Institute for War and Peace Reporting | Giving Voice, Driving Change

აფხაზეთი: ქალები მაღალი თანამდებობებისათვის არ იბრძვიან

ლიდერი ქალების კარიერულ წინსვლას ტრადიციული შეხედულებები რთულ ბარიერს უქმნის.
By Anaid Gogoryan, Elena Lolula, Marianna Kotova

ფილმი მოგვითხრობს ქალის როლზე აფხაზეთში, სადაც ტრადიციული ღირებულებები ხშირად ზღუდავს მათ ამბიციებს და განსაზღვრავს მათ სოციალურ სტატუსს.

მაგალითად, სოხუმის საკრებულოში ქალთა წარმომადგენლობა ნულის ტოლია, ასევე, დაბალია მათი წარმომადგენლობა ადგილობრივი ხელისუფლების სხვა ორგანოებში, მთავრობასა თუ პარლამენტში.

“ტრადიციული შეხედულების მიხედვით ქალს პარლამენტში არაფერი ესაქმება“, – განაცხადა დალილა პილიამ, მსოფლიო ძალადობის გარეშე ცენტრის ხელმძღვანელმა სოხუმში, – “…თითქოს მათ მხოლოდ შვილებსა და ოჯახზე ზრუნვა ევალებათ. მსგავსი მიდგომა ართულებს ქალების, განსაკუთრებით კი, ახალგაზრდა ქალების წარმომადგენლობას პარლამენტსა თუ სხვა სამთავრობო დაწესებულებებში”.

საზოგადოების ნაწილი აცხადებს, რომ ვინაიდან საბჭოთა მმართველობის დასასრულს, ქალებმა წარმატებული რეალიზაცია ჰპოვეს არასამთავრობო სექტორში, მათ მიმართ გაჩნდა მოლოდინი, რომ სწორედ ეს სფეროა მათი ნიშა და არა პოლიტიკა.

ჟურნალისტ ნადეჟდა ვენიდიკტოვას თქმით, წარმატებულ ქალბატონებსაც კი უჭირთ კარიერულ წინსვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება.

“აქ ქალებს არ აქვთ პრეტენზია დაიკავონ ხელმძღვანელი პოზიციები. ისინი მზად არიან, გახდნენ მინისტრები ან პარლამენტის წევრები, მაგრამ არ მიისწრაფვიან უფრო მაღალი თანამდებობებისაკენ, რისთვისაც უზარმაზარი პირადი ამბიციაა საჭირო“, – განაცხადა მან, -„ბევრ ქალს დღემდე სჯერა, რომ არასწორია, როცა ისინი საზოგადოების ყურადღების ცენტრში ექცევიან“.

ფილმი მომზადდა პროექტის ქალები ერთიანდებიან მშვიდობისათვისერთი ხმა ცვლილებისათვის ფარგლებში, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტ ქალები თანასწორობის, მშვიდობისა და განვითარებისათვის საქართველოშის ერთ-ერთი ნაწილია.  პროექტის ფინანსური მხარდამჭერია: ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო. ფილმის ავტორთაგან ორი: ანაიდ გოგორიანი და ელენა ლოლუა, იმ აფხაზ, ოს და ქართველ ჟურნალისტებს, ბლოგერებსა და სამოქალაქო აქტივისტებს შორის იყვნენ, რომლებიც მიმდინარე წელს სომხეთის დედაქალაქ ერევანში შეიკრიბნენ. (იხ. IWPR Caucasus Builds Women’s Rights Reporting Network)