აზერბაიჯანელი მაღალჩინოსნის პოსტი თურქეთის შინაუთანხმოებას შეეწირა

გასაჯაროებული მიმოწერა იმისთვის გამოიყენეს, რომ მაღალი თანამდებობის პირები გავლენიან თურქ ლიდერთან კავშირში დაედანაშაულებინათ.

აზერბაიჯანელი მაღალჩინოსნის პოსტი თურქეთის შინაუთანხმოებას შეეწირა

გასაჯაროებული მიმოწერა იმისთვის გამოიყენეს, რომ მაღალი თანამდებობის პირები გავლენიან თურქ ლიდერთან კავშირში დაედანაშაულებინათ.

Friday, 28 March, 2014

თურქეთის პრემიერ მინისტრ რეჯეპ ტაიპ ერდოღანსა და ისლამური მოძრაობის ლიდერ ფატულა გულენს შორის მიმდინარე დაპირისპირებამ აზერბაიჯანამდეც მოაღწია. მსხვერპლი კი პრეზიდენტის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანი აღმოჩნდა.

თურქეთის მთავრობის წევრების მიმართ კორუფციის ბრალდებით დეკემბერში დაწყებული გამოძიება, ერდოღანის თქმით, მოძრაობა „ჰიზმეთის“ და მისი ლიდერის, ფატულა გულენის შეთქმულების ნაწილია, რომელიც მიზნად მთავრობის დამხობას ისახავს. პრემიერ მინისტრმა სახელმწიფო სტრუქტურების „ჰიზმეთის“ მიმდევრებისგან „გასაწმენდად“ ათასობით პოლიციელის მობილიზება მოახიდნა.

თებერვლის ბოლოს აზერბაიჯანის საინფორმაციო წყაროებით, როგორც სამთავრობო ისე ოპოზიციურით, გავრცელდა ინფორმაცია ბაქოში მსგავსი  „პარალელური სქემის“ არსებობის შესახებ. გაზეთები აზერბაიჯანის მთავრობას მოუწოდებდნენ გაეთავისუფლებინა მისი რიგები გულენის მიმდევრებისგან. თურქეთის საელჩომ ბაქოში და აზერბაიჯანის საკონსულომ სტამბოლში აზერბაიჯანის ხელისუფლებას „ჰიზმეთის“ ადგილობრივი გულშემატკივრების სიაც კი გადასცეს.

„თურქეთის მთავრობა შეშფოთებულია, რომ მოძრაობა „ჰიზმეთი“ აზერბაიჯანში სულ უფრო იკრებს ძალას მისი ფართო საგანმანათლებლო და ბიზნესს ქსელის სახით, ასევე მაღალ თანამდებობებზე „ჰიზმეთის“ მიმართ ლოიალურად განწყობილი პირების დანიშვნის გზით“, – იუწყება გაზეთი „მუსავათ დეილი“ 28 თებერვლის გამოშვებაში.

მარტის დასაწყისში, ინტერნეტში გაჟონა მიმოწერამ, რომელიც სავარაუდოდ თურქ და აზერბაიჯანელ მაღალი თანამდებობის პირებს შორის მიმდინარეობდა და რომელშიც გულენთან მათი სავარაუდო კავშირი ვლინდებოდა. სხვებთან ერთად, გამოჟონილი ინფორმაციის შედეგად, ამ კავშირში ჩართული აღმოჩნდა ილჰამ ალიევის ადმინისტრაციის საინფორმაციო და ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი ელნურ ასლანოვი.

ასლანოვის კოლეგა და ამავე დროს, პრეზიდენტის ადმინისტრაციის სოციალური და პოლიტიკური დეპარტამენტის უფროსი ალი ჰასანოვი „ჰიზმეთის“გავლენის გაძლიერებასთან დაკავშირებულ ბრალდებებს მოწოდებით უპასუხა.

„ამ მიმდინარეობის წარმომადგენლებმა უნდა იცოდნენ, რომ მათი მცდელობა თავიანთი ინტერესების სასარგებლოდ მოირგონ სახელმწიფო პოლიტიკა არ იმუშავებს“, – განაცხადა ჰასანოვმა ბაქოში 7 მარტს ჩატარებულ რელიგიურ კონფერენციაზე.

ასლანოვი თანამდებობიდან 17 მარტს გაათავისუფლეს.

ანალიტიკოსების თქმით, ასლანოვს და ჰასანოვს შორის ძალაუფლებისთვის ბრძოლა დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა და რომ ამ უკანასკნელმა „ჰიზმეთის“  თემა მეტოქის გზიდან ჩამოშორების მიზნით გამოიყენა.

„ასე ვლინდება ჩინოვნიკებს შორის მიმდინარე ბრძოლა. ასეთი სახის დაპირისპირებებს მომავალშიც ბევრჯერ ექნება ადგილი“, – აცხადებს ბაქოს აღმოსავლეთ-დასავლეთის კველევითი ცენტრის დირექტორი არასტუნ ორუჯლუ. „ჰიზმეთის თემა უბრალოდ საკითხის წამოსაჭრელად და საზოგადოების ყურადღების მიპყრობის მიზნით გამოიყენეს“.

„ეს არ არის ნამდვილი მიზეზი“, – აგრძელებს ის. „მოძრაობა „ჰიზმეთი“ აზერბაიჯანში წლებია არსებობს და ის მართლაც საშიში რომ ყოფილიყო, ხელისუფლება მისი მისამართით სერიოზულ ნაბიჯებს წლების წინ გადადგამდა“.

ასლანოვი ახალგაზრდა და ჩინოვნიკისთვის უჩვეულოდ გახსნილი პიროვნება იყო. ბევრ ჟურნალისტს გული დასწყდა მისი წასვლის გამო.

„ის ერთადერთი იყო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ვისთანაც შემეძლო თავისუფლად დამერეკა და ინტერვიუ ჩამეწერა. ბოდიშსაც კი მოიხდიდა, როცა შეხვედრას ვერ ახერხებდა“, – ამბობს ერთ-ერთი ჟურნალისტი, რომელმაც ვინაობის გამჟღავნება არ ისურვა.

საკითხი იმდენად საკამათოა, რომ ბევრი აზერბაიჯანელი ექსპერტი თემაზე ღიად საუბარს თავს არიდებს. ერთ-ერთი მათგანი, რომელმაც სახელის გამჟღავნება არ ისურვა ამბობს, რომ სინამდვილეში ასლანოვიც და სხვებიც, რომლებიც მეილებთან  დაკავშირებულ სკანდალში აღმოჩნდნენ გახვეულები შესაძლოა საერთოდაც არ იყვნენ არანაირ კავშირში გულენთან.

„ჰიზმეთი და მისი საქმიანობა აზერბაიჯანში ძალაუფლებისთვის მიმდინარე ბრძოლის დროს ადვილად გამოსაყენებელი თემაა“, – ამბობს ის და დასძენს, რომ ამ დაპირისპირებამ ერდოღანის სასარგებლოდ ითამაშა, რადგანაც ამით დადასტურდა რომ მისი მტრები სხვა ქვეყნებშიც აქტიურობდნენ.

მოძრაობა „ჰიზმეთი“ იყო ერთ-ერთი პირველი უცხოური ორგანიზაცია, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ აზერბაიჯანში შემოვიდა. ყოფილი პრეზიდენტი ჰეიდარ ალიევი აქტიურად უჭერდა მხარს თურქული სკოლების გახსნას, რადგან მიაჩნდა, რომ ამით განათლების სტანდარტების ამაღლება მოხდებოდა.

დღესდღეობით ჰიზმეთის საქმიანობა აზერბაიჯანში მოიცავს 11 ზოგადსაგანმანათლებლო და 13 დაწყებით სკოლას, ასევე კავკასიის უნივერსიტეტს.

ანონიმური ექსპერტი ამბობს, რომ დღეს „ჰიზმეთის“ სახელთან დაკავშირებული სასწავლო დაწესებულებების ყოფნა-არყოფნის საკითხი დგას.

ჰიზმეთის საგანმანათლებლო დაწესებულებები არ არის ყველასთვის ხელმისაწვდომი. სიძვირის გამო სწავლის საფასურის გადახდა ბევრს არ შეუძლია, ამიტომ უმეტესად იქ ბიზნესმენების და მაღალჩინოსნების შვილები სწავლობენ. სწორედ ამის გამო გაჩნდა ეჭვი, რომ თითქოს სკოლებში მომავალ ელიტას გულენის სწავლებებს უნერგავენ.

კავკასიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული და ახალგაზრდული ორგანიზაცია „პოზიტიური ცვლილებების“ დამფუძნებელი ნერმინ რეჰიმლი ასეთ შიშებს „სისულელეს“ უწოდებს.

„ჩვენი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს შორის არიან სხვადასხვა რელიგიის და მრწამსის ადამიანები“ – ამბობს რეჰიმლი.

მისი თქმით, თურქული სასწავლებლების კურსდამთავრებულებზე დამსაქმებელთა მხრიდან დიდი მოთხოვნაა და ეს მხოლოდ მათ განათლებას უკავშირდება.

„სწავლების დონე უფრო მაღალია…ვიდრე სხვა აზერბაიჯანულ უნივერსიტეტებში. მრავალფეროვანი პროექტები, სწავლების ინტენსიური კურსი და კლასგარეშე აქტივობები სტუდენტებს პროფესიონალებად ჩამოყალიბებაში უწყობს ხელს“, – ამბობს ის. „სტუდენტებსა და მასწავლებლებს შორის თბილი და მეგობრული ურთიერთობაა და არა იერარქიული დამოკიდებულება, რის გამოც შექმნილია ისეთი  გარემო, რომელიც სტუდენტს პიროვნებად აყალიბებს“.

ლამია ადილგიზი

 

Azerbaijan
Frontline Updates
Support local journalists