საქართველოს პრეზიდენტი პარტიის დამარცხებას აღიარებს

მიხეილ სააკაშვილს შეუძლია პრეზიდენტის თანამდებობა მომავალ წლამდე შეინარჩუნოს, თუმცა ქვეყნის პოლიტიკურ კურსს მისი მთავარი ოპონენტი კოალიციის ლიდერი – ბიძინა ივანიშვილი განსაზღვრავს.

საქართველოს პრეზიდენტი პარტიის დამარცხებას აღიარებს

მიხეილ სააკაშვილს შეუძლია პრეზიდენტის თანამდებობა მომავალ წლამდე შეინარჩუნოს, თუმცა ქვეყნის პოლიტიკურ კურსს მისი მთავარი ოპონენტი კოალიციის ლიდერი – ბიძინა ივანიშვილი განსაზღვრავს.

Georgian president Mikhael Saakashvili. (Photo: Olesya Vartanyan)
Georgian president Mikhael Saakashvili. (Photo: Olesya Vartanyan)

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა აღიარა, რომ მისმა პარტიამ საპარლამენტო არჩენები წააგო შესაბამისად, პირველად ქვეყნის ისტორიაში, მოქმედმა ხელისუფლებამ დამარცხება აღიარა.

სააკაშვილმა 2 ოქტომბერს პირდაპირ ეთერში საჯარო განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ კოალიცია „ქართულ ოცნებასთან“ დამარცხდა. ხმათა 30%-ის დათვლის შედეგად, კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 53.2 % აიღო, ხოლო „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ 41.5 %. თბილისის ზოგიერთ ოლქში ოპოზიციურმა გაერთიანებამ ხმების 70 % დააგროვა.

„არჩევნების წინასწარი შედეგების მიხედვით აშკარაა, რომ კოალიცია “ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა“,-განაცხადა სააკაშვილმა თავის სატელევიზიო მიმართვაში და დასძინა: „როგორც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, მსურს განვაცხადო, რომ ჩვენ ოპოზიციაში გადავდივართ. ჩვენ როგორც ოპოზიციური ძალა, ვიბრძოლებთ, ქვეყნის მომავლისთვის, იმისათვის, რომ ყველაფერი რაც შეიქმნა ბოლო წლების განმავლობაში მომავალ თაობას შევუნახოთ”.

მას შემდეგ, რაც ხმის მიცემის პროცედურა დასრულდა და ეგზიტპოლების შედეგები გამოქვეყნდა, ოპოზიციის მხარდამჭერები თბილისის ცენტრში შეიკრიბნენ და გამარჯვებას გვიან ღამემდე ზეიმობდნენ.

სააკაშვილს შეუძლია სახელმწიფოს მეთაურად 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე დარჩეს, მაგრამ ვინაიდან ეს მისი მეორე საპრეზიდენტო ვადაა, მას 2013 წლის არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ აქვს. ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების ძალაში შესვლის შემდეგ პარლამენტს პრემიერ-მინისტრის არჩევა შეეძლება, ამ უკანასკნელის უფლებამოსილება კი მნიშვნელოვნად გაიზრდება მიუხედავად იმისა, რომ მომავალ წლამდე პრემიერ მინისტრს სააკაშვილი ნიშნავს, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები განსაზღვრავს, იმას თუ ვინ უხელმძღვანელებს ქვეყანას პრეზიდენტის გადადგომის შემდეგ.

ასორმოცდაათკაციან პარლამენტში ძალაუფლების საბოლოო გადანაწილებას გარკვეული პერიოდი დასჭირდება. აღსანიშნავია, რომ 77 პარლამენტარი პროპორციული წესით კომპლექტდება, დარჩენილი ნახევარი კი მაჟორიტარული.

„საპარლამენტო უმრავლესობამ ახალი მთავრობა უნდა ჩამოაყალიბოს, და მე, როგორც პრეზიდენტი, კონსტიტუციით მონიჭებულ ფარგლებში ხელს შევუწყობ, რომ პარლამენტმა დაიწყოს მუშაობა. ჩემთვის მიუღებელია ამ კოალიციის შეხედულებები, ჩვენ მიგვაჩნია, რომ მათი შეხედულებები მცდარია, მაგრამ დემოკრატია მუშაობს ისე, რომ ქართველი ხალხი უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებას“, – განაცხადა სააკშვილმა.

ივანიშვილმა ღიად გამოხატა, პრემიერ-მინისტრობის სურვილი. ის დარწმუნებულია, რომ როგორც პროპორციული, ასევე მაჟორიტარული წესით არჩეული „ქართული ოცნების“ წარმომადგენები წარმატებით შეასრულებენ დაკისრებულ მოვალეობას.

“სამცხე-ჯავახეთის გარდა, ყველა რეგიონში დიდი უპირატესობით მოვიგეთ. სავარაუდოდ, პარლამენტში 100-ზე მეტ ადგილს ავიღებთ, შესაძლოა ეს 110-120 იყო “, – განაცხადა ივანიშვილმა

2011 წლის შემოდგომაზე ივანიშვლის ოპოზიციაში გადასვლამ ქართული პოლიტიკური გარემო მნიშვნელოვნად შეცვალა.

ხელისუფლება არაეფექტურად ცდილობდა მის შეჩერებას, მათ შორის, საქართველოს მოქალაქეობის არმიცემითაც, იმდროისათვის ივანიშვილს საფრანგეთის მოქალაქეობა ჰქონა. ამის მიუხედავად, ივანიშვილმა სააკაშვილისა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიმართ ოპოზიციურად განწყობილი პარტიების გაერთიანება მაინც შეძლო.

უნდა აღინიშნოს, რომ ნელ-ნელა ქრება დაძაბულობის შიში, რომელიც შესაძლოა არჩევნების შედეგების არაღიარებას გამოეწვია.

სააკაშვილმა არჩევნების შედეგების მიმართ ნათლად გამოხატა თავისი პატივისცემა.

„მე, როგორც პრეზიდენტი კონსტიტუციით განსაზღვრულ ფარგლებში ხელს შევუწყობ პროცესს, იმისა, რომ პარლამენტმა დაიწყოს მუშაობა. დარწმუნებული ვარ რომ, მომდევნო რამდენიმე თვის განმალობაში, ახალი პარლამენტი შეძლებს ქვეყნისთვის სასიკეთო გადაწყვეტილებების მიღებას“,- განაცხადა მან.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელმა, ზურაბ ხარატიშვილმა განაცხადა, რომ არჩევნებმა მნიშვნელოვანი დარღვეების გარეშე ჩაიარა.

“მინდა ხაზი გავუსვა, რომ არჩევნები ჰარმონიულ და მშვიდ ვითარებაში-გამჭვირვალედ ჩატარდა. მჯერა, რომ მიღებული შედეგი, ქართველი ხალხის ნებას გამოხატავს“, განაცხადა ხარატიშვილმა.

ასევე, დადებითია დამოუკიდებელი დამკვირვებლების პირველადი შეფასებებიც.

ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია (ეუთო), რომელიც არჩევნების პროცესს აკვირდებოდა, მიესალმება შედეგს და აღნიშნა, რომ „საარჩევნო გარემო პოლარიზებული და დაძაბული იყო“, და „ზოგ შემთხვევაში ძალადობის გამოვლინებით ხასიათდებოდა“.

,,საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა დემოკრატიული არჩევნების კონსოლიდირებულად ჩატარებისთვის, და ველით, რომ ქართველი ხალხი საარჩევნო ყუთებთან თავის ნებას თვისუფლად გამოხატავს“,- განაცხადა ტონიო პიცულამ, ეუთოს მოკლევადიანი სადამკვირვებლო მისიის სპეციალურმა კოორდინატორმა.

გარკვეული პროცედურული დარღვევების მიუხედავად, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც ადასტურებს, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებმა ძირითადად მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. აღსანიშნავია, რომ საიამ შეშფობა გამოხატა ხაშურის N35 საარჩევნო ოლქის რამდენიმე უბნის საარჩევნო პროცესში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით და საარჩევნო უბნის შედეგების ბათილობის საკითხი საოლქო საარჩევნო კომისიაშიც დააყენა.

თეო ბიჭიკაშვილი – დამოუკიდებელი ჟურნალისტია საქართველოში.

Georgia
Elections
Frontline Updates
Support local journalists