საზოგადოების პროტესტი პატიმრების წამებასთან დაკავშირებით

აქტიურ საარჩევნო კამპანიაში ჩართული ხელისუფებისათვის ქართულ ციხეებში ძალადობის ამსახველი კადრების გამოქვეყნება არასასიამოვნო სიურპრიზი აღმოჩნა.

საზოგადოების პროტესტი პატიმრების წამებასთან დაკავშირებით

აქტიურ საარჩევნო კამპანიაში ჩართული ხელისუფებისათვის ქართულ ციხეებში ძალადობის ამსახველი კადრების გამოქვეყნება არასასიამოვნო სიურპრიზი აღმოჩნა.

Georgians protesting against prison abuse.
Georgians protesting against prison abuse. © Nino Gvedashvili
The shockwaves caused by the footage of warders abusing prisoners is bad news for the government so close to an election.
The shockwaves caused by the footage of warders abusing prisoners is bad news for the government so close to an election. © Tinatin Lataria
The video footage showed one inmate being sexually assaulted by guards.
The video footage showed one inmate being sexually assaulted by guards. © Tinatin Lataria
Protesters stream through the streets of Tbilisi.
Protesters stream through the streets of Tbilisi. © Tinatin Lataria

მედიაში პატიმრების არასათანადო მოპყრობის ამსახველი ვიდეოკადრები გავრცელებამ არჩევნებში მმართველი პარტიის გამარჯვების შანსი მნიშვნელოვნად შეამცირა, სხვა საარჩევნო სუბიექტების შანსი კი  გაზარდა.

ვიდეოჩანაწერი, რომელსაც საზოგადოების ნაწილმა „საქართველოს აბუ ღრაიბი“ უწოდა, პირველად, 18  სექტემბერს პრო-ოპოზიციურმა სატელევიზიო არხებმა აჩვენეს. ჩანაწერი გლდანის N8 საპყრობილეში პატიმრების ცემისა და სექსუალური ძალადობის ფაქტებს ასახავდა.

პატიმრების წამების წინააღმდეგ თბილისის ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოვიდა, ხელისუფლება კი ყველა ღონეს ხმარობდა რათა, პირველ ოქტომბრამდე პირველობა შეინარჩუნოს.

„ის, რაც ეკრანზე ვნახეთ – გულისამრევია. ამაზე პასუხი პრეზიდენტმა პირადად უნდა აგოს”, – განახადა საპროტესტო აქციის ერთ-ერთი მონაწილემ ნინო კვარაცხელიამ და დასძინა, რომ „მთავრობამ, რომელმაც ციხეებში ასეთი მოპყრობა დაუშვა პასუხი უნდა აგოს.“

თავის სპეციალურ მიმართვაში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ის გავრცელებული ვიდეო მასალით განცვიფრებული და აღშფოთებულია. „უმაღლეს სასჯელს იმსახურებს ყველა ის პირი, ვინც ამის ორგანიზებასა თუ განხორციელებაში იღებდა მონაწილეობას, ვინც ეს გააკეთა და ვინც ეს დაუშვა“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით თანამდებობიდან გადადგა შინაგან საქმეთა მინისტრი ბაჩო ახალაია. მისი თქმით,  „ამაზრზენი ფაქტების“ გამო, ის პოლიტიკურ და მორალურ პასუხისმგებლობას გრძნობს.

შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომა ამ კვირაში მიმდინარე საპროტესტო აქციების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო. ბაჩო ახალაია საქართველოს პენტენციალურ სისტემას 2005-2008 წლებში ხელმძღვანელობდა და მას ადამიანის უფლებათა დამცველები მთელი ამ პერიოდის განმავლობაში წამების ფაქტების მიმართ უმოქმედობაში ადანაშაულებდნენ.

თანამდებობიდან გადადგა ასევე, პენიტენციალურ სისტემაზე პასუხისმგებელი მინისტრი, ხათუნა კალმახელიძეც, თუმცა საზოგადოებაში პროტეტის ტალღა ამით ვერ შენელდა.

„მომხდართან დაკავშირებით მთავრობამ სრულად უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, მინისტრის გადადგომა საკმარისი არ არის – მთავრობა უნდა გადადგეს“, – განაცხადა თავისუფალი თეატრის მმართველმა, ავთო ვარსიმაშვილმა.

ვიდეომასალის გავრცელების შემდეგ  ასევე დააკავეს საპყრობილის ათამდე თანამშრომელი.

ამავე დროს, გაიცა გლდანის N8 საპყრობილის ყოფილი მცველის, ვლადიმერ ბედუკაძის დაპატიმრების ორდერიც. ეს სწორედ ის პირია, რომელმაც აღნიშნული ვიდეომასალები ჟურნალისტებს მიაწოდა. შინაგან საქმეთა მინისტრმა ბედუკაძეს წამების კადრების თამაზ თამაზაშვილის მეირ გადახდილი თანხის სანაცვლოდ გადაღებაში დასდო ბრალი. თამაზ თამაზაშვილი  პატიმატრია, რომლის შვილი და სიძეც, მილიარდელი, ბიძინა ივანიშვილის კოალიცია „ქართული ოცნების“ სახელით, მიმდინარე არჩევნებში იღებს მონაწილეობას.

თამაზაშვილისგან კომენტარის მიღება ვერ ხერხდება, ვინაიდან ის საპყრობილეშია, ბედუკაძე კი, რომელიც ახლა ბრიუსელში იმყოფება, ბრალდებას უარყოფს.

„მაისში ჩემს თავს ვუთხარი ან ამ რეჟიმს ვემსახურები ან ჩემს კაცობას  შევინარჩუნებ-მეთო.  შემდეგ დავწერე გადადგომის წერილი, წამოვიღე გადაღებული ვიდეო და ჩუმად დავტოვე ქვეყანა“, – განაცხადა მან ტელეკომპანია – Russia Today-სთან  ინტერვიუში. „მეშინოდა, რომ ჩემს მოკვლას შეეცდებოდნენ… ასე რომ, ბელგიაში პოლიტიკური თავშესაფარი ვითხოვე“, – დასძენს ის.

საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ აღნიშნული კადრები გასულ წელსაა გადაღებული, ზოგი კი ეჭვობს რომ უფრო ადრინდელიც შეიძლება იყოს. აქედან გამომდინარე თვლიან, რომ მისი წინასაარჩევნო პერიოდში გამომზეურება მიზანმიმართულად მოხდა.

სკანდალმა სერიოზული ზიანი მოუტანა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგს და წინ წამოწია სხვა ოპოზიციური პარტიების, მათ შორის კოალიცია „ქართული ოცნების“ რეიტინგი.

მთავრობა მოსახლეობის დაწყნარებასა და შექმნილი სიტუაციიდან გამოსავლის პოვნას ცდილობს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი გოგა ხაჩიძე, ოპოზიციურ სატელევიზიო არხებზე გამოჩნდა და განაცხადა, რომ  მომხდართან დაკავშირებით დამნაშავეები კანონის სრული სიმკაცრით დაისჯებიან.

სასჯელაღსრულების ახალ მინისტრად ყოფილი სახალხო დამცველია – გიორგი ტუღუში დაინიშნა. ის ადრე პენიტენციალურ სისტემაში არსებულ ვითარებას ცხარედ აკრიტიკებდა.

ხელისუფლების მიერ გადადქმული სხვადასხვა ნაბიჯებს პოლიტოლოგები აფასებენ. მათი ნაწილი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, იმას თუ რამდენად შეძლებს ხელისუფლება შელახული რეპუტაციის აღდგენას.

საპროტესტო აქიის მონაწილეთა უმრავლესობა აღნიშნავს, რომ ამ ქმედებით ისინი მხარს არცერთ პოლიტიკურ ძალას არ უჭერენ, ამიტომაც პოლიტიკური სიმბოლოებისა თუ ბანერების გამოყენებას მკაცრად არიდებენ თავს.

„მე არ ვერევი პოლიტიკაში, მაგრამ ის, რაც ციხეებში მოხდა, სრულიად მიუღებელია“, – განაცხადა ცნობილმა ქართველმა მხატვარმა, რუსუდან ფეტვიაშვილმა.

„ჩვენ ქუჩაში გამოვედით, რათა დაგვეფიქსირებინა ჩვენი პროტესტი ადამიანების მიმართ არაჰუმანური მოპყრობისა და მოქალაქეების წინაშე ჩადენილი დანაშაულების მიმართ და არა რომელიმე პარტიისათვის მხარდასაჭერად. რაც მოხდა, დაუსჯელი არ უნდა დარჩეს“, – განაცხადა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა, 19 წლის გეგამ.

 

თეო ბიჭიკაშვილი საქართველოში მომუშავე თავისუფალი ჟურნალისტია.

Georgia
Elections
Frontline Updates
Support local journalists