადოს ოპერატორი უარყოფს განცხადებას იმის შესახებ, რომ ახალი კომპლექსი საფრთხეს უქმნის გარემოს.

სომეხი ეკოლოგები უკვე წელიწადია იბრძვიან ოქროსმომპოვებელი საწარმოს წინააღმდეგ, რომელიც მათი აზრით, სერიოზულ საფრთხეს უქმნის უნიკალურ ტბას, რომელიც ქვეყნის დიდ ნაწილს სასმელი წყლით უზრუნველყოფს.

პრობლემა ის არის, რომ წელს სოტკის ოქროს საბადოს ტერიტორიაზე საპობ-დამახარისხებელი კომპლექსი ააგეს, რომელიც კომპანია  GeoProMining -ის საკუთრებაა. კომპლექსი წელს დააყენეს, მაგრამ ის ჯერ არ მუშაობს. ამასობაში გარემოს დაცვის სამინისტრო გარემოზე მის ზემოქმედებას ამოწმებს.

ოქროს მადანი სოტკიდან დასამუშავებლად სხვა ადგილას მიდის, მაგრამ კომპანიას საწარმოო პროცესის რაციონალიზაცია საპობ-დამახარისხებელი კომპლექსის საშუალებით სურს.

2009 წელს მადნიდან ოქროს კომპლექსური მისაღები საწარმოს მშენებლობის პროექტი, რომლის დროსაც ფერადი ლითონების სხვა მინერალებისგან განსაცალკავებლად ციანიდი უნდა გამოეყენებინათ, ”თაროზე შემოდეს”.

ეკოლოგები შიშობენ, რომ ახალი დანადგარით გადამუშავებისას სხვა მინერალები შესაძლოა, მტკნარი წყლის სისტემაში მოხვდნენ, რომლითაც სევანის ტბა საზრდოობს – ყველაზე დიდი ტბა კავკასიაში.

ტბა ერევანისა და სომხეთის მოსახლეობის დიდი ნაწილის სასმელი წყლის ძირითადი წყაროა.

”საბადოს გადამუშავებისას ნარჩენები ტბაში მოხვდება”, – განაცხადა ეკოლოგმა, საინიციატივო ჯგუფ SOS Sevan-ის წევრმა გაგიკ თადევოსიანმა. ”სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები სამთომომპოვებელი წარმოების მიწებად იქცევა, ეს კი კარცეროგენულ გარემოს შექმნის”.

ეკოლოგიური არასამთავრობო ორგანიზაცია ”ეკოლურის” ხელმძღვანელი ინგა ზარაფიანი იმ აქტივისტთა  ჯგუფში იყო, რომლებიც ოქტომბერში სოტკში საპობ-დამახარისხებელი კომპლექსის   შესამოწმებლად ჩავიდნენ. მათ განაცხადეს, რომ ობიექტი არღვევს კანონს, რომელიც წყლის შემგროვებელ ტერიტორიაზე სამეწარმეო საქმიანობას კრძალავს.

”აპარატმა მადნიდან ოქრო და ვერცხლი უნდა გამოარჩიოს, ხოლო ნარჩენები სევანის ტბაში ჩატოვოს”, – განაცხდა მან.

ეკოლოგებს სურთ, მთარობამ საპობ-დამახარისხებელი კომპლექსის მოქმედება შეაჩეროს და აცხადებენ, რომ უახლოესი მდინარეები – სოტკი და მასრიკი უკვე დაბინძურდა ჩამდინარე სოტკის ლითონებით.

ზარაფიანმა განაცხადა, რომ სოტკში საბადოს ექსპლუატაციის შედეგად, შესაძლოა, 100 მლნ ტონა ნარჩენი დაგროვდეს, საიდანაც მდინარეებში, ხოლო შემდეგ თავად ტბაში მოხვდეს სულფიდები, ქრომის ნაწილაკები, კადმიუმი და სხვა ნივთიერებები.

GeoProMining Gold -ის პრემდივანი რუზანა გრიგორიანი უარყოფს, რომ კომპანია რაიმე უკანონოს სჩადის და ამბობს, რომ თანამედროვე და ეფექტურ ტექნოლოგიებს იყენებდნენ.

GeoProMining Gold-ი აცხადებს, რომ მას ყველა დოკუმენტი აქვს საპობ-დამახარისხებელი კომპლექსის ექსპლუატაციისთვის, რომელიც სომხეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მოთხოვნებს შეესაბამება.

თუმცა, გარემოს დაცვის სამინისტრო კომპანიის განცხადებას არ ეთანხმება. ეკოლოგიური ზემოქმედების შემოწმების განყოფილებაში აცხადებენ, რომ საგულდაგულო შემოწმებამდე კომპანიას სოტკზე საპობ-დამახარისხებელი სამუშაოები აეკრძალა.

”კომპანიას დღემდე არ წარმოუდგენია დოკუმენტები”, – განაცხადა გენრიკ გრიგორიანმა, უწყების დირექტორის მოადგილემ, რომელიც ეკოლოგიურ შემოწმებას აწარმოებს.

სოტკის სოფლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა კოლიკ შახსუვარიანმა  ოქროს მოპოვების თაობაზე აზრის გამოთქმაზე უარს განაცხადა. ”ვცდილობ ნეიტრალური პოზიცია დავიკავო, ან უბრალოდ, არ ვილაპარაკო ამაზე. დაე, მთავრობამ გადაწყვიტოს. ერთხელ უკვე განვიხილე ეს საკითხი კომპანიის ხელმძღვანელობასთან, მაგრამ დღეს მშენებლობა დასრულებულია. არ შემიძლია თქმა,  შეესაბამება თუ არა საპობ-დამახარისეხებელი დანადგარი ეკოლოგიურ ნორმებს”.

GeoProMining Gold აბსოლუტურად დარწმუნებულია, რომ წინააღმდეგობას დაძლევს და ახალი  საპობ-დამახარისეხებელი კოპლექსი აშენდება. კომპანია არარატში ქარხნის სიმძლავრეს ზრდის, სადაც მადნიდან ოქროს და ვერცხლის მისაღებად კომპლექსური სამუშაოები მიმდინარეობს და წლიური პროდუქციის ზრდას 30,000-40,000 უნციიდან 150,000 უნციამდე ვარაუდობს.

გალუსტ ნანიანი, ახალი ამბების საიტის  www.yerkir.am კორექპონდენტია სომხეთში

 

Frontline Updates
Support local journalists