აზერბაიჯანი: კორუფციის ბრალდება მედიის ყურადღების ცენტრში ექცევა

Video appears to show haggling over price of parliamentary seat.

აზერბაიჯანი: კორუფციის ბრალდება მედიის ყურადღების ცენტრში ექცევა

Video appears to show haggling over price of parliamentary seat.

Scene from the video that appears to show a discussion on the terms of a massive bribe. (Screengrab shot: http://youtu.be/bGfOcoc-9m8)
Scene from the video that appears to show a discussion on the terms of a massive bribe. (Screengrab shot: http://youtu.be/bGfOcoc-9m8)

აზერბაიჯანის პარლამენტის წევრის მიერ ქრთამის გამოძალვის ფაქტის ამსახველმა ვიდეომასალამ კორუფციის თემის ირგვლივ უჩვეულო სკანდალი გამოიწვია.

20 სექტემბერს აზერბაიჯანის საერთაშორისო უნივერსიტეტის ყოფილმა რექტორმა ელშად აბდულაევმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პოლიტიკოსი გიულარ აჰმედოვი, ქრთამის სახით, მისგან ერთ მილიონ მანათს (დაახლოებით 2.5 მილიონ აშშ დოლარს) ითხოვდა, სანაცვოდ კი პარლამენტში გარანტირებულ ადგილს სთავაზობდა.

ფარული კამერით გადაღებულ ვიდეოში აბდულაევის, აჰმედოვასა და კიდევ ერთი ქალბატონის- სევინჯ ბაბაევას საუბარია ასახული, რომელიც 2005 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ შედგა.

“ეს ვიდეო მე გადავიღე, ასევე, ჩავიწერე სატელეფონო საუბრებისი გიულნარ აჰმედობასა და სევინჯ ბაბაევას შორის. ფარული ჩანაწერი კომპაქტ-დისკით გენერალურ პროკურორს გადავუგზავნე, რასაც თან დავურთე განცხადება გიულნარ ახმადოვოს წინააღმდეგ სისხლისამართლებრივი საქმის აღძრვრსთან დაკავშირებით“,- განაცხადა აბდულაევმა, რომელიც ამჟამად საფრანგეთში იმყოფება.

მან სამუშაო ადგილი, 2 წლის წინ, მას შემდეგ, დაკარგა, რაც ხელისუფლებამ მისი უნივერსიტეტი დახურა.

აბდულაევმა განაცხადა, რომ მან აღნიშნული ჩანაწერი ინტერნეტში მას შემდეგ განათავსა, რაც მის განცხადებას პროკურატურის მხრიდან სათანადო რეაგირება არ მოჰყვა.

საზოგადოების აღშფოთების ფონზე აჰმედოვი თანამდებობიდან გადადგა ბადაევა კი, ბაქოს საჯარო ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გადააყენეს.

აჰმედოვი უარყოფს ყოველგვარ ბრალდებას და საინფორმაციო სააგენტო APA-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ გავრცელებული ვიდეომასალა ფაბრიკაციაა.

ვიდოემასალის საჯაროდ გავრცელების შემდეგ, პროკურატურა იძულებული გახდა მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღეძრა.

28 სექტემბერს აჰმედოვმა განაცხადა, რომ ის პარლამენტის წევრის თანამდებობას ტოვებს, რათა აღნიშნული პოზიცი სამართლიანი გამოძიებისთვის დამაბრკოლებელი გარემოება არ გახდეს.

გამოძიების დაწყებამდე, პარტია „იენის“ ხელმძღვანელის მოადგილემ, ალი აჰმედოვმა, მისი კოლეგების საქციელი საჯაროდ დაგმო და განაცხადა, რომ აჰმედოვს ამიერიდან პარტიის წევრობის მორალური უფლება არ გააჩნია.

ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეომასალაში ნახსენებია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, რამიზ მეჰდიევის სახელიც. 3 ოქტომბერს მედიევამ უარყო ნებისმიერ კავშირი აღნიშნულ სამართალდარღვევასთან. მისი თქმით, ეს იყო აზერბაიჯანის ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული კამპანია, რომელსაც რეალური შედეგი ვერ მოჰყვება.

ოპოზცია ამ საქმით აპელირებს პარტია „მუსავათის“ხელმძღვანელი ისა გამბარი საუბრობს, რომ აღნიშნულმა ფაქტმა ხელისუფლების რიგებში არსებული კორუფციის ფართო მასშტაბები გამოააშკარავა.

“უნივერსიტეტის რექტორი, საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორი და დეპუტატი საპარმალენტო ადგილებზე ვაჭრობენ”,- განაცხადა მან, და საზოგადოებას “მასობრივი გამოსვლებისკენ” მოუწოდა.

ოპოზიციური „სახალხო ფრონტის“ ხელმძღვანელმა ალი კარიმლი აცხადებს რომ, აღნიშნულმა საქმემ აჩვენა, რომ, არჩევნები სამართლიანად ჩატარებისთის, პარლამენტის დათხოვნა .აუცილებელია

“ეს ვიდეო ადასტურებს, რომ პარლამენტი კორუფციული გზითაა დაკომპლექტებული და, რომ პარლამენტში ყველა ადგილი გაყიდული”,-განაცხადა მან.

საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ აზერბაიჯანში კორუფია მთავარი პრობლემაა. „საერთაშორის გამჭვირბვალობის“ მიერ გამოქვეყნებულ „გლობალური კორუფციის ინდექსში“ აზერბაიჯანს მუდამ დაბალი მაჩვენები ჰქონდა. გასულ წელს,183 ქვეყანას შორის აზერბაიჯანი კორუფციის ინდექსისი მიხედვით 143-ე ადგილზე იყო, რაც ოდნავ უკეთესი შედეგია, ვიდრე 2010 წლის მაჩვენებელი, როცა აზერბაიჯანი 134-ე ადგილზე მოხვად.

სეიმურ კაზიმოვი თავისუფალი ჟურნალისტია აზერბაიჯანში.

 

Azerbaijan
Rule of law
Frontline Updates
Support local journalists