აზერბაიჯანში მომიტინგეებს მკაცრი სანქციები ემუქრებათ

ახალი საკანონმდებლო ცვლილება საპროტესტო აქციების შეზღუდვისათვის აზერბაიჯანის ხელისუფლებას ძლიერ ფინანსურ ბერკეტებს ანიჭებს.

აზერბაიჯანში მომიტინგეებს მკაცრი სანქციები ემუქრებათ

ახალი საკანონმდებლო ცვლილება საპროტესტო აქციების შეზღუდვისათვის აზერბაიჯანის ხელისუფლებას ძლიერ ფინანსურ ბერკეტებს ანიჭებს.

Opposition protests are routinely broken up by police in Azerbaijan. (Photo: Ahmed Mukhtar)
Opposition protests are routinely broken up by police in Azerbaijan. (Photo: Ahmed Mukhtar)

 

 

 

აზერბაიჯანის პარლამენტმა საკანონმდებლო ცვლილება დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც აქციის უნებართვოდ ჩატარებისათვის გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.

საკანონმდებლო ცვლილებამდე ჯარიმის მაქსიმალური ოდენობა 7-13 მანათს შეადგენდა (14-27 ლარის ეკვივალენტი). ცვლილების შედეგად, „არასანქცირებული აქციის“ მონაწილე შესაძლოა 500-დან 1100 მანათამდე ანუ 3000 ლარამდე დაჯარიმდეს.

არასანქცირებული აქციის ორგანიზატორებს კი, 1500-3000 მანათის ოდენობის ჯარიმა ემუქრებათ. იმ შემთხვევაში, თუ აქციის ორგანიზატორი პოლიტიკური პირი იქნება ჯარიმის ოდენობა გაორმაგდება.

აღნიშნული ცვლილების ინიციატორი, რაფაელ ჯაბრაილოვი ჯარიმის ოდენობის გაზრდას აუცილებლ საჭიროებად  მიიჩნევს, რათა არასანქცირებული აქციის ორგანიზატორებმა მსგავსი გადაწყვეტილება დაუფიქრებლად არ მიიღონ.

“არასანქცირებული აქციისათვის მცირე ოდენობის ჯარიმის გადახდა პასუხისმგებლობის თავიდან არიდებაა. მოსალოდნელი ჯარიმის დიდი ოდენობა კი, პირს ქმედების უკეთ გაანალიზების საშუალებას მისცემს“, – განაცხადა რაფაელმა.

ჯაბრაილოვი აზერბაიჯანის პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატია თუმცა, ის ხელისუფლების მხარდამჭერად მოიაზრება.

აღნიშნული ცვლილება პარლამენტში ასთხუთმეტი ხმით ხუთის წინააღმდეგ დამტკიცდა.

“ჯარიმის გაზრდილი ოდენობა სამართალდარღვევის პრევენციას ემსახურება“, – განაცხადა, ალი ჰუსეინოვმა, მმართველი პარტიის „იენი აზერბაიჯანის“ (ახალი აზერბაიჯანის) წევრმა.

როგორც წესი, ბაქოს მერია ქალაქის ცენტრში აქციის ჩატარების ნებართვებს არ გასცემს, და სანაცვლოდ აქციის ჩატარებას ქალაქის გარეუბნებში სთავაზობს, რაზედაც ორგანიზატორები  უარს აცხადებენ.

შედეგად, ოპოზიციას მოსახლეობასთან შეხვედრა არასანქცრებული აქციების ფორმატში უხდება, რის გამოც პოლიცია მათ არბევს და აკავებს.

აზერბაიჯანში 2 ნოემბერს გამართული აქციის მიზეზი სწორედ ზემოთხსენებული საკანონმდებლო ცვლილებება გახდა.

ოპოზიციური პარტია „მუსავათი“ (თანასწორობა) პრეზიდენტ ილჰამ ალიევს მოუწოდებს, მხარი არ დაუჭიროს აღნიშნულ ცვლილებას, რომელიც მათი თქმით, 2013 წლის არჩევნებისათის მიზანმინართულად ზღუდავს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას.

ნატიგ ჯაფარლი, ორგანიზაცია „რეალის“ აღმასრულებელი დირექტორი ახალი საჯარიმო სისტემის შემოღებით შეშფოთებულია და კიდევ უფრო უჭირს აზერბაიჯანის როგორც დემოკრატიულ სახელმწიფოდ განხილვა.

“სამარცხვინოა საარსებო მინიმუმზე 30-ჯერ მეტი ოდენობის ჯარიმის დაწესება … იმ ქვეყნისათვის, რომელიც ევროპის სამართლებრივი სისტემის ნაწილია.”,-  განაცხადა მან, – “[ადამიანის უფლებათა] ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ კანონდებლობა, რომელიც შეკრებისისა და მანიფესტაციების უფლებას არეგულირებს, არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს მოქალაქის გამოხატვის თავისუფლებას”.

იურისტი ხალიდ აგალიევა აცხადებს, რომ არასანქცირებული აქციისათვის დაწესებული ჯარიმის ოდენობა სხვა ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის დადგენილი ჯარიმის ოდენობას მნიშვნელოვნად აღემატება.

“ეს სრულიად ალოგიკურია. ყველამ იცის, , რომ აღნიშნული ცვლილების მიზანი საპროტესტო აქციების, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაა, რაც უკანონო და არალეგიტიმური მიზანია“,- განაცხადა მან.

სეიმურ კაზიმოვი თავისუფალი ჟურნალისტია

 

Azerbaijan
Protests
Frontline Updates
Support local journalists