თურქეთში მცხოვრები სომხები დელიკატური ბალანსის დაცვას ცდილობენ

ეთნიკურ ჯგუფს პერიოდულად უხდება ხელისუფლებისადმი თავისი ერთგულების დამტკიცება.

თურქეთში მცხოვრები სომხები დელიკატური ბალანსის დაცვას ცდილობენ

ეთნიკურ ჯგუფს პერიოდულად უხდება ხელისუფლებისადმი თავისი ერთგულების დამტკიცება.

Informal-illegal school based in Armenian protestant church in 2003 for children of Armenian migrants in Istanbul. (Photo: Suren Deheryan)
Informal-illegal school based in Armenian protestant church in 2003 for children of Armenian migrants in Istanbul. (Photo: Suren Deheryan)
Getronagan Armenian High School in Istanbul that was founded in 19 century. (Photo: Suren Deheryan)
Getronagan Armenian High School in Istanbul that was founded in 19 century. (Photo: Suren Deheryan)
Bookstore in Istanbul, where you can find Armenian literature. (Photo: Suren Deheryan)
Bookstore in Istanbul, where you can find Armenian literature. (Photo: Suren Deheryan)
Turkish Prime Minister Recep Erdogan greets the head of the Armenian Patriarchate of Turkey, Archbishop Aram Ateshian, in Ankara. May 1, 2014. (Photo: Anadolu Agency)
Turkish Prime Minister Recep Erdogan greets the head of the Armenian Patriarchate of Turkey, Archbishop Aram Ateshian, in Ankara. May 1, 2014. (Photo: Anadolu Agency)
Religious Council of the Armenian Patriarchy of Constantinople, Istanbul, Turkey. (Photo courtesy of Patriarchy of Constantinople)
Religious Council of the Armenian Patriarchy of Constantinople, Istanbul, Turkey. (Photo courtesy of Patriarchy of Constantinople)
Wednesday, 6 July, 2016
IWPR

IWPR

Institute for War & Peace Reporting

თურქეთის სომხური თემი კიდევ ერთხელ დადგა არჩევანის წინაშე – დაიცვას თავისი იდენტობა თუ დაიკავოს სწორი პოზიცია თურქეთის ხელისუფლებასთან ურთიერთობაში.

ანკარა განარისხა გერმანიის პარლამენტის მიერ 2 ივნისს მიღებულმა გადაწყვეტილებამ 1915 წელს ოსმანური თურქეთის დროს სომხების მასობრივი მკვლელობების გენოციდად აღიარების თაობაზე.

მკაცრმა რიტორიკამ, რომელიც ბუნდესტაგის მიერ მიღებულ რეზოლუციას მოჰყვა, დიდი უკმაყოფილება გამოიწვია თურქეთში მცხოვრებ სომეხთა შორის.

პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი თურქეთში არალეგალურად მცხოვრებ სომხებს დეპორტაციით დაემუქრა, ხოლო სტამბოლში გერმანიის საელჩოსთან გამართულ ახალგაზრდა ულტრანაციონალისტების შეკრებაზე ისმოდა შეძახილები „ყველაზე კარგი სომეხი არის მკვდარი სომეხი“,

ოპოზიციური პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, დევლეთ ბაჰჩელიმ 1915 წლის მოვლენებს „გადასახლება“ უწოდა და დასძინა, რომ „თუ დღესაც დადგა ამის საჭიროება, იმავეს გავიმეორებთ.“

მიუხედავად იმისა, რომ თურქეთში სომხური თემი ოფიციალურად არის აღიარებული თავისი რელიგიური, კულტურული და საგანმანათლებლო დაწესებულებებით და მედიასაშუალებებით, ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენელები გენოციდის აღიარების საკითხს უკიდურესად პროვოკაციულად მიიჩნევენ.

ასეთი დაძაბულობის ფონზე, სომხეთის სამოციქულო ეკლესიის კონსტანტინოპოლის ეპარქიის პატრიაქის ნაცვალმა, არქიეპისკოპოსმა არამ ატეშიანმა, 7 ივნისს ერდოღანს მისწერა წერილი, რომელშიც ღიად დაგმო გერმანიის პარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილება.

თურქეთში მცხოვრები სომხების სახელით დაწერილ მიმართვაში ატეშიანმა მწუხარება გამოხატა გერმანიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო და აღნიშნა, რომ „სომეხ ხალხს იმპერიალისტური ძალები იყენებენ.“

მისივე სიტყვებით, რეზოლუცია მიიღეს იმისთვის, რომ „ბრალი დასდონ და დასაჯონ თურქეთის სახელმწიფო და თურქი ერი.“

არქიეპისკოპოსის საქციელს უარყოფითი რეაქცია მოჰყვა სომხური სათვისტომოს გარკვეულ წრეებში.

ბევრი ალაპარაკდა მისთვის სასულიერო წოდების ჩამორთმევის თაობაზეც. სომხურმა ყოველკვირეულმა გაზეთმა „აგოსმა“, რომელიც სტამბოლში გამოდის, ატეშიანს „სასახლის ნაცვალი“ უწოდა და აღნიშნა, რომ არქიეპისკოპოსი არ იყო უფლებამოსილი ემოქმედა სომხური თემის სახელით.

გაზეთ „აგოსის“ თანადამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი, წარმომავლობით სომეხი, ჰრანტ დინკი 2007 წელს სტამბოლში გამომცემლობის შენობის წინ მოკლეს თურქმა ულტრანაციონალისტებმა.

გაზეთის მიხედვით, არქიეპისკოპოსის წერილმა „გამოიწვია დიდი უკმაყოფილება სომხურ თემში. ამაზე მეტყველებს ის გამოხმაურებები, რაც ჩვენმა გაზეთმა მიიღო“.

„გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ზეწოლის მოხდენა თურქეთში მცხოვრებ სომხებზე და მათი იძულება უარყონ სომეხთა გენოციდი – უბრალოდ საშინელებაა.“

სომხეთის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის წარმომადგენელი, მკვლევარი ვარამ ტერ-მატევოსიანი აცხადებს, რომ სტამბოლში მცხოვრები სომხური თემის ლიდერებს პერიოდულად, უკვე დიდი ხნის განმავლობაში, უწევთ ერთგულების დამტკიცება.

„ატეშიანის ერდოღანისადმი მიწერილი წერილის გამო ისეთი ხმაური ატყდა და ისეთი პროპაგანდა წამოვიდა, რომ შეიქმნა უპრეცედენტობის შთაბეჭდილება. სინამდვილეში, ეს ასე არ არის,“ – განაცხადა ჩვენთან საუბრისას ტერ-მატევოსიანმა.

სომხური წარმოშობის სტამბოლელი ჟურნალისტი არის ნალჯი იხსენებს ადრინდელ მაგალითს.

1965 წელს, სომხური სამოციქულო ეკლესიის კონსტანტინოპოლის ეპარქიის პატრიარქმა შნორქ გალუსტიანმა, საჯაროდ განაცხადა უარი სომხების გენოციდის 50 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღებაზე.

თუმცა, როგორც ნალჯი აცხადებს, ატეშიანი თავისი წერილით ზღვარს გასცდა.

„წარსულში, სასულიერო პირები ახერხებდნენ ბალანსის შენარჩუნებას. ატეშიანის წინამორბედები საუბრობდნენ სასულიერო პირების და არა პოლიტიკოსების სახელით. ატეშიანის წერილი კი AKP-ს დეპუტატის სტილში არის დაწერილი,“ – განაცხადა ნალჯიმ ჩვენთან საუბრისას.

AKP არის თურქეთის მმართველი სამართლიანობის და განვითარების პარტიის აბრევიატურა.

სომხურ სათვისტომოში თვლიან, რომ ატეშიანის წერილის ნამდვილი ავტორი არის თურქეთის ხელისუფლება, ხოლო არქიეპისკოპოსს მასზე მხოლოდ ხელი მოაწერინეს.

„ეჭვი მეპარება, რომ ეს წერილი ატეშიანის დაწერილი იყოს. აშკარად ვხედავ ხელისუფლების ხელწერას,“ – აცხადებს ჩვენთან საუბრისას ცნობილი თურქი ადამიანის უფლებათა დამცველი აიშე გუნაისუ.

„წერილი ძალიან ყურადღებით წავიკითხე. ის თითქოს ვიღაცამ დაწერა და ხელმოსაწერად მიუტანა ატეშიანს. ამიტომ, რისხვის ადრესატი უნდა გახდეს არა ატეშიანი, არამედ თურქული სახელმწიფოებრიობა, რომელიც ანტისომხურ პოლიტიკას ეფუძნება.“

თემის წარმომადგენლობა

თურქეთში მცხოვრები ეთნიკური სომხების თემი 60 000 ადამიანს ითვლის. მათი უმეტესობა სტამბოლსა და მის შემოგარენში არის დასახლებული. ისინი თურქეთში უკვე საუკუნეებია ცხოვრობენ და თავს ძირძველ მოსახლეობად მიიჩნევენ.

სხვადასხვა შეფასებების მიხედვით, თურქეთში ცხოვრობს დაახლოებით ხუთასი ათასიდან მილიონამდე სომეხი, რომელთა წინაპარმაც თავის დროზე მიიღო ისლამი იმისთვის, რომ დაემალა თავისი იდენტობა. ისინი ძირითადად თურქეთის აღმოსავლეთით არიან კონცენტრირებული.

გარდა ამისა, თურქეთში სომხეთიდან ჩასული დაახლოებით 10 000 არალეგალური შრომითი მიგრანტი ცხოვრობს.                            

1461 წლიდან თურქეთში მცხოვრები სომხური თემის რელიგიური წინამძღოლი არის სომხეთის საპატრიარქო და ის დღესაც რჩება მის სულიერ წარმომადგენლად.

სამღვდელოება ყოველთვის თამაშობდა მნიშვნელოვან როლს სომხური დიასპორის ცხოვრებაში. სტამბოლში მოქმედი თვრამეტი სომხური სკოლიდან უმეტესობა სომხურ სამოციქულო ეკლესიას ექვემდებარება.

თავად ატეშიანი წერილით გამოწვეულ კრიტიკულ რეაქციას არ გამოხმაურებია.  თუმცა, საპატრიარქოს რელიგიურმა საბჭომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც თხოვნით მიმართა სათვისტომოს გაგებით მოეკიდოს თურქეთში შექმნილ პოლიტიკურ და სოციალურ რეალიებს, „იმის დავიწყების გარეშე, თუ რა გადაიტანეს ოსმალეთის იმპერიაში მცხოვრებმა სომხებმა ასი წლის წინ.“

თუმცა, როგორც ტერ-მატევოსიანი აღნიშნავს, ამ წერილით მხოლოდ დადასტურდა ის, თუ რამდენად არასახარბიელოა ურთიერთობა ხელისუფლებასა და უმცირესობის ჯგუფებს შორის.

მისი სიტყვებით, თურქეთის ზეწოლა სიტყვისა და რწმენის თავისუფლებაზე ზღუდავს უფლებებს და ქმნის საშიშ ატმოსფეროს, და „სწორედ ასეთ კონტექსტში იქმნება ისეთი წერილები და განცხადებები, რომელთაც არაფერი აქვთ საერთო სომხურ თემთან და სომხობასთან ზოგადად.“

სტატია მომზადებულია IWPR-ის მიერ.

 

Armenia, Turkey
Life
Frontline Updates
Support local journalists