ქართველი ვეტერანები თავს მიტოვებულად გრძნობენ

მთავარი მოვლენების მიღმა – 4

ქართველი ვეტერანები თავს მიტოვებულად გრძნობენ

მთავარი მოვლენების მიღმა – 4

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლები სახელმწიფოსგან არასათანადო დახმარებას ღებულობენ და თავის გატანა უჭირთ. 

ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულ ვეტერანთა 64% უმუშევარია - რაც ოთხჯერ აღემატება ქვეყანაში უმუშევრობის ოფიციალურ მაჩვენებელს. ყოფილი მებრძოლები ყოველთვიურად სახელმწიფოსაგან მხოლოდ მცირე პენსიას ღებულობენ. 

„თითქმის ყველა [ამ ჯგუფიდან] პოსტ-ტრავმატულ სინდრომს განიცდის. რაც მთავარია, არ არსებობს სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ამ ადამიანებს საზოგადოებაში ინტეგრაციაში დაეხმარებოდა“, - ამბობს გენერალთა კლუბის ხელმძღვანელი გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, რომელიც ამ კვლევას აიბი-ევროკავკასიურ უნივერსიტეტთან ერთად ახორციელებდა.

ყველაფერთან ერთად, ყოფილ მებრძოლებს თავი ზედმეტ ტვირთად მიაჩნიათ, ისინი არავის სჭირდება იმ ქვეყანში, რომლისთვისაც ასე თავგანწირვით იბრძოდნენ. 

გენერალ-მაიორი კობა კობალაძე ამბობს, რომ ვეტერანების საკითხი ბოლო დროს ძალიან პოლიტიზებული გახდა და რომ ხელისუფლება მხოლოდ მათ მხარდამჭერებს და გულშემატკივრებს წყალობს.

„ყველა ვეტერანი ღირსეულ მოპყრობას იმსახურებს, მიუხედავად მათი პოლიტიკური შეხედულებებისა. ისინი ხომ ქვეყნისთვის იბრძოდნენ“, - ამბობს ის.

ახლანდელი ხელისუფლება სიტუაციის შეცვლას ცდილობს. იანვარში ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტი დამოუკიდებელ სტრუქტურად ჩამოყალიბდა, რომელიც ყოფილი მებრძოლებისთვის სხვადასხვა სერვისების გაუმჯობესებაზე იმუშავებს. თუმცა, როგორც გენერალთა კლუბის წევრი თამაზ იმნაიშვილი ამბობს, დეპარტამეტის ხელმძღვანელები არ არიან სამხედროები და შესაბამისად არ იციან რეალურად რა სჭირდებათ ვეტერანებს.  

რადიო გადაცემა მომზადებულია IWPR საქართველოს ოფისის მიერ. გადაცემის პროდიუსერია ჰეთერ იანდთი. 

რადიო გადაცემა მომზადებულია „ურთიერთობების აგება და უნარების განვითარება სამხრეთ კავკასიაში“ პროგრამის ფარგლებში, რომელსაც ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. IWPR პასუხისმგებელია პროგრამის შინაარსზე და ის არ გამოხატავს დონორი ორგანიზაციის შეხედულებებს.   

Frontline Updates
Support local journalists