გაზი უდრის ძალაუფლებას სომხურ-რუსულ ურთიერთობებში

რუსული მონოპოლისტი კომპანია ისედაც შეჭირვებული სომეხი მოსახლეობისათვის გაზის საფასურს აძვირებს.

გაზი უდრის ძალაუფლებას სომხურ-რუსულ ურთიერთობებში

რუსული მონოპოლისტი კომპანია ისედაც შეჭირვებული სომეხი მოსახლეობისათვის გაზის საფასურს აძვირებს.

IWPR and the Media Centre of Armenia’s Public Journalism Club held a discussion meeting on the gas price rise on May 23. (Photo: IWPR)
IWPR and the Media Centre of Armenia’s Public Journalism Club held a discussion meeting on the gas price rise on May 23. (Photo: IWPR)

 

 

რუსული კომპანია, რომელიც სომხეთში ბუნებრივი აირის მიწოდებაზე მონოპოლიას ფლობს, გაზის საფასურს აძვირებს. შედეგად, სომხეთში მოსახლეობა გაზში გადაიხდის იმავე ფასს, რასაც ევროპელი მომხმარებელი იხდის.

სახელმწიფო კომისიამ, რომელიც მონოპოლისტი კომპანიების მიერ დაწესებულ ფასებს არეგულირებს, არმ-როს-გაზპრომის (АрмРосГазпром) განაცხადი ფასის 18%-ით მომატებაზე დააკმაყოფილა, რაც კომპანიის მიერ თავდაპირველად მოთხოვნილ 67%-ზე გაცილებით ნაკლებია. თუმცა, ექსპერტების აზრით, ქვეყნის ისედაც უსუსურ ეკონომიკას ფასის ოდნავი მატებითაც კი დიდი ზიანი მიადგება.

8 ივლისიდან სომხეთში მომხმარებელი 1000 კუბური მეტრი გაზის მოხმარებისათვის 132 000 დრამის ნაცვლად 156 000 დრამს (დაახლოებით 374 აშშ დოლარი) გადაიხდის. ბუნებრივ აირზე ფასის ზრდა პირდაპირ კავშირშია ელექტროენერგიის საფასურის გაზრდასთან, რადგან სომხეთის ელექტროენერგიის 40% გაზის თბო-ელექტროსადგურებზე გამომუშავდება.

არმ-როს-გაზპრომს ფასის გაძვირების არგუმენტად მოჰყავს ის, რომ კომპანია გაზის შესყიდვას უფრო ძვირ ფასად ახდენს, რის გამოც ბოლო ორი წლის განმავლობაში მას ზარალზე უწევდა მუშაობდა.

რუსული გაზის მაგნატი გაზპრომი სომხური კომპანიის 80%-იანი წილის მფლობელია, დარჩენილი 20% კი სომხეთის სახელმწიფო საკუთრებაა.

დამსაქმებელთა ეროვნული კავშირის თავმჯდომარე გაგიკ მაკარიანი აცხადებს, რომ გაზსა და ელექტროენერგიაზე ფასის ზრდა „სერიოზულ დარტყმას“ მიაყენებს სომხურ წარმოებას.

„თუნდაც გაიზარდოს 18%-ით და არა 67%-ით, გვაძელვს ეს იმის გარანტიას რომ ელექტროენერგიის ფასი არ მოიმატებს?“ – აცხადებს ის. „ეს ძალიან უარყოფითად იმოქმედებს მცირე და საშუალო ბიზნესზე, რომელიც ჯერ კიდევ ვერ გამოსულა 2008-09 წლების ფინანსური კრიზისიდან.“

„ორაკარგ დეილის“ ეკონომიკური მიმომხილველი არმენ ჩატინიანი გაზის ფასის კიდევ უფრო ზრდას პროგნოზირებს.

„მინდა გაგახსენოთ, რომ გაზპრომის ხელმძღვანელობას არაერთხელ განუცხადებია, რომ 2015 წლიდან სომხეთი გაზს საერთაშორისო ფასად მიიღებდა,“ – ამბობს ის. „ამიტომაც, უნდა ველოდოთ ფასის ზრდას მომავალ წელსაც.“

მომხმარებელთა კავშირის თავმჯდომარე არმენ პოღოსიანი ფიქრობს, რომ ენერგომატარებლებზე მაღალი ფასები ინფლაციას გამოიწვევს.

„ყველამ იცის, რომ გაზი და შუქი გადამწყვეტ როლს თამაშობს პირველადი მოხმარების საგნებზე ფასთაწარმოებაში. თუ გაზსა და შუქზე ფასი აიწევს შესაბამისად გაიზრდება ფასები სურსათსა და ტრანსპორტზე,“- აცხადებს პოღოსიანი. „რბილად რომ ვთქვათ, ეს არც ისე კარგი ამბავია ქვეყნისთვის, სადაც მოსახლეობის მესამედი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს.“

ხელისუფლების წარმომადგენლების დაპირებით მთავრობა ყველა ღონეს იხმარს, რომ მოსახლეობის სოციალურად დაუცველ ნაწილს შეუმსუბუქოს მდგომარეობა, თუმცა ოპოზიციციური ჯგუფები ეჭვის თვალით უყურებენ ამ განცხადებას.

„ამ ხელისუფლების მმართველობის პერიოდში 200 000 ადამიანი, მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო, იძულებული გახდა ქვეყნიდან გადახვეწილიყო. ეს პრობლემები დღესაც აქტუალურია,“- აცხადებს საპარლამენტი ფრაქცია „დაშნაკცუტუნის“ წევრი არცვიკ მინასიანი. „ამიტომ, როცა ხელისუფლება აცხადებს, რომ ის ყველა ღონეს იხმარს…მე ამას სერიოზულად ვერ აღვიქვამ.“

სომხეთი გაზის იმპორტს ორი ძირითადი მილსადენით ახორციელებს: რუსეთიდან, საქართველოს გავლით, და ირანიდან. ორივე არმ-როს-გაზპრომის საკუთრებაა.

ჩატინიანის თქმით სტრატეგიული ობიექტების გასხვისების პოლიტიკამ სომხეთი ზედმეტად დამოკიდებული გახადა რუსეთზე.

„ბოლო წლებში ხელისუფლებას არაფერი გაუკეთებია იმისათვის, რომ მოეხდინა ენერგო მომარაგების წყაროების დივერსიფიკაცია და ქვეყანა ნაწილობრივ მაინც გამოეყვანა რუსული კომპანიების დაქვემდებარებიდან. 2007 წელს ირანი-სომხეთის გაზის მილსადენი აშენდა, მაგრამ ხელისუფლებამ ის არმ-როს-გაზპრომს გადასცა,“ – აცხადებს ჩატინიანი. „რატომ გააკეთეს ეს? რატომ გადაეცა რუსულ კომპანიებს გაზისა და ელექტროენერგიის მთლიანი სადისტრიბუციო ქსელის ფინანსური მმართველობა, რაზდანის ელექტრო სადგური, სევან-რაზდანის ჰიდრო ელექტრო სადგური და მეწამორის ატომური ელექტრო სადგური?“

გასულ წელს არმ-როს-გაზპრომმა 2 მილიარდი კუბური მეტრი რუსული და 500 მილიონი კუბური მეტრი ირანული გაზის იმპორტი განახორციელა, მისი უმეტესობა თბო-ელექტრო სადგურების მუშაობისთვის გაიხარჯა და არა საყოფაცხოვრებო მიზნით.

კითხვაზე, თუ რატომ არის სომხეთი ასე ძლიერ დამოკიდებული რუსულ გაზზე, სომხეთის ენერგეტიკის მინისტრი არმენ მოვსისიანი პასუხობს, რომ ირანულ გაზზე მაღალი ფასის გამო. დეტალური განმარტებისაგან მინისტრმა თავი შეიკავა, რის გამოც ბევრ ექსპერტს მისმა განცხადებამ ეჭვები გაუჩინა.

„საერთაშორისო სანქციების გამო ირანს, რუსეთისაგან განსხვავებით, გარე ბაზრებზე გაზის ექსპორტისათვის ხელი არ მიუწვდება, ამიტომაც თეირანი კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებას დაბალი ფასებით ცდილობს,“ – ამბობს რუბენ მეჰრაბიანი, სომხეთის პოლიტიკური და საერთაშორისო კვლევების ცენტრის ექსპერტი.

მეჰრაბიანის თქმით, მოსკოვს ჩვევად აქვს ენერგო მომარაგების საკითხის თავისი გეო-პოლიტიკური მიზნებისათვის გამოყენება.

„არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გაზის მომარაგების მილსადენი არის ის პოლიტიკური ბერკეტი, რომელსაც რუსეთი ისევე გამოიყენებს სომხეთის წინააღმდეგ, როგორც ეს სხვა ქვეყნების შემთხვევაში გაუკეთებია,“ – აცხადებს ის. „რუსეთმა მიზნად დაისახა სომხეთზე პოლიტიკური გავლენის შენარჩუნება და მისი იძულება ევრაზიის კავშირში გაწევრიანებაზე.“

არმენ კარაპეტიანი თავისუფალი ჟურნალისტია სომხეთში.

 

Armenia, Russia
Economy
Frontline Updates
Support local journalists