Institute for War and Peace Reporting | Giving Voice, Driving Change

აზერბაიჯანი: ფემინისტები ჩინოვნიკთა სექსიტურ განცხადებებს პასუხობენ

საჯარი მოხელე, რომელმაც თავის განცხადებაში ქალებს სამზარეულოში მიუჩინა ადგილი საჩუქრად გასაბერ სექს-თოჯინას ღებულობს
By Magerram Zeynalov
  • ფემინისტი აქტივისტი ულვია მამედოვა (ფოტო: მაჰერამ ზეიანლოვი).
    ფემინისტი აქტივისტი ულვია მამედოვა (ფოტო: მაჰერამ ზეიანლოვი).
  • გასაბერი თოჯინა-ქალი შეფუთულია და მზადაა ტრანსპორტის სამინისტროში ნამიკ ჰასანოვთან გასაგზავნად (ფოტო: მაჰერამ ზეიანლოვი).
    გასაბერი თოჯინა-ქალი შეფუთულია და მზადაა ტრანსპორტის სამინისტროში ნამიკ ჰასანოვთან გასაგზავნად (ფოტო: მაჰერამ ზეიანლოვი).

მაღალჩინოსანს, რომელმაც განაცხადა, რომ ქალების შესაფერისი ადგილი ან „კუბოშია ან სამზარეულოში“, ფემინისტმა აქტივისტებმა გასაბერი თოჯინა გაუგზავნეს.

ტრანსპორტის სამინისტროს წარმომადგენლის ნამიკ ჰასანოვის მიერ www.publika.azგამოცემისთვის გაკეთებულმა კომენტარმა მთელი ქვეყნის მასშტაბით ქალთა უფლებების დამცველთა გაცხარება გამოიწვია.

„ქალი კარგია ან კუბოში ან სამზარეულოში,“ განაცხადა მან. „ქალის ადგილი სამზარეულოშია, 22-ე საუკუნეშიც კი მე ვისურვებდი ქალის ნახვას სამზარეულოში.“

ჰასანოვის კომენტარი განსაკუთრებით უადგილო იყო, რადგან ის გავრცელდა 8 მარტის ქალთა საერთაშორისო დღის წინ.

საპასუხო მიმართვის მოსამზადებლად ფეისბუკში შეიქმნა სპეციალური ჯგუფი. კამპანიის მონაწილეებმა შეაგროვეს 200 მანათი (დაახლოებით 260 დოლარი ) და გასაბერი სექს-თოჯინა შეიძინეს საზღვარგარეთ, რადგან ასეთი ნივთები ადგილობრივ მაღაზიებში არ იყიდება.

კამპანიის წევრებმა ჰასანოვისთვის საჩუქრის გასაგზავნად შეიარაღებული ძალების დღე, 26 ივნისი შეარჩიეს, ეს დღე ქვეყანაში „კაცების დღესთან“ ასოცირდება.

„თავისი განცხადებით ჰასანოვმა ქალებს ქალთა დღესასწაულზე საჩუქარი გაგვიკეთა, ჩვენც შევეცადეთ მისთვის გვეპასუხა,“ – ამბობს ერთ-ერთი აქტივისტი ულვია მამედოვა. „არავის შეურაცხყოფას არ ვცდილობთ, ჩვენ უბრალოდ გვინდა, რომ ნამიკ ჰასანოვმა პატივი სცეს ქალების უფლებებს.“

კამპანიის მონაწილეები ამ უვნებელი ხუმრობით ამბობენ, რომ სექსისტური სტერეოტიპების არსებობა კვლავაც რჩება აზერბაიჯანის ერთ-ერთ სერიოზულ პრობლემად.

20 ივნისს ფემინისტმა აქტივისტებმა ჰასანოვს ღია წერილით მიმართეს.

„ჩვენ გიგზავნით ამ ტექნოლოგიურ ინოვაციას ყოველი შემთხვევისთვის, თუ ჯერ არ იცით მისი არსებობის შესახებ. ჩვენ ვიმედოვებთ, რომ ჩვენი საჩუქარი კარგად იგრძნობს თავს თქვეს სამზარეულოში ან სადმე კუბოში,“ ნათქვამია წერილში.

მამედოვას თქმით, წერილი „შეახსენებს ნამიკ ჰასანოვს იმ საერთაშორისო კონვენციებს, რომლებზეც აზერბაიჯანს ხელი აქვს მოწერილი და იმ ვალდებულებებს, რომელიც ქვეყანას აქვს აღებული. ჩვენ ასევე ვახსენებთ მას იმ მოქმედ კანონებს, რომელთა შესახებაც მას შეიძლება წარმოდგენაც არ აქვს.“

მოგვიანებით, რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში ჰასანოვმა განაცხადა, რომ მას განზრახ არ უნდოდა შეურაცხყოფის მიყენება, თუმცა მერე თავდაცვაზე გადავიდა.

„ჩემი კომენტარები ქალების შესახებ კონტექსტიდან იყო ამოღებული. სინამდვილეში, მე უბრალოდ ვფიქრობ, რომ ქალი ყველაზე კარგად სამზარეულოში გამოიყურება,“ – თქვა მან. „მე არ მინდა რომ ქალმა ოჯახი დაანგრიოს მისი სამსახურის ან კარიერის გამო. მე არ ვამბობ, რომ ქალმა არ უნდა იმუშაოს – უბრალოდ ვფიქრობ, რომ თუ ქალი ბევრ დროს გაატარებს სამსახურში ეს მის ოჯახს დაანგრევს.“

ქალთა კრიზისული ცენტრის ხელმძღვანელი მათანათ აზიზოვა ამბობს, რომ ჰასანოვის კომენტარი განსაკუთრებით საგანგაშოა, რადგან ის სხვა ოფიციალური პირების განწყობას გადმოსცემს.

„როდესაც ჟურნალისტებმა ნამიკს ინტერვიუ აუღეს ისინი მას ესაუბრებოდნენ როგორც ხელისუფლების წარმომადგენელს,“ განაცხადა აზიზოვამ და ჰასანოვის კომენტარს უწოდა „ყველა საჯარო მოხელის მისამართით გაკეთებილი ინსტრუქცია იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოექცნენ ქალებს.“

აზიზოვას ქალთა უფლებების დარღვევის შესახებ ადრეც არაერთხელ განუცხადებია, თუმცა ოფიციალური პირები მას უცხოელი დონორებისაგან გრანტების მოგების მიზნით აჟიოტაჟის ატეხვაში ადანაშაულებდნენ.

„და ჩვენც გავჩუმდით,“ – თქვა მან. „მაგრამ ახლა ნამიკ ჰასანოვმა აჩვენა როგორია  სიტუაცია სინამდვილეში და თუ ამიერიდან რომელიმე სახელისუფლებო ორგანო ოდესმე იტყვის, რომ ყველაფერი კარგადაა, ჩვენ გვეცოდინება რომ ისინი იტყუებიან.“

ქალების ჩვეულ დამცირებას სისტემური დისკრიმინაციის სახე აქვს. 2012 წელს მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის (World Economic Forum) მიერ გლობალური გენდერული სხვაობის (Global Gender Gap) გამოსავლენ კვლევაში, რომელიც სხვადასხა ქვეყნებში ეკონომიკის, პოლიტიკის, განათლების და ჯანდაცვის სფეროებში ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის საკითხის შესწავლას ისახავს მიზნად, 135 ქვეყნიდან აზერბაიჯანი 99-ე ადგილს იკავებს – გაუსწრო ყველა ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებს.

ადვოკატი ასიმან ნასირლი, რომელიც ასევე იყო ჩართული კამპანიაში მიიჩნევს, რომ ხელისუფლების მაღალ დონეებზე შოვინისტური განწყობის არსებობის მიზეზი არის ის, რომ მაღალ თანამდებობებზე ქალები საერთოდ არ არიან წარმოდგენილი.

„სხვა ევროპულ სახელმწიფოებთან შედარებით ჩვენთან პრაქტიკულად ვერ ნახავთ ქალს მაღალ თანამდებობაზე, და ვერც ერთ ქალ-მინისტრს,“ – განაცხადა მან.

მაგერამ ზეინალოვი თანამშრომლობს ონლაინ გამოცემა www.civil-forum.az.

 

More IWPR's Global Voices