სომეხი „მწვანეები“ ჰესების წინააღმდეგ

დამბების მშენებლობის გამო მდინარეებს დააშრობა ემუქრება, გვაფრთხილებენ ისინი.

სომეხი „მწვანეები“ ჰესების წინააღმდეგ

დამბების მშენებლობის გამო მდინარეებს დააშრობა ემუქრება, გვაფრთხილებენ ისინი.

Environmentalists fear that too many hydroelectric dams will destroy Armenia's ecosystem. This is the Tatev power station in the south of the country. (Photo: Photolure agency)
Environmentalists fear that too many hydroelectric dams will destroy Armenia's ecosystem. This is the Tatev power station in the south of the country. (Photo: Photolure agency)
Monday, 23 December, 2013

გარემოსდამცველების განცხადებით, სტრატეგია, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა მიმდინარეობს, მომავალში უამრავ პრობლემას შექმნის.

სომხეთი, რომელსაც არც ნავთობის და არც გაზის რესურსები არ გააჩნია, ჰიდროელექტრო სექტორის განვითარებით ცდილობს შეამციროს თავისი დამოკიდებულება საწვავის იმპორტზე. თუმცა, ეკოლოგების აზრით დამბების მშენებლობა მდინარეების კალაპოტებისა და მასზე მიბმული უნიკალური ეკოსისტემის განადგურებას გამოიწვევს.

გარემოსდამცველებმა 17 ნოემბერს სოფელ მარცის (ლორის რეგიონის ჩრდილოეთი) მოსახლეობასთან ერთად მდინარეზე მესამე ელექტროსადგურის მშენებლობა გააპროტესტეს. აქტივისტებმა ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს, რამაც მოძრაობის შეფერხება გამოიწვია, თუმცა პოლიციის გამოჩენამდე დაიშალნენ.

„მდინარეები მილებად გადააქციეს“, – განაცხადა სრულიად-სომხეთის ეკოლოგიური ფრონტის წარმომადგენელმა ლევომ გალსტიანმა. „სოფლის [მარცის] მოსახლეობას არაფერს ეკითხებიან, ხალხის ინტერესებს იგნორირებას უკეთებენ“.

კომპანია „მარც ენერჯის“ დირექტორი ლიპარიტ სიმონიანი აცხადებს, რომ დამბის მშენებლობა კანონის სრული დაცვით მიმდინარეობს.

„ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს პროტესტი ადგილობრივებიდან კი არა გარედან მოსული აქტივისტების ჯგუფიდან მოდის. ისინი ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ და ხალხს ერთმანეთის წინააღმდეგ აქეზებენ“, – განუცხადა სიმონიანმა ჟურნალისტებს.

„ჩვენ ფულს ვხარჯავთ და სამუშაო ადგილებს ვქმნით“, – დასძინა მან.

სოფლის გამგებელი რობერტ გალსტიანი ადასტურებს, რომ კომპანია სოფლის მოსახლებას მართლაც დაპირდა შვიდი ადგილობრივის დაასაქმებას და სოფელში გარეგანათებისა და გაზმომარაგების მოწესრიგებას.

გარემოსდამცველი აქტივისტი კარენ ჰარუტუნიანი კი ამტკიცებს, რომ განცხადებები საჯარო განხილვების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან ადგილობრივ მკვიდრთა უმეტესობა მშენებლობას თავიდანვე ეწინააღმდეგებოდა.

ჰესების მშენებლობას ქვეყნის სხვა კუთხეებშიც აპროტესტებენ. დასავლეთ არაგოწინის რეგიონის მოსახლეობა მდინარე ამბერდზე მეოთხე ელექტროსადგურის მშენებლობას აპროტესტებს.

ადგილობრივი მკვიდრი სასუმ ჰაირაპეტიანი აცხადებს, რომ ირგვლივ მცხოვრები მოსახლეობა წყლის მომარაგების გარეშე რჩება.

„ჰიდროელექტროსადგურს ჩვენს გვერდით ისე აშენებენ, რომ აზრს არც კი გვეკითხებიან“, – დასძინა მან.

სომხეთში ჰიდროელექტროსადგურების რაოდენობა 1997 წელს არსებული 11 სადგურიდან 137-მდე გაიზარდა, კიდევ 77 კი მშენებლობის პროცესშია. ასევე ფუნქციონირებს ორ-კასკადიანი დიდი სიმძლავრის ელექტროსადგური სევან-რაზდანი და ვოროტანი.

ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობას 2004 წელს მიღებული კანონი უმაგრებს ზურგს, რომლის მიხედვითაც მაღალმთიან რეგიონებში მდინარეებზე აშენებული ჰესების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია ქვეყნის საჭიროების 30% -ს უნდა აკმაყოფილებდეს.

ენერგეტიკის სამინისტროს ელექტრო მომარაგების განყოფილების უფროსი არამ გაბრიელიანი აღნიშნავს, რომ გასულ წელს ქვეყნის ელექტროენერგის 28% ატომურ ელექტროსადგურებზე, 42% – გაზის, ხოლო დანარჩენი ჰესების საშუალებით გამუმუშავდა.

გარემოსდამცველი ლევონ გალსტიანის მტკიცებით კი ხელისუფლების სტრატეგია არასწორია.

„ჰესების მშენებლობამ ისეთ მასშტაბებს მიაღწია, რომ 20 ან 30 წელიწადში ქვეყანა სოცილური და ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე აღმოჩნდება“, – ამბობს ის. „ელექტროსადგურები აშენდება მდინარეების 90%-ზე და ყველა მათგანი ცხელ სეზონზე დაშრება“.

ორგანიზაცია Ecolur-ის წარმომადგენელი ინგა ზარაფიანი ეთანხმება, რომ საშიშროება მართლაც რეალურია. მისივე თქმით, „დაავადებული მდინარეების რაოდენობა მუდმივად იზრდება“.

„მდინარე ეღეგისზე თორმეტი ელექტროსადგურია აშენებული, კიდევ ცხრა მდინარე მეგრიზე, ექვსიც გეტიკზე და მარცზე, ასევე იმ მდინარეებზე, რომლებიც სევანის ტბაში ჩაედინება“, – აღნიშნა მან. „ყველაზე დიდი ჰესი მდინარე არგიჩზე შენდება, ცხრა კილომეტრიანი მილებით და ოთხი ათ-მეგავატიანი ტურბინით. იმის წარმოდგენაც კი მეშინია რა დარჩება ამ მდინარისგან“.

მცირე ჰესების მშენებლობის სომხურ-ნორვეგიული პროექტის კოორდინატორი ინესა გაბაიანი ადგილობრივ მოსახლეობას უფრო მეტი თანამშრომლობისკენ და ნაკლები პროტესტისკენ მოუწოდებს.

„ჩვენი პროექტის მიზანია მოვახდინოთ პრობლემების იდენტიფიკაცია და უზრუნველვყოთ ამ სექტორის სტაბილური განვითარება. დარწმუნებული ვარ, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით მოხერხდება ამ პრობლემების მოგვარება“, – განაცხადა მან.

გაიანე მკრტჩიანი Armenianow.com რეპორტიორია სომხეთში.

 

Armenia
Environment
Frontline Updates
Support local journalists